ერთადერთი ადამიანი, ვინც უნდა გაკონტროლებდეთ — თქვენ ხართ!

be-your-own-boss» გსურთ იყოთ დამოუკიდებელი? — იყავით დამოუკიდებელი!

» გსურთ იყოთ ბედნიერი? — იყავით ბედნიერი!

მთავარი შეცდომა, რომელსაც ადამიანების დიდი ნაწილი უშვებს არის საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ბედნიერი მას შემდეგ იქნება, როცა რაღაც კონკრეტული მოხდება.

“ბედნიერი ვიქნები, როცა მექნება სიმდიდრე და ძალაუფლება” — ეს ფრაზა არ არის გზა ბედნიერებისკენ. სამაგიეროდ, შეუძლია უზრუნველყოს უკმაყოფილების შეგრძნება სიცოცხლის დიდი ნაწილის განმავლობაში.

“ბედნიერი ვიქნები, როცა სხვა უფროსი მეყოლება” — ამგვარი აზროვნება დაგეხმარებათ მთელი ცხოვრების განმავლობაში უიმედო და დაუფასებელი თანამშრომელი იყოთ ნებისმიერ ორგანიზაციაში.

ადამიანების უმეტესობას ყავს უფროსი, და ხშირად 12-იც კი — ორგანიზაციის სტრუქტურის მიხედვით. ეჭვგარეშეა, თქვენი უფროსი ახდენს გავლენას თქვენს ცხოვრებაზე, მაგრამ მას არ შეუძლია იქონიოს ზემოქმედება იმაზე, თუ რა ხდება თქვენს თავში; თუ რა თქმა უნდა თავად არ დაუშვებთ შეცდომას და მისცემთ მათ წვდომას თქვენს პირად სივრცეზე.

ხელმძღვანელს შეუძლია გაიძულოთ გვიანობამდე მუშაობა, ან 517 იდიოტურ კითხვაზე პასუხის გაცემა, ან კიდევ ისეთი დავალების შესრულება, რომელსაც მთლიანად “დაიბრალებს”. მაგრამ თქვენს უფროსს არ შეუძლია აკონტროლოს და შეზღუდოს თქვენი აზროვნება.

მხოლოდ თავად შეგიძიათ საკუთარი ფიქრების გაკონტროლება. რაც გსურთ, იმის მისაღწევად საჭიროა თავად იფიქროთ, რომ ეს უკვე გაქვთ. შესაძლოა ეს თქვენთვის სულელურად ჟღერდეს, რადგანაც ალბათ ვერ აცნობიერებთ, რომ სწორედ ასე დააღწია თავი წარმოუდგენელ ახირებებს უამრავმა ადამიანმა. ზუსტად ასე გახდა უცნობი მოკრივე — მსოფლიო ჩემპიონი. ზუსტად ამგვარად იღებს მთავარ როლს 13 წლის გოგონა ბროდვეის შოუში.

ყველა მსგავსი წარმატების უკან უამრავი ადამიანი დგას ვინც ვერ მიაღწია წარმატებას, მაგრამ მათ მოახერხეს დაეღწიათ თავი საკუთარი შექმნილი მარწუხებისგან ისე ფიქრითმ თითქოს უკვე ჰქონდათ ის,  რაზეც ოცნებობდნენ.

ამიტომ, თუ გსურთ თავად იყოთ საკუთარი თავის ნამდვილი უფროსი — იყავით! თავიდან შესაძლოა თქვენმა ახლანდელმა უფროსმა დაიჯეროს კიდეც, რომ ის მართავს თქვენს გადაწყვეტილებებს და ქმედებებს. თქვენ ის ხართ, ვინც გსურთ რომ იყოთ და ვინც გჯერათ, რომ ხართ.

თუ გსურთ ამაყობდეთ საკუთარი თავით  — იამაყეთ! შეგიძლიათ პირველად იმით იამაყოთ, რომ შეგიძიათ საკუთარი ფიქრების და განწყობის გაკონტროლება.

 

წყარო: Forbes

Comments

comments

Tags: , , , , , ,

Category: თვითგანვითარება, ფსიქოლოგია

Comments are closed.