5 ნაბიჯი ეფექტური მარკეტინგული გეგმის შესაქმნელად

1
მაშინ, როცა თქვენი ბიზნეს გეგმა მოიცავს კომპანიის აქტივობების ყველა მხარეს, მარკეტინგული გეგმა დეტალებში უღრმავდება ამ ერთ კონკრეტულ ფუნქციას. მარკეტინგული სტრატეგიების დასახვისთვის მეწარმეები ხშირად დეტალურ მარკეტინგულ გეგმას წერენ, რომელშიც გამოკვეთილია მიზნები და კონკრეტული მიზნის მისაღწევად საჭირო ქმედებები.

ეფექტური მარკეტინგული გეგმის სტანდარტული კომპონენტები შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ ვის შეეკითხებით. ტიმ ბერრი,  Palo Alto Software Inc.-ის (ბიზნეს გეგმის შესაქმნელი პროგრამები) პრეზიდენტი გვირჩევს მარკეტინგის გეგმის დაწერის 5 ნაწილიან პროცესს, რომელიც დაგეხმარებათ ბიზნესის წარმატებისთვის დასახული მიზნების მიღწევაში.

ნაბიჯი 1: შიდა სიტუაციის ანალიზი.
წარმოიდგინეთ თქვენი კომპანია, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი თავისი პიროვნული თვისებებით და ინდივიდუალურობით. ამის გათვალისწინებით ჩამოწერეთ თქვენი ბიზნესის მიზნები და ძლიერი და სუსტი მხარეები. ყველაფერი დაწერეთ და ეცადეთ გრძელი სია გამოგივიდეთ.

შემდეგ ამოარჩიეთ პრიორიტეტები — თუ ეს სწორად გააკეთეთ, მაშინ არც ეს სია იქნება მოკლე და ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები წაშალეთ სიიდან. ეს პროცესი ხშირად ითხოვს მენეჯერების ჩართულობასაც. მაგალითად: შესაძლოა თქვენი მენეჯმენტი ფიქრობდეს, რომ კონსერვატიული ხარჯვა კომპანიის სუსტი მხარეა. თუ თქვენ არ ეთანხმებით, ესეც წაშალეთ სიიდან.

ნაბიჯი 2: გარე სიტუაციის ანალიზი.
შემდეგი სია, რომელიც უნდა შექმნათ, მოიცავს თქვენი ბიზნესის სამომავლო შესაძლებლობებს და საფრთხეებს. ორივე მათგანი განიხილეთ თქვენი ბიზნესის გარე ფაქტორებად, რომელთა გაკონტროლება არ შეგიძლიათ, მაგრამ მათი პროგნოზირება ნამდვილად უნდა სცადოთ. შესაძებლობები მოიცავს ახალ ბაზარს, ახალ პროდუქტს და თქვენი ბიზნესისთვის სასარგებლო ტენდენციებს. საფრთხეებში კი უნდა შეიყვანოთ გაზრდილი კონკურენცია და ტექნოლოგიური წინსვლა, რომელმაც შესაძლოა შეამციროს მოთხოვნა თქვენს პროდუქტზე.

ასევე შექმენით სია თქვენს მიერ მოგონილი ადამიანების ან ორგანიზაციების, რომლებიც გამოდგებიან თქვენთვის იდეალური მყიდველის ან სამიზნე სეგმენტის წარმომადგენლებად. შეგიძლიათ თითოეული მათგანი პერსონად წარმოიდგინოთ — მაგალითად: ბებია, რომელმაც პირველად გახსნა ელქტრონული ფოსტა, ან სტუდენტი, რომელმაც პირველი საკრედიტო ბარათი აიღო.

სიის დასრულების შემდეგ, წარმოიდგინეთ საკუთარი თავი თითოეული მათგანის ადგილზე (თქვენი იდეალური მყიდველები) და დაფიქრდით, თუ რომელ მედიას იყენებენ ისინი, ან როგორი გზავნილი შეძლებდა თქვენი შეთავაზების ეფექტურად კომუნიკაციას ყველაზე ეფექტურად. სამიზნე ბაზრის გაანალიზებისას გახსოვდეთ თქვენი ბიზნესის პიროვნული ინდივიდუალურობა (შიდა სიტუაციის ანალიზიდან).


ნაბიჯი 3: ყურადღება გაამახვილეთ სტრატეგიაზე. 

Steps to Create a Marketing Planუკვე დროა წინ დაილაგოთ შედგენილი სიები და ეძებოთ თქვენი ბიზნესის უნიკალური იდენტობის და სამიზნე სეგმენტის გადაკვეთის წერტილი. რისი ამოკლება შეიძლება თქვენი კომპანიის შეთავაზებებიდან, რადგანაც აღარ მიგაჩნიათ სტრატეგიულად?
შემდეგ ასევე იფიქრეთ რომელი სეგმენტი არ წარმოადგენს თქვენს სამიზნეს, რათა თავიდან აირიდოთ რესურსების უაზროდ ხარჯვა.

მაგალითად: თუ თქვენი სარესტორნო ბიზნესი ორიენტირებულია ჯანსაღ და ნატურალურ კვებაზე, უმჯობესი იქნება თუ თქვენს სამიზნე სეგმენტს მათგან შეარჩევთ, ვინც ზოგადად მწვანე მოძრაობით ინტერესდება, და არა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებიდან. ამგვარად, თქვენ ავტომატურად ამოაკლებთ სიიდან იმ ხალხს, ვინც ხშირად მიირთმევს სწრაფი კვების ობიექტებში და მათაც, ვინც ფასებზეა ორიენტირებული.

მესამე ნაბიჯის შედეგად თქვენ მიიღებთ შემდეგ სტრატეგიას: გაამახვილებთ ყურადღებას იმაზე, თუ რა აერთიანებს თქვენი კომპანიის იდენტობას თქვენთვის მიმზიდველ სამიზნე ბაზართან.

ნაბიჯი 4: დასახეთ გაზომვადი ქმედებები.
ჩაუღრმავდით გეგმას კონკრეტულ და გაზმოვად დეტალებამდე. თქვენს მარკეტინგულ სტრატეგიას თან უნდა ახლდეს პროგნოზები, სახარჯავი ბიუჯეტი, ყოველთვიური მონიტორინგი და სხვა არამატერიალური კრიტერიუმები, რომელიც მოგცემთ საშუალებას თვალი ადევნოთ პროგრესს. ეს შეიძლება იყოს ბაზრის წილის პროცენტული მაჩვენებელი, ჩატარებული პრეზენტაციების და განხორციელებული სატელეფონო საუბრების რაოდენობა, შემოთავაზებების, ბლოგ პოსტების და გვერდის მნახველების რიცხვი და ა.შ.

მიანდეთ მნიშვნელოვანი საკითხები/დავალებები თქვენი გუნდის წევრებს და გადაუნაწილეთ მათ პასუხისმგებლობა როგორც წარმატების, ასევე მარცხის შემთხვევაში.

ნაბიჯი 5: ხშირად გადახედეთ და შეასწორეთ.
თქვენი მარკეტინგული გეგმა უნდა იცვლებოდეს და ვითარდებოდეს თქვენს ბიზნესთან ერთად. ასევე აუცილებელია მისი ადაპტირება მუდმივად ცვალებად ბიზნეს გარემოსთან. ისიც ფაქტია, რომ გეგმის ყველა ნაწილი ვერ იმუშავებს ერთნაირად წარმატებულად. ამიტომ, ხშირად გადახედეთ და შეასწორეთ ნაკლებად წარმატებული ნაწილები იმის მიხედვით, თუ რა ახალ ცოდნას და გამოცდილებას მიიღებთ გეგმის განხორციელების პროცესში.

წყარო: Entrepreneur 

Comments

comments

Tags: , , , , , , , , ,

Category: მარკეტინგი

Comments are closed.