რომელ პროფესიებში შეხვდებით ყველაზე მეტ/ნაკლებ ფსიქოპათს?

პირველ რიგში, მოდით განვსაზღვროთ თუ რას ნიშნავს ფსიქოპათია. სხვადასხვა წყაროების თანახმად, ფსიქოპათია, იგივე სოციოპათია, წარმოადგენს პიროვნულ აშლილობას, რომელიც ხასიათდება ხანგრძლივი ანტისოციალური ქცევით, ემპათიისა და სინდისის ქენჯნის ნაკლებობით, გადაჭარბებულად უკომპლექსო და გამბედავი ქცევით.

ტერმინის მნიშვნელობა ხშირად იცვლება და ვრცლად გამოიყენება ფართო საზოგადოების მიერ და პოპ-კულტურაში (მაგ. იხილეთ ფილმი ამერიკელი ფსიქოპატი – American Psycho). მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ორგანიზაციები არ იძლევიან ფსიქოპათიის დიაგნოზის დასმის უფლებას, ეს შეფასება ფართოდ გამოიყენება სამართალდამცავი ორგანოების მიერ და დადგენილია, რომ დამნაშავეთა დიდი ნაწილი ფსიქოპათიით ხასიათდება. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა მიჩნეულია, რომ საშუალოდ, 100-დან 1 ადამიანი პოტენციური ფსიქოპატია.

კევინ დატონმა, თავის ახლადგამოქვეყნებულ წიგნში (The Widom of Psychopaths – ფსიქოპატების სიბრძნე ) გამოაქვეყნა თავისი კვლევების შედეგი და ჩამოაყალიბა იმ პროფესიების სია, რომელთა წარმომადგენლებს შორისაც ყველაზე მეტ და ნაკლებ ფსიქოპათს შევხვდებით.

 

ყველაზე მეტი ფსიქოპათი გვხვდება შემდეგ პროფესიებში:

jack1) CEO-ები (აღმასრულებელი დირექტორები)

2) იურისტები

3) მედია მუშაკები (ტელევიზია და რადიო)

4) გაყიდვების სპეციალისტები

5) ქირურგები

6) ჟურნალისტები

7) პოლიციელები

8) სამღვდელოების წარმომადგენლები

9) მზარეულები

10) სახელმწიფო მუშაკები

 

ხოლო ყველაზე ნაკლებ ფსიქოპათს შემდეგ პროფესიებში შეხვდებით:

Characteristics-Of-An-Intensive-Care-Nurse1) მომვლელები

2) ექთნები

3) თერაპევტები

4) ხელოსნები

5) სტილისტები

6) ქველმოქმედებაში მომუშავე ადამიანები

7) მასწავლებლები

8) მხატვრები

9) ექიმები

10) ბუღალტრები

 

ამ ჩამონათვალის გადახედვის შემდეგ, ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, “რატომ”?

თუ კიდევ ერთხელ დავუკვირდებით ორივე ჩამონათვალს, დავინახავთ, რომ იმ პროფესიების უმრავლესობა, სადაც ბევრი ფსიქოპათი გვხვდება, დიდი ძალაუფლების მოპოვების საშუალებას იძლევა და ხშირად მოითხოვს ცივი გონებით, ემოციებისგან თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ფსიქოპათებს იზიდავს და ადვილად გამოსდით. ხოლო მეორე ჩამონათვალში ძირითადად ისეთი პროფესიებია, რომლებიც მოითხოვენ ადამიანებთან კარგი ურთიერთობის დამყარებას, ემპათიისა და გაგების უნარის ქონას. ეს კი ფსიქოპათებისგან საკმაოდ შორს დგას.

 

Comments

comments

Tags: , , , ,

Category: კარიერა, ფსიქოლოგია

Comments are closed.