როგორ ვისწავლოთ პოზიტივის შენარჩუნება რთულ სიტუაციებში

B27_MXPCAstrand01.jpg

ნებისმიერი ბიზნესმენისთვის გამოწვევის დაძლევა და მარცხთან გამკლავება ის აუცილებელი წინაპირობებია, რისი მრავალჯერ გადალახვაც უწევს წარმატების მიღწევამდე. ამ უნარის გამომუშავება შეგიძლიათ თქვენი ტვინის სწავლების გზით - შეინარჩუნოს პოზიტივი რთულ სიტუაციებში.

“ადამიანებს ახასიათებთ გაცნობიერებული სწრაფვა თავიანთი წარუმატებლობის და ზოგადად ნეგატიურობის მიმართ” – ამბობს მეთიუ დელა პორტა, პოზიტიური ფსიქოლოგიის და ორგანიზაციული კონსულტანტი. ადამიანის ტვინს ახასიათებს ნეგატიური ინფორმაციის  ძიება და სწრაფად დამახსოვრება.

რა თქმა უნდა, ეს მიდრეკილება ყოველთვის ცუდი არ არის. პრობლემური და წარუმატებელი სიტუაციების ამოცნობის უნარს შეუძლია უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებამდე მიგვიყვანოს. მაგრამ, ძალიან ხშირად საზღვრებს ვცდებით და საკუთარ თავს ვტანჯავთ განცდილი მარცხის გამო, ან მუდმივად ნეგატივში ვაგრძელებთ ცხოვრებას.

გაცნობიერებულად თუ გავამახვილებთ ყურადღებას პოზიტივზე, ამით ვიწყებთ ბალანსის შექმნას ნეგატივსა და პოზიტივს შორის.  საჭიროა მედიუმის ნახვა, რომელიც მოგვცვემს საშუალებას გავაანალიზოთ ჩვენი წარუმატებლობა და ახალი გამოწვევები; შევინარჩუნოთ მოტივაცია და პროდუქტიულობა, რაც აუცილებელია წარმატებისათვის.

How to Train Your Brain to Stay Positive

როგორ შევინარჩუნოთ პოზიტივი რთულ სიტუაციებში?

1. გამოხატეთ მადლიერება. უარყოფითი მოვლენები მძიმედ დაგაწვებათ, თუ გაცნობიერებულად არ განდევნით თქვენი გონებიდან. “როცა გამოწვევების წინაშე დგახართ, მნიშვნელოვანია დადებით მოვლენებზე გაამახვილოთ ყურადღება. ჯობს იმაზე იფიქროთ, რაც კარგი ხდება თქვენს ცხოვრებაში და ამგვარად დააბალანსოთ  თქვენი ტვინის მიდრეკილება უარყოფითისკენ. შესაბამისად, ტვინსაც მიეცემა დრო, აღიქვას და დაიმახსოვროს პოზიტიური მოვლენები.” – ამბობს დელა პორტა.

თუ გსურთ დაეხმაროთ თქვენს ტვინს პოზიტიური მოვლენების შენახვაში, გამონახეთ ცოტაოდენი დრო კვირაში ერთხელ და იფიქრეთ რის გამო ხართ მადლიერი და რატომ. ასევე შეგიძლიათ ძილის წინ გაიხსენოთ თუ რა მოხდა კარგი დღის განმავლობაში.

2. გაიმეორეთ დადებითი ფრაზები. ნებისმიერმა პოლიტიკოსმა და მარკეტერმა იცის, რომ რაც უფრო ხშირად გესმით მესიჯი, უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ დაიჯეროთ. იგივე ხდება მაშინ, როცა საკუთარ თავს ეუბნები თუ ვინ ხარ და რა შეგიძლია. დადებითი ფრაზების გამეორება გონებაში და საკუთარი თავისთვის ამის მტკიცება ყოველდღიურად, დაგეხმარებათ დააჯეროთ საკუთარი ტვინი ამ ფრაზების სისწორეში. “დროთა განმავლობაში აუცილებლად გაითავისებთ”- ამბობს დელა პორტა.

შეარჩიეთ ორი ან სამი ფრაზა, რომელიც წარმოადგენს თქვენს ღირებულებებს და მიზნებს (მაგალითად: “მე შემიძლია გავუმკლავდე ყველაფერს რაც მოხდება”, “ყოველდღიურად უკეთესი ვხდები”, “მიზანს აუცილებლად მივაღწევ”). ყოველდღე ამის გამეორება მოახდენს გავლენას თქვენს აღქმაზე უარყოფითი მოვლენების მიმართ, და დაგეხმარებათ მეტი სიმტკიცის მოპოვებაში. ეს განსაკუთრებით ეფექტურია, თუ თქვენ მიდრეკილი ხართ ნეგატიური ფიქრებისკენ.

3. დაამარცხეთ უარყოფითი ფიქრები. უარყოფითი მოვლენების დროს, ჩვენ ვწყვეტთ როგორ ვუპასუხოთ მათ. თუ დიდხანს შევინახავთ უარყოფით ფიქრებს გონებაში, მაშინ მათ დიდი ხნით დამკვიდრების უფლებას მივცემთ. ადამიანის ტვინი უფრო მნიშვნელოვნად და გაზვიადებულად აღიქვამს უარყოფით მოვლენებს, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან.   ამ მიდრეკილების დასამარცხებლად, დაიწყეთ უარყოფითი ფიქრების დამოუკიდებელ არსებებად წარმოდგენა; ისეთების, რომელთა განადგურებასაც შეძლებთ. “დაიმკვიდრეთ ახალი ჩვევა, რომელიც მოგცემთ საშუალებას  თავი შორს დაიჭიროთ უარყოფითი ფიქრებისგან, მათთან ერთად ცხოვრების ნაცვლად” – გვირჩევს დელა პორტა.

შემდეგ, შეცვალეთ თქვენი მიდგომა უარყოფითი მოვლენების მიმართ. მაგალითად, თუ თქვენი სტარტაპი არ ვითარდება ისე როგორც გეგმავდით, შესაძლოა გეფიქრათ “რა უიღბლო ვარ” ან “რა უტვინო ვარ”. ეს არ არის სიმართლე და არც დაადებითი გავლენის მომხდენი ფრაზაა თქვენს პროდუქტიულობაზე. უმჯობესი იქნება თუ სხვაგვარად შეხედავთ იგივე მოვლენას და იტყვით: “მართალია ბევრი ვიმუშავე, მაგრამ არ გამითვალისწინებია ბაზრის ტენდენციები. იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ახლა თავიდან ვცდი ახალი ინფორმაციის გათვალისწინებით.” ამგვარი ინტერპრეტაცია უფრო შეეფერება სინამდვილეს, პროაქტიულია და სასარგებლოა თქვენი მოტივაციის შენარჩუნებისთვისაც.

“თავიდან რთული იქნება ამ სტრატეგიის გამოყენება და იფიქრებთ კიდეც, რომ თქვენთვის ეს არ მუშაობს” – ამბობს დელა პორტა, “მაგრამ დროთა განმავლობაში თქვენს ქვეცნობიერში დამკვიდრდება და ავტომატურად შეგიმცირდებათ ნეგატიური ფიქრები.”

როგორ ფიქრობთ, შეძლებთ წარმატების მიღწევას, თუ მუდმივად აჯერებთ თქვენს თავს რომ ეს არ შეგიძლიათ და თქვენთვის ყველაფერი დამთავრდა? სცადეთ ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლება, და თუ ვერ მიაღწევთ დაპირებულ წარმატებას, წაგებული მაინც არ დარჩებით – კარგ ხასიათზე ყოფნა გარანტირებული გაქვთ. :)

წყარო: Entrepreneur

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , , , ,

Category: თვითგანვითარება, პროდუქტიულობა, ფსიქოლოგია, წიგნები

Comments are closed.