ფიქრობთ რომ არ ხართ კრეატიული? – ცდებით!

“გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ მსოფლიო დაყოფილია კრეატიულ და არაკრეატიულ ადამიანებად, აბსოლუტური უაზრობაა” – აცხადებენ ძმები დევიდ და ტომ კელლი.

ძმებმა ცნობადობა მოიპოვეს გლობალური დიზაინისა და ინოვაციების კომპანია IDEO-ში შესრულებული სამუშაოებით. ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ წიგნში Creative Confidence, ისინი გვარწმუნებენ, რომ ადამიანები დაბადებიდანვე კრეატიულობისკენ არიან მიდრეკილნი.

“გაიხსენეთ ბაგა-ბაღი. ყველა ბავშვი საოცრად კრეატიულია” ამბობს დევიდი. “სამზარეულოში მე მაქვს ჩემი შვილის ნახატი, სადაც ოთხფეხა ქათამია გამოსახული და მე ვამაყობ ამ ნახატით. მაგრამ იმ დროისთვის, როცა ბავშები აღწევენ სკოლის ასაკს, მასწავლებლები ეუბნებიან რომ ასეთი ქათამი არ უნდა დახატონ, და ამგვარად ადამიანები ნელ-ნელა თავს ანებებენ კრეატიულად ფიქრს”.

teaser1_creative

ყველა ადამიანში არსებობს ეს უნარი, მაგრამ მის განვითარებაზე და გამოხატვაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის გარემო, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი. საკმარისია ფიქრებით გაცდეთ საზოგადოებაში დიდი ხნის გავრცელებულ სტერეოტიპებს, და აღმოაჩენთ, რომ თქვენი კრეატივი უსაზღვროა.

რა დაგვეხმარება კრეატიული მხარის გამოვლენაში? ამისთვის ძმები გამოყოფენ ორ მნიშვნელოვან მიდგომას:

იმისათვის, რომ იყოთ კრეატიულები, აუცილებელია გქონდეთ თანაგრძნობის უნარი.

“ვცადოთ გავიგოთ რას აფასებენ ადამიანები რეალურად, რა ჭირდებათ და რა არის მათთვის მნიშვნელოვანი” ამბობს დევიდი. “ამის შემდეგ  ჩვენ ავიღებთ ტექნიკურ და ბიზნეს რისკს იმისთვის რომ ჩვენი შექმნილი პროდუქტი მოერგოს მათ საჭიროებას. ჩვენ ამას ვეძახით საჭიროების პოვნას.”

ამ მიდგომის მთავარი გასაღები ადამიანების მიმართ ღრმა ემპათიის და თანაგრძნობის უნარის ქონაა – აღნიშნავს დევიდი.

ნუ შეგეშინდებათ იყოთ თავდაჯერებულები.

კრეატიული თავდაჯერებულება მაშინ ჩნდება, როცა აღარ გეშინიათ გამოხატოთ თქვენი გიჟური იდეები. მაგრამ ეგ შიში არ არის ადვილი დასაძლევი, რადგანაც ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები არიან მარცხის და უარყოფის მიმართ.

მაგრამ რა შეიძლება იყოს იმაზე მოსაწყენი და უარესი, ვიდრე ყველაფრის ისე წარმოსახვა და კეთება, როგორც სხვა გვკარნახობს ამას? თანაც, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ხშირად კრეატიული ადამიანების უარყოფის მიზეზი შურია. ამიტომ, იქნებ ნაკლები დრო დავუთმოთ იმაზე ფიქრს თუ რა რეაქცია ექნება საზოგადოებას ჩვენს კრეატიულობაზე, და ვიცხოვროთ ისე როგორც ჩვენს კრეატიულ წარმოსახვაში წარმოგვიდგენია.

წყარო: Inc. 

Comments

comments

Tags: , , , ,

Category: თვითგანვითარება, სხვადასხვა, ფსიქოლოგია

Comments are closed.