Elevator Pitch – როგორ მივაღწიოთ წარმატებას 1 წუთში

კარგი და ამომწურავი ბიზნეს-გეგმა აუცილებელი კომპონენტია ნებისმიერი ბიზნესისათვის, მაგრამ ანალოგიურად კარგად დამუშავებული “elevator pitch”-ის გარეშე, შესაძლოა არ მიეცეს მეწარმეს თავისი ბიზნეს-გეგმის წარდგენის შანსი.

მიუხედავად იმისა, ინვესტორს ეძებთ, თუ უბრალოდ ცდილობთ დააინტერესოთ ადამიანები თქვენი ბიზნესით, წარმატება დამოკიდებულია თქვენს უნარზე – ერთ წუთზე ნაკლებ დროში დააინტერესოთ და აუხსნათ ადამიანებს რით არის თქვენი ბიზნესი უნიკალური. წარმატებულმა მეწარმეებმა და ბიზნეს პროფესიონალებმა გაგვიზიარეს თავისი გამოცდილება შესანიშნავი elevator pitch-ის დასაწერად და წარსადგენად.

1. ძლიერი დასაწყისი

“თქვენი წარმატების 80% დამოკიდებულია საუბრის დასაწყისზე. მომენტალურად უნდა შეძლოთ მსმენელის ინტერესის მოპოვება და მოანდომოთ უფრო მეტი გაიგონ. გააკეთეთ ეს სწორად, და იმედი ნამდვილად არ გაგიცრუვდებათ”  ბერტ მარტინესი, Bert Martinez Communications-ის დამაარსებელი და პრეზიდენტი.

2. იყავით საინტერესო, მაგრამ დამაჯერებელი

“მაშინ, როცა ინტერესის გამოწვევა წარმოადგენს თქვენს სამიზნეს, უნდა გახსოვდეთ რომ იყოთ დამაჯერებლები და რეალისტურები. თქვენი კომპანიის შესახებ სიცრუის მტკიცებას თუ დაიწყებთ, ადრე თუ გვიან აუცილებლად შეიტყობენ და თქვენი პატიოსნება ეჭვ ქვეშ დადგება” ედ სედერქუისტი, bistroMD-ის დამფუძნებელი და CEO.

3. განსაზღვრეთ პრიორიტეტები

“იყავით სპეციფიკურები, მაგრამ გამოიყენეთ მარტივი ენა იმ პრობლემის ასაღწერად, რომლის მოგვარებაშიც დაეხმარება ადამიანებს თქვენი პროდუქტი ან მომსახურება. თუ ის რამდენიმე პრობლემას გადაჭრის, მაშინ დაახარისხეთ ისინი პრიორიტეტის მიხედვით და ისაუბრეთ ყველაზე მნიშვნელოვანზე. დაასაბუთეთ, თუ რატომ უნდა დაგიჯერონ, რომ ამის გაკეთება ნამდვილად შეგიძლიათ და ასევე აღნიშნეთ ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტ სარგებელს ნახავენ თქვენი პროდუქტის არსებობით” ანდრეი მიხაილენკო, Targetprocess-ის ვიცე პრეზიდენტი, მარკეტინგი და გაყიდვები.

4. იცნობდეთ თქვენს აუდიტორიას

“Elevator pitch-ის შექმნისას, პირველ რიგში უნდა იფიქროთ იმაზე თუ ვისთან ერთად მოგიწევთ “ლიფტში ყოფნა”. წარმატებულად მხოლოდ მაშინ მოახერხებთ წარდგენას თუ გეცოდინებათ ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია. წარმართეთ საუბარი იმ ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი მსმენელისთვის” – ენდრიუ ქროს, Walker Sands Communications.

5. ყურადღება გაამახვილეთ მნიშვნელოვან საკითხებზე

“ერიდეთ უთხრათ თქვენს მსმენელს, რომ ‘რევოლუციური იდეა გაქვთ’. მსგავსი სიტყვები ავტომატურად უქრობს ინტერესს ინვესტორებს. ამის ნაცვლად შეეცადეთ ახსნათ რატომ ხართ თქვენ ის ადამიანი, ვისაც შეუძლია იდეის განხორციელება და რატომ გადაწყვიტეთ კონკრეტული პრობლემის გადაჭრა (თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით)”  იბონგ იკა, CPA და წიგნის ავტორი “Start Me Up!: The No-Business Plan Business Plan”.

6. შეინარჩუნეთ საუბრის მანერა 

“თქვენთვის მნიშვნელოვანია გამოირჩეოდეთ და შეძლოთ ადამიანების აღფრთოვანება. ნუ მოყვებით დაზეპირებულ მონოლოგს, როგორც ამას ფარმაცევტულ რეკლამაში აკეთებენ. მოსმენისას არ მინდა დამრჩეს შთაბეჭდილება რომ ჩემთვის რღაცის მოყიდვას ცდილობენ. უმჯობესია, თუ ამას საუბრის ფორმა ექნება. დაიწყეთ იმ პრობლემის აღწერით, რომლის გადაჭრასაც ცდილობთ, და ახსენით რატომ ვერ აღწევენ ამას არსებული ალტერნატივებით; შემდეგ მოკლედ ახსენით პრობლემის მოგვარების თქვენი გზა” – ჯონ ტორენსი, Whitman School of Management-ის ასოცირებული პროფესორი.

7. შექმენით კავშირი

“Elevator speech მნიშნვნელოვანი ინსტრუმენტია ნეთვორქინგისთვის. ის უნდა წარმოადგენდეს ზეპირ სავიზიტო ბარათს, რომელიც მსმენელს მოკლედ მოუთხრობს კომპანიის შესახებ და დააინტერესებს ახალ ნაცნობებს მეტი ინფორმაციის გასაგებად. პირველივე შესაძლებლობისას, გამოხატეთ ინტერესი თქვენია ხალი ნაცნობის მიმართ და შეეცადეთ მეტი დაიგოთ მის შესახებ. მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ ახალი სასარგებლო კავშირის გასამყარებლად”  – ჯუანა ჰარტ, J-Hart Communications-ის დამაარსებელი.

8. უამბეთ, არ მიყიდოთ

“არ აქვს მნიშვნელობა დაფინანსებას ეძებთ, პარტნიორების დაინტერესებას ცდილობთ, თუ ახალი კლიენტების მოზიდვას – თქვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადამიანების მოტივირებაა კონკრეტული ქმედებისთვის. ამისათვის, თქვენ მზად უნდა იყოთ დაუვიწყარი ამბის მოსაყოლად, რომელიც ჩაითრევს თქვენს აუდიტორიას” სიუ მაქგილი, JOLT-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

9. გააღეთ კარი საუბრის გასაგრძელებლად 

“თქვენი elevator pitch მხოლოდ კომპანიის მოკლედ წარდგენაა, ეს არ არის გაყიდვა, რომელიც იქვე უნდა დააგვირგვინოთ. დაასრულეთ ის თქვენი საუბრის მთავარი საკითხების შეჯამებით და შეთავაზეთ მსმენელს შემდგომში თქვენთან დაკავშირება. აუცილებელია თან იქონიოთ თქვენი სავიზიტო ბარათიც” — ალექს მემბრილო, Cardinal Web Solutions დამაარსებელი და CEO.

წყარო: Business News Daily

Comments

comments

Tags: , , , , , ,

Category: Start-up, ლიდერები

Comments (2)

Trackback URL | Comments RSS Feed

Sites That Link to this Post

  1. bogner daunen jacke damen | December 28, 2016
  2. betterscooter.com | December 28, 2016