კრიზისული კომუნიკაცია: რა უნდა გავაკეთოთ კომპანიის იმიჯის შესანარჩუნებლად?!

 

krisenkommunikation-1200

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრიზისული სიტუაციები დაუგეგმავი მოვლენაა ნებისმიერი კომპანიისთვის, ასევე — ნამდვილი გამოცდა მენეჯერებისთვის. ამ დროს მენეჯერებს  გონივრული მოქმედება და საზოგადოებრივ სარბიელზე მუდმივი აქტივობა მართებთ.
უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა დაადგინოთ კრიზისის არსი და წარმოშობის მიზეზები. შეიძლება, პრობლემა იყოს ბუნებრივი ან განგებ გამოწვეული. ხშირად კი კრიზისის გამომწვევი ფაქტორები ამოუცნობია კომპანიის ხელმძღვანელთათვის. კრიზისული მართვის სამსახური მუდმივად უნდა მოქმედებდეს და არასოდეს გაწყვიტოს პრესასთან ურთიერთობა. ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით იმ სტრატეგიულ ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადადგათ კრიზისის მართვის დროს.

  • საზოგადოებას უნდა გააცნოთ იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც ზრუნავენ არსებულ პრობლემაზე;
  • უნდა გააცნობიეროთ, კრიზისის რომელ ფაზას შეეჩეხეთ და აუცილებლად შეიმუშავეთ სტრატეგია;
  • მნიშვნელოვანია, თუ რომელი ინფორმაციით დაიწყებთ მედიასთან ურთიერთობას;
  • მუდმივად განაახლეთ ინფორმაცია; ნებისმიერი სიახლე მიაწოდეთ  პასუხისმგებელ პირს;
  • მოაწყვეთ სპეციალური ოთახი, სადაც კრიზისული მართვის სამსახურის წარმომადგენლები მშვიდად იფიქრებენ და გადაწყვეტენ არსებულ პრობლემას.
  • კომპანიის მმართველებმა აუცილებლად უნდა გადაინაწილონ ფუნქციები: ვინ იმუშავებს პერსონალთან, პრესასთან, მთავრობასთან და ა. შ.;
  • აუცილებლად უნდა შეადგინოთ იმ მოქმედებების სია, რომელიც არ უნდა გახმაურდეს; ასევე ყურადღებით უნდა შეარჩიოთ მედია საშუალებები, რომლებთანაც აქტიურად ითანამშრომლებთ;
  • ასევე, გააკეთეთ ფორმალური პასუხების შაბლონები და მაქსიმალურად შეეცადეთ, ყველა კითხვაზე გქონდეთ შესაბამისი  წერილობითი პასუხი.

როდესაც კრიზისული პერიოდი უკვე კონტროლდება, აუცილებელია საზოგადოების ნდობის ხელახლა მოპოვება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მედია საშუალებების სწორად გამოყენება და ინფორმაციული ფაქტების გახმოვანება.

აუცილებლად უნდა გააკეთოთ!

  • მოემზადეთ ინტერვიუებისთვის;
  • გაახმოვანეთ ის სტრატეგიული ნაბიჯები, რომელიც გადადგით პრობლემის მოსაგვარებლად;
  • წინასწარ გაითვალისწინეთ ის კითხვები, რომელსაც ჟურნალისტები გკითხავენ და გქონდეთ მოკლე პასუხები;
  • აუცილებლად გაითვალისწინეთ დედლაინები;
  • უზრუნველყავით წერილობით ინფორმაცია.
  • იყავით პოზიტიურად განწყობილები ყველა იმ ფაქტის მიმართ, რომელმაც კრიზისი გამოიწვია;
  • ყოველთვის ჰკითხეთ ჟურნალისტს, დაგიკონკრეტონ, თუ რაიმე ვერ გაიგეთ!
  • შეასწორეთ არსებული დეზინფორმაცია;
  • იყავით ხელმისაწვდომი ყველასთვის.

რა არ უნდა გააკეთოთ!

  • არასოდეს დამალოთ ინფორმაცია და ფაქტები;
  • არასოდეს გაიმეროთ სიტყვები – ,,კრიზისი“და ,,პრობლემები“;
  • არ განაცხადოთ ისეთი რამ, რასაც მედია თქვენ წინააღმდეგ გამოიყენებს;
  • არასოდეს გამოიყენოთ ჟარგონი;
  • არასოდეს დატოვოთ უკომენტაროდ კითხვები, თქვით, რაც იცით;
  • არ გაბრაზდეთ;
  • არასოდეს მოსთხოვოთ ჟურნალისტს, შეწყვიტოს სტატიის (რეპორტაჟის) მომზადება.

თუ სწორად და დაფიქრებით იმოქმედებთ, თქვენი კომპანია გაუმკლავდება არსებულ პრობლემებს და დაიბრუნებს საზოგადოების ნდობას!

 

 

წყარო: Ivey Business Journal

Comments

comments

Tags: ,

Category: PR, მენეჯმენტი, სხვადასხვა

Comments are closed.