7 თვისება რომელსაც ნამდვილი ლიდერი იყენებს (მაგრამ ჩვეულებრივ მენეჯერს ეშინია)

10328114_10203947382873371_1143607184_o

ბევრი თქმულა და დაწერილა იმის შესახებ, თუ რით განსხვავდებიან ლიდერები მენეჯერებისგან, რა კონკრეტული თვისებები შეიძლება ხაზგასმულ იქნეს მათი განსხვავებების გამოსააშკარავებლად.

ადამიანები სამსახურებრივ გარემოში ყოველდღიურად ურთიერთობენ თანამშრომლებთან, და შეიძლება ვერც კი ამჩნევდნენ მათ წინაშე ნამდვილი ლიდერია და თუ უბრალოდ წარმატებული მენეჯერი.

წარმოგიდგენთ 7 უმნიშვნელოვანეს განსხვავებას:

1. ნამდვილი ლიდერი საკუთარ ყოველდღიურ სამუშაოს უკავშირებს მიზნებს, მაშინ როდესაც მენეჯერები მხოლოდ მოკლევადიან შედეგებზე არიან ორიენტირებულნი.

სასწრაფო საქმეების შემჩნევა ადვილია, განსხვავებით აუცილებელისა. მენეჯერული პოზიციის ადამიანები თავიანთ რესურსებს ძირითადად ყოველდღიურ რუტინაზე ხარჯავენ და საზეიმოდ მოუწოდებენ თანამშრომლებს შეასრულონ ძირითადად სამუშაო რომელიც ხანგრძლივ შედეგებზე არაა მიზანმიმართული; ლიდერები კი მხოლოდ აუცილებელ ამოცანებზე არიან კონცენტრირებულნი.

2.  ლიდერი თანამშრომლებს პიროვნებებად აღიქვამს, ჩვეულებრივი მენეჯერი კი ორგანიზაციულ სტრუქტურაში მოცემული პოზიციების მიხედვით აფასებს.

თუკი თქვენ საკუთარ თანამშრომელბს პოზიციების მიხედვით მოიხსენიებთ (მაგ. იურისტი, ბუღალტერი) და არა სახელით, დარწმუნებული იყავით, რომ მენეჯერული თვისებების განვითარებას უწყობთ ხელს საკუთარ თავში და არა ლიდერულის.

წარმატებულ სამხედრო დანაყოფებშიც კი მაღალი თანამდებობის სამხედრო მოსამსახურეები ნამდვილი ლიდერები არიან და სახელებით მიმართავენ ჯარისკაცებს.

3.  ნამდვილ ლიდერს სურს რომ პატივს სცემდნენ, მენეჯერს კი უნდა რომ ის მოსწონდეთ

განა ყოველთვის მოსწონთ ლიდერები. ისინი აღიარებენ, რომ მათი მოვალეობაა ადამიანებს საქმე აკეთებინონ გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად. მათ იციან, რომ ადამიანებთან გულთბილი მოპყრობა აუცილებელია, მაგრამ ასევე მიზანშეწონილია მოკლედვადიანი “მოწონების” გაწირვა ხანგრძლივი პატივისცემისათვის.

4.  ნამდვილ ლიდერს გულწრფელად უხარია საკუთარი გუნდის წევრის წარმატება, მენეჯერს კი ეშინია

მენეჯერი ბიუროკრატიული იერარქიის საფეხურზე მდგომი ადამიანია და ნამდვილად ეშიანია საკუთარი პოზიციის დაკარგვა სხვისი წარმატების გამო. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს მისი შიშები – ერთ დღეს იგი შეიძლება შეცვალოს მისივე დაქვემდებარებულმა.

ნამდვილი ლიდერი კი საკუთარ მიღწევად მიიჩნევს გუნდის წევრის წარმატებას, მას სჯერა რომ ლიდერის იარლიყი არ ნიშნავს “მიმდევრების” ყოლას, არამედ  ახალი ლიდერების განვითარებას.

5. ნამდვილი ლიდერი ხელს უწყობს და ახალისებს ადამიანებში პატიოსნებას და გამჭირვალედ მუშაობას. მენეჯერები კი ძირითადად ცდილობენ დანაწევრებული ინფორმაცია მიაწოდონ თანამშრომელბს, თუ იგრძნეს რაიმე საშიშროება

ლიდერები აცნობიერებენ, რომ თანასწორუფლებიანობა და გამჭირვალედ საქმის კეთება პატივისცემას იმსახურებს და ხელს უწყობს გუნდს წარმატების მიღწევაში.

მენეჯრებს კი ეშიანიათ ინფორმაციის გაზიარების (ბოლომდე არ ამხელენ, ან არ წარმოაჩენენ მთლიან სურათს), რადგან საკუთარი პოზიციები შეიძლება შესუსტდეს ამ ნაბიჯით, შედეგად კი ძირს უთხრიან გუნდის საქმიანობას.

6.  ნამდვილ ლიდერს ყოველთვის გააზრებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა წარუმატებლობის დროს, მენეჯრები კი გუნდის წევრებს აბრალებენ.

ძირითადად, ჩვეულებრივი მენეჯერები პატივისცემის გარეშე მოღვაწეობენ და მუდმივ შიშში არიან, რომ დაკარგავენ ძალაუფლებას. ორგანიზაციული იერარქიის თვალსაზრისით კი — მენეჯერია პასუხისმგებელი ყოველ კონკრეტულ წარუმატებლობაზე.

მეორეს მხრივ, ნამდვილი ლიდერი აცნობიერებს მის როლს შეცდომების დროს. რომც კი სჯეროდეს, სხვისი ბრალეულობის, თამამად იღებს საკუთარ თავზე მის არასწორ ქმედებებს და პირიქით, ახალისებს გუნდს შემდგომი წარმატების მისაღწევად.

7.  ნამდვილი ლიდერი მხოლოდ შედეგებზეა ორიენტირებული, ჩვეულებრივი მენეჯერები კი მიმდინარე პროცესებით არიან დაკავებულნი.

უდავოა, რომ ზოგიერთი მენეჯერული პოზიცია ორგანიზაციული პროცესების სრულყოფისთვის უფროა შექმნილი, ვიდრე ადამიანების მოტივაციის ასამაღლებლად. მაგრამ, ვინ ფიქრობს პროცესებზე, თუკი შედეგები ნამდვილად წარმატებულია? ნამდვილი ლიდერი მუდამ იმ პრინციპით ცხოვრობს, რომ უმჯობესია იყო მოხერხებული, ადაპტირებადი და ამ გზით უფრო ადვილია მოგიტევონ შეცდომები.

ასე, რომ დროა დაფიქრდეთ რა გსურთ, განავითაროთ საკუთარ თავში ლიდერული უნარჩვევები, თუ სამსახურებრივი იერარქიის ერთ-ერთ საფეხურზე მდგომი მენეჯერის სტატუსით განაგრძოთ თქვენი მოღვაწეობა.

წყარო: Inc. Magazine

 

Comments

comments

Tags: , , , , , , , , ,

Category: ლიდერები, მენეჯმენტი

Comments are closed.