ემოციურად ინტელიგენტი ადამიანების 5 ჩვევა

n-EMOTIONAL-INTELLIGENCE-large570

ემოციური ინტელექტი წარმატების ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია – არა მხოლოდ რომანტიკულ ურთიერთობებში, არამედ ბიზნესშიც. ზუსტად იგივე წესები გამოიყენება ბიზნესში მიზნის მისაღწევად, რაც სიყვარულში. ქვემოთ მოყვანილია ხუთი ჩვევა, რომელსაც მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები იყენებენ წარმატების მისაღწევად სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც:

1. მიყევით ქმედებებს, და არა სიტყვებს.

როცა ახალი თანამშრომელი ამყავს, არ ვაქცევ ყურადღებას მის საუბარს შრომისმოყვარეობის და საიმედოობის შესახებ. სანაცვლოდ უფრო სანდო წყაროს ვეყრდნობი — როგორ მუშაობენ? რამდენად წარმატებულია მათი ქმედებები? რამდენად ეტევიან დაწესებულ ვადებში? რას აკეთებენ (და არა ამბობენ)? ბიზნესში და პირად საქმეებში, საუბარს ფასი არ აქვს.

2. შეამოწმეთ საკუთარი თავი.

ჩვენ ყველანი ემოციური ადამიანები ვართ და ხშირად ხდება უმნიშვნელო მოვლენების უფრო დიდ პრობლემებად გარდაქმნა. ემოციურად ინტელიგენტმა ადამიანებმა იციან როდის აიღონ პაუზა, სანამ  აღქმულ შეურაცხყოფას კოლოსალურ პრობლემად გადააქცევდნენ. შეხვედრისას ვინმემ საუბარი შეგაწყვეტინათ? ამაზე გაბრაზების ან შურისძიებაზე ფიქრის ნაცვლად გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა იმ ადამიანის გონება გადართულია პირად პრობლემებზე და სულაც არ გეგმავდა თქვენს წყენინებას. საკუთარი თავი საკმარისად მაღლა დააყენეთ იმისთვის რომ არ შეხვიდეთ კონფლიქტში და მისცეთ მათ დაფიქრების და საკუთარი საქციელის გაანალიზების დრო.  თქვენს რომანტიკულ და საქმიან ურთიერთობებში ერთი და იგივე წესები გამოიყენება. ყველას ქონია მძიმე დღეები და უსიამოვნო მოულოდნელობები. მხოლოდ იმიტომ, რომ პაემანზე თქვენი პარტნიორი არ არის ცეკვის ხასიათზე, სულაც არ ნიშნავს, რომ მას არ სურს თქვენთან ერთად დაინახონ. მიიღეთ მსგავსი ფაქტები მშვიდად, და აღარ დაუბრუნდეთ ამაზე ფიქრს.

3. გახსოვდეთ საბოლოო მიზანი. 

ისინი, ვინც აღწევენ წარმატებას ცხოვრებაში და ბიზნესში, ყოველთვის “დიდ სურათს” უყურებენ. ეს ნიშნავს ყოველდღიური წყენის და უსიამოვნების დავიწყებას, რომელსაც ისინი აწყდებიან ყოველდღიურად. როცა მუდამ გახსოვთ თქვენი საბოლოო მიზანი, ბევრად უფრო მარტივია პრეტენზიულ კლიენტთან მოლაპარაკება, წარმატებული და მომგებიანი კავშირების შექმნა და თქვენი ენერგიის ფოკუსირება ყველაზე მნიშვნელოვანზე — მიზანზე. ამგვარად თავიდან აირიდებთ თქვენი დროის და ენერგიის ხარჯვას ყოველდღიური უსიამოვნებების გაღრმავებასა და მოგვარებაზე. ასე ხდება პირად ურთიერთობებშიც. თუ თქვენთვის პრიორიტეტულია თქვენს მეუღლესთან ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნება, მაშინ ნაკლებად გაამახვილებთ ყურადღებას ისეთ უმნიშვნელო დეტალებზე, რასაც ბევრი ქორწინება ეწირება. უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც, როგორიცაა ბავშვების აღზრდა და თანხების განკარგვა, უფრო ადვილად შეთნხმებადი ხდება, როცა მეუღლეები კონცენტრირებული არიან მუდმივ თანაცხოვრებაზე. 

4. გათავისუფლდით ტოქსინებისგან.

წარმატებული ბიზნესი იკვებება დადებითი ენერგიით — და ნეგატიურ ადამიანებს შეუძლიათ ორგანიზაციის განადგურება. ემოციურად ინტელიგენტმა მეწარეებმა იციან, რომ მსოფლიოში საკმარისი პოზიტიური ადამიანია, და არ არის საჭიროება ძვირფასი დრო დახარჯონ ტოქსიკურების მართვაზე.  ზოგჯერ ყველაზე პროდუქტიული თანამშრომელიც კი შეიძლება ცუდი შედეგების მომტანი აღმოჩნდეს ორგანიზაციისთვის, თუკი ახასიათებთ მანიპულატორობა, ან მუდმივად უარყოფით განწყობას ავრცელებენ ოფისში. ემოციურად ინტელიგენტ ადამიანებს არ ახასიათებთ შემწყნარებლობა მატყუარა, ზედმეტად კრიტიკული ან ბევრი მავნე ჩვევის მქონე ადამიანების მიმართ. და ხშირად უკეთესიცაა, თუ ასეთებს ნაკლებ დროს დაუთმობთ თქვენს ცხოვრებაში. თუ ვინმე შეეცდება დაგაკომპლექსოთ და თქვენი თავდაჯერებულობა გააქროს, მოიკრიბეთ ძალა და გათავისუფლდით ასეთი ადამიანისგან.   

5. შეინარჩუნეთ კავშირები.

ურთიერთობის დასრულება სულაც არ ნიშნავს ხიდების დაწვის აუცილებლობას. თუნდაც ცუდ ნოტაზე დასრულდეს რომელიმე შეთანხმება, ემოციურად ინტელიგენტი ადამიანი ყველაფერს გააკეთებს პოზიტიური კავშირის შესანარჩუნებლად. თქვენ არასდროს იცით როდის გადაიკვეთება თქვენი გზები, ან როდის დაგჭირდებათ ის ადამიანი მომავალში. მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი ურთიერთობა არ გაგრძელდა, არაა სავალდებულო მტრებად დაშორდეთ ერთმანეთს. ძალიან ხშირად ურთიერთობები განსხვავებების ან გარემოებების გამო კი არ მთავრდება, არამედ — პირადი წყენის საფუძველზე. ამიტომ, აუცილებელია თქვენი მიზანი ემოციებზე მაღლა დააყენოთ, და თავიდან აირიდოთ ზედმეტი კონფლიქტური სიტუაციები.

წყარო: Business Insider

 

Comments

comments

Tags: , , , , , ,

Category: HR, ფსიქოლოგია

Comments are closed.