არ შეჩერდე, სანამ ცოცხალი ხარ!

j

თუ საკუთარი ბიზნესის დაწყებას გეგმავთ, აუცილებელია იყოთ შეუპოვარი და ჟინიანი, მოსალოდნელ სირთულეებთან და მარცხთან გასამკლავებლად.

ორგანიზაცია Funders and Founders-მა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელიც დაგვეხმარება განცდილი მარცხის გამო არ ჩავიქნიოთ ხელი და უარი არ ვთქვათ მიზნის მიღწევაზე. მაგალითად: თუ საშუალო ზომის პროექტის გამოცდას ესაჭიროება 3 თვე, უნდა გამოვთვალოთ რამდენი ასეთი შანსი გვაქვს, რომ თავიდან დავიწყოთ ან განვაახლოთ ძველი წამოწყება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად წარმატების მისაღწევად დროა საჭირო.

ინფოგრამის ავტორი, ანნა ვიტალი გვირჩევს:

  • იყავით ცოცხალი! სანამ ცოცხალი ხარ, ყველაფერი შესაძლებელია.
  • შეამცირეთ თქვენი მოლოდინი — ლეგენდარულმა მაიკლ ჯორდანმაც კი ააცილა მიზანს 300-ჯერ, ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი საკუთარი თავის მიმართ.
  • გახსოვდეთ, თქვენ იმაზე ძლიერი ხართ, ვიდრე გგონიათ.
  • იყავით შეუპოვრები! — თუ ტყეში დაიკარგეთ, სცადეთ სხვადასხვა გზა, სანამ გამოსავალს არ იპოვით.
  • “Fake it, till you Make it!” — იგრძენით თავი წარმატებულად; არ დააწრმუნოთ საკუთარი თავი, რომ არაფერი გამოგივათ, და იქამდე გააგრძელეთ გამხნევება, სანამ წარმატებას არ მიაღწევთ.
  • სხვებს ნუ ედრებით! — ამას შეუძლია ბოლო მოგიღოთ. ყველა წარმატებულ ადამიანს თავისი ისტორია აქვს, და დიდი შანსია, რომ არ იცოდეთ სინამდვილე.
  • ჩავარდნა — ზუსტად დიდი წარმატების წინ ხდება ხოლმე ყველაზე დიდი მარცხი, და თუ მანდ შეჩერდებით, საბოლოოდ დამარცხდებით. კიდევ ერთხელ სცადეთ და გაიმარჯვებთ!

 

how-to-never-give-up

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , ,

Category: თვითგანვითარება, ლიდერები, ფსიქოლოგია

Comments are closed.