როგორ გავყიდოთ? (ინფოგრაფიკა)

იყიდება ყველაფერი, მაგრამ ამასაც ცოდნა უნდა.

თუ სწორად მივუდგებით საქმეს, ბევრად უფრო ადვილად მოვახერხებთ ნებისმიერი რამის გაყიდვას და შესაძლოა საკუთარ მოლოდინსაც კი გადავაჭარბოთ.

სტარტაპების ევანგელისტად წოდებული ანნა ვიტალი გვთავაზობს მარტივ სქემას, რომელიც დაგვეხმარება გაყიდვის პროცესის გათავისებაში:

  • იმისათვის რომ გაყიდოთ, აუცილებელია მოიპოვოთ მყიდველის ნდობა;
  • მიეცით საუბრის საშუალება – გაყიდვა დიალოგია, და თუ თავად არ ფლობთ მოსმენის ხელოვნებას, ძალიან ცოტაა იმის შანსი რომ სხვას დიდხანს ექნება თქვენი მოსმენის სურვილი;
  • იყავით გამჭვირვალე – თქვენს და თქვენი პროდუქტის შესახებ ბუნდოვანების არსებობა მხოლოდ ხელს შეუშლის ნდობის გაღრმავებას;
  • ნუ გაყიდით ყინულს ჰიმალაიზე – აუცილებელია თქვენს პროდუქტში ფულის გადახდის სანაცვლოდ მყიდველი იღებდეს რამე ღირებულს;
  • იყავით ოპტიმისტები, და არა რეალისტები – თუ თავად არ განეწყობით ოპტიმისტურად და არ დასახავთ ისეთ მიზნებს რომლის მისაღწევადაც ბრძოლა მოგიწევთ, დიდი შანსია რომ თქვენი ბიზნესი ერთი და იგივე ადგილის ტკეპნას ვერ გაცდეს;
  • თუ ტელეფონის მეშვეობიც ცდილობთ გაყიდვას, ადექით ფეხზე და ისე ისაუბრეთ. როგორ ფიქრობთ, მოდუნებული ადამიანის პოზიციიდან რამდენად შეიძლება დაარწმუნო უცხო ადამიანი რამე იყიდოს თქვენსგან?
  • განმეორებით დაუკავშირდით იმდენ ადამიანს რამდენსაც, მოახერხებთ – იქნებ ახალი მეთოდების გამოყენებით შეძლოთ შეაცვლევინოთ აზრი…
  • მიეცით დრო გადაწყვეტილების მისაღებად;
  • გამოთვალეთ, რამდენი არა-ს გაგონება მოგიწევთ სანამ არ გეტყვიან კი-ს.

tumblr_n2a1sa1SDh1s6bw99o1_1280

Comments

comments

Tags: , , , , ,

Category: Infographics, გაყიდვები

Comments are closed.