რას საქმიანობს დედამიწის მოსახლეობა
გაინტერესებთ რით არის დაკავებული დედამიწის მოსახლეობა? Funders and Founders-ის მიერ შედგენილი ჩარტის მიხედვით, მსოფლიოში დაახლოებით 430 მილიონი ადამიანია დაუსაქმებელი. მათ რიცხვს არ მიეკუთვნება 64 წელს გადაცილებული ადამიანები (577 მილიონი) და 15 წლამდე ასაკის ბავშვები (1.9 მილიარდი).
ყველაზე მეტი ადამიანი – 1.7 მილიარდი დასაქმებულია მომსახურების სფეროში. მეორე ადგილს სოფლის მეურნეობა იკავებს 1.4 მილიარდი დასაქმებულით, ხოლო მესამე ადგილზე ინდუსტრიული სექტორია, სადაც 800 მილიონი ადამიანი მუშაობს.
არანაკლებ შთამბეჭდავია თვითდასაქმებულთა რაოდენობა – როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში 400 მილიონზე მეტი მეწარმეა.
Comments
პოპულარული სტატიები
Category: Infographics, საინტერესო ფაქტები