ტრენინგი, რომელზეც არ მოიწყენ

Business man with touch padრეალურ პროფესიონალურ სამყაროში შებიჯებამდე პილოტები, სამხედრო პირები და გადაუდებელი სიტუაციების მართვის გუნდის წევრები იყენებენ ინტენსიურ სიმულაციებს, რათა განივითარონ მუშაობის დროს საჭირო პრაქტიკული უნარები და შეისწავლონ, თუ როგორ უპასუხონ მაღალი ინტენსივობის გამოწვევებს.

მართვის სადავეების პირდაპირ ჩაბარება მენეჯერებისთვის და მათი გუნდის წევრებისთვის, შესაძლოა ძალიან სარისკო გადაწყვეტილება გამოდგეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანია ზრუნავს თავისი კადრების გადამზადებაზე სხვადასხვა ტიპის ტრენინგის მეშვეობით, ხშირად ვერ აღწევენ სასურველ ეფექტს, რადგანაც ტრენინგების უმრავლესობა ვერ უმკლავდება მონაწილეებისთვის რამდენიმე უნარის ერთდროულად დახვეწა/განვითარებას.

სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია წარმოადგენს სასწავლო კურსს, რომლის მიზანია მონაწილეთა მენეჯერული უნარების განვითარება და მათი მომზადება რეალური ბიზნეს სამყაროსთვის. წარმატებული კომპანიების უმეტესობა, სულ უფრო ხშირად მიმართავს ბიზნეს სიმულაციებს — მენეჯერებისა და მათი დაქვემდებარებულების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

ეს არის ტრენინგი, რომელმაც უკვე შეცვალა ძალიან ბევრი ადამიანის კარიერა და ცხოვრება უკეთესობისკენ, მათ შორის — ჩემიც. ბიზნეს სიმულაცია საოცრად ეფექტური საშუალება გამოდგა მოლაპარაკების, გუნდური მუშაობის, სტრატეგიული აზროვნების, კომპლექსური ანალიზის და სხვადასხვა ლიდერული უნარის გამომუშავებისთვის. სიმულაციაში მონაწილეობის შემდეგ ვეღარ შეძლებთ მთლიანი სურათის მხოლოდ ერთ პატარა ნაწილზე ფიქრს, და სტრატეგიულად მიუდგებით ყველა გადაწყვეტილებას.

მაშ ასე, რით არის ბიზნეს სიმულაცია გამორჩეული სხვა ტიპის ტრენინგებისგან?

  • გვაძლევს ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას ბიზნესისთვის ზიანის მოტანის გარეშე;
  • ბიზნეს სიმულაცია წარმოადგენს დინამიურ ჯგუფურ აქტივობას პატარა და მოზრდილ გუნდებში (ასევე გუნდებს შორის) და შესაბამისად ყველაზე ძლიერი სასწავლო ინსტრუმენტია გუნდური მუშაობის წასახალისებლად.
  • მაღალი კონკურენციის პირობებში  ბაზრის წილის და შესაბამისად მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით მოგების გაზრდაზე ორიენტირების საშუალებას აძლევს მონაწილეებს.
  • სახალისოა და გამოირჩევა მაღალი ჩართულობით;
  • მონაწილეები იღებენ გადაწყვეტილებებს და შემდგონ აანალიზებენ მიღებულ შედეგებს.
  • მონაწილეებს “აიძულებს” იფიქრონ ისეთ საკითხებზეც, რაც მათ პირდაპირ მოვალეობაში არ შედის; ამგვარად, შემდგომში გადაწყვეტილებების მიღების დროს მათი კომპლექსური აზროვნება დადებითად აისახება პროდუქტიულობასა და ეფექტიანობაზე.
  • საკმაოდ მოქნილია: მისი ჩატარება შესაძლებელია როგორც აუდიტორიაში, ასევე დისტანციურად, რაც დიდ ორგანიზაციებს (რამდენიმე ფილიალით) აძლევს საშუალებას ნაკლები რესურსების დახარჯვით ოფისებიდან გაუსვლელად გადაამზადონ თანამშრომლები.
  • რადგანაც, სიმულაცია ატარებს შეჯიბრის ხასიათს, თანამშრომელთა დამატებითი მოტივირებისთვის კომპანიებს შეუძლიათ პრიზების დაწესება.

მიუხედავად იმისა, თუ რომელი გუნდს ექნება ყველაზე დიდი მოგება და ბაზრის წილი, ამ თამაშიდან ყველა მოგებული გამოდის. რეალური ბიზნეს სამყაროს მოდელის მეშვეობით, ბიზნეს სიმულაცია ადამიანებს საშუალებას აძლევს გამოსცადონ ახლადშეძენილი ცოდნა და უნარები; დაუშვან შეცდომები საინტერესო და ინვესტიციებისთვის უსაფრთხო გარემოში.

ცნობისათვის, სტრატეგიულ ბიზნეს სიმულაციებს უკვე არაერთმა ცნობილმა ქართულმა კომპანიამ მიმართა და თუ თქვენც ზრუნავთ საკუთარი ბიზნესის წარმატებაზე, ამისთვის შორს წასვლა არ დაგჭირდებათ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს.

 

 

 

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , ,

Category: ადამიანური რესურსების მართვა, მენეჯმენტი, ტრენინგები

Comments are closed.