როგორ შევაფასოთ რამდენად კარგია ბიზნეს იდეა?

successful-business-ideasალბათ ხშირად გიფიქრიათ ნაწილობრივ განსაზღვრულ, მაგრამ ბუნდოვან  იდეაზე, რომელიც ერთ დღეს შეიძლება იქცეს რეალურ პროდუქტად ან მომსახურებად. მაგრამ როგორ უნდა მიხვდეთ რამდენად ღირებულია თქვენი იდეა?

მეთ როლანდსონი (პარტნიორი Ammunition-ში), რომელსაც უმუშავია დიზაინის სტრატეგიაზე* როგორც მცირე ზომის სტარტაპებთან, ასევე ისეთ დიდ ორგანიზაციებთან როგორიცაა Apple, Starbucks, Skype, Target და Square, ამბობს: “ჩვენ ვმუშაობთ ლიდერებთან ერთად და ვეხმარებით იმის გარკვევაში, თუ რომელი იდეის განხორციელება ღირს”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ეხმარება მეწარმეებს იმის განსაზღვრაში, თუ რა უნდა აკეთონ და რამდენად გონივრულია მათი ბიზნესის კონტექსტიდან გამომდინარე ამა თუ იმ პროდუქტის/სერვისის შექმნა.

“პროდუქტის/სერვისის დიზაინი წარმოადგენს ხანგრძლივი პროცესის ნაწილს, რომელიც მოიცავს: იმის გარკვევას თუ რა უნდა გაკეთდეს, იდეის კონცეპტუალიზაციას, განხორციელებას და ოპტიმიზირებას” – ამბობს რონალდსონი. ამიტომაც, ის სტარტაპებს ურჩევს იმთავითვე მიანიჭონ წამყვანი როლი პროდუქტის დიზაინერებს*.

მაგრამ, თუ ჯერჯერობით მხოლოდ საკუთარი თავისა და იდეის ანაბრად ხართ, არსებობს რამდენიმე კითხვა, რომელიც შეგიძლიათ დაუსვათ საკუთარ თავს და გასცეთ მათ პასუხები პროდუქტის დიზაინერის პოზიციიდან. ეს ან დაგეხმარებათ თქვენი იდეის უკეთ განსაზღვრაში, ან კიდევ შესაძლოა უარი გათქმევინოთ მის განხორციელებაზე. ქვემოთ გთავაზობთ კითხვებს, რომლებსაც მეთ რონალდსონი უსვამს თავის კლიენტებს ნებისმიერი პროექტის დაწყებამდე, იქნება ეს დიდი ორგანიზაცია თუ ახალი სტარტაპი.

1. რატომ მაინცდამაინც ეს? 

მეწარმეებს შეუძლიათ ისე დახარჯობ საკუთარი დრო, როგორც მოისურვებენ, ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ კონკრეტული პასუხი, თუ რატომ აირჩიეს დროის ხარჯვა ერთი კონკრეტული მიმართულებით. “ეს მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, ამის ცოდნა მთელ ბიზნესს და კონკრეტულ პროდუქტსა თუ სერვისს ანიჭებს ემოციურ დატვირთვას” ამბობს როლანდონი.

“თუ ლიდერი ერთ დღეს გადაწყვეტს იდეის განხორციელებას, რადგან ფიქრობს რომ ამით გააუმჯობესებს პროდუქტს და შესაბამისად დროთა განმავლობაში გაზრდის მოგებას, ეს ჭკვიანური ბიზნეს გადაწყვეტილებაა. მაგრამ ეს არ გვაძლევს საკმარისად საინტერესო საფუძველს იმის გასაკეთებლად, რაც რეალურად განიჭებს სიამოვნებას. შესაძლოა ზედმეტ გულახდილობად მოგეჩვენოთ, მაგრამ უმჯობესია თუ განსაზღვრავთ ნამდვილ ემოციურ მიზეზს, რაც საფუძვლად უდევს თქვენი ბიზნესის არსებობას.” მაგალითად: ჯანდაცვის სექტორში ბევრი სტარტაპის მისიის ემოციური მიზეზი აღმოცენდა საკუთარი თავის ან საყვარელი ადამიანების დახმარების საჭიროებიდან; სამზარეულო ნივთების კომპანიის Williams Sonoma-ს (Ammunition-ის ერთ ერთი კლიენტი) შემთხვევაში მიზეზი არის ადამიანების წახალისება სამზარეულოში მეტი დროის გასატარებლად. ეს კი ერთ-ერთი კარგი მოტივია იდეის განსახორციელებლად.

2. რა არ ექვემდებარება შეთანხმებას?

ეს კითხვა დაგეხმარებათ პირველადი გადაწყვეტილებების მიღებაში იმის შესახებ, თუ პროდუქტის/სერვისის რომელი მახასიათებლებია თქვენთვის აუცილებელი, და რომელია მიუღებელი. სხვაგვარად რომ დავსვათ ეს კითხვა: რომელ მახასიათებლებს ჩაეჭიდებოდით, მიუხედავად იმისა, რომ იცოდეთ მათი არჩევის შემთხვევაში დაისჯებოდით? 

ეს შეიძლება გამოგადგეთ სახელმძღვანელო სისტემად ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისას. რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რის გამო ღირს რისკზე წასვლა?

3. როგორი იქნება მსოფლიო, როცა თქვენი პროდუქტი/მომსახურება შეემატება?

რონალდსონი ამბობს, რომ არასდროს შეხვედრია ლიდერს, რომელსაც არ ნდომებია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. თუმცა, მომავლის ამ სცენის წარმოდგენა საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ პირველ რიგში შენ უნდა გქონდეს კარგად განსაზღვრული რის შეცვლას ცდილობ. და ეს არის მომდევნო შეკითხვაც.

4. ვისზე უნდა იზრუნოთ?

ვინ არიან ისინი, ვისთვისაც ცდილობთ განახორციელოთ თქვენი იდეა? როგორია მათი ყოველდღიური ცხოვრება? რა სირთულეებთან უწევთ შეჭიდება? რა გაუადვილებს მათ ცხოვრებას? რა აბედნიერებს მათ?

ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს ბიზნესში ყველა პოტენციური მონაწილის (რომელიც ჩაერთვება თქვენი იდეის ბიზნესად გადაქცევაში), მათ შორის თქვენი მომავალი მომხმარებლების პერსონიფიცირება. სხვაგვარად რთული იქნება თქვენი შექმნილი პროდუქტით/სერვისით გავლენა იქონიოთ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე და დაანახოთ თქვენი არსებობის საჭიროება.

5. რას წარმოადგენს თქვენი კომპანია? 

ეს არ არის ე.წ. elevator pitch (30 წამიანი მონოლოგი, რომელიც აღწერს ვინ ხართ თქვენ, რას აკეთებთ, და რა უპირატესობები გაქვთ). ეს არის თქვენი კომპანიის მოკლე განმარტება, რომელიც 2 წამში უნდა ჩაეტიოს.

ახლა შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ. :)

წყარო: Inc.

 * სიტყვა დიზაინი არ გულისხმობს მხოლოდ გარეგნულ მხარეს და მოიცავს პროდუქტის ან სერვისის შექმნის და განვითარების რამდენიმე ეტაპს.

Comments

comments

Tags: , , , , , , ,

Category: Start-up, თვითგანვითარება, ლიდერები

Comments are closed.