8 შეცდომა რომელსაც კომპანიის ლოგოს შექმნის დროს ვუშვებთ

fl1a
თუ გსურთ თქვენი ბრენდი გამოირჩეოდეს კონკურენტებისგან, აუცილებელია გქონდეთ დასამახსოვრებელი ლოგო.

რადგანაც, ლოგო ბრენდის განუყრელი კომპონენტია და ხშირად პირველი რამ, რასაც ხედავს მყიდველი, რეზონანსული ლოგოს შექმნა თქვენს პრიორიტეტად უნდა იქცეს. LogoGarden, ვებ-გვერდების და ლოგოს დიზაინის კომპანია ურჩევს ბიზნესებს შექმნან ისეთი ლოგო, რომელიც ასახავს ბრენდის იმიჯს, რომელიც შეესაბამება მათი მომხმარებლების მოლოდინს. 

ამ პროცესში დასახმარებლად, LogoGarden გვთავაზობს შეცდომების ჩამონათვალს, რომელთა დაშვებაც უნდა აიცილოთ თავიდან თქვენი ბიზნესისთვის ლოგოს შექმნის დროს.

  • სხვადასხვა ზომები: ნუ შექმნით ლოგოს, რომელიც კარგად მხოლოდ მაშინ გამოიყურება, როცა დიდი ზომითაა წარმოდგენილი. ლოგოს შექმნისას გადაამოწმეთ მისი ვიზუალი ყველა მასშტაბით, რადგან მისი გამოყენება ბევრი სხვადასხვა ზომით მოგიწევთ. 
  • ზედმეტი ეფექტების გამოყენება: ლოგოს შექმნისას სხვადასხვა ეფექტების, გარდამავალი ფერების და ჩრდილების გამოყენება შესაძლოა კარგად გამოიყურებოდეს ფურცელზე, მაგრამ არც ისე მარტივი იქნება მისი გადატანა სხვადასხვა მასალებზე. ლოგოს მარტივ დიზაინს კი შეუძლია თქვენთვის საქმის გაადვილება მომავალში.
  • დაუთმეთ საკმარისი დრო: არ აქვს მნიშვნელობა დიზაინერს ქირაობთ თუ თავად ქმნით ლოგოს, ამისთვის დაგეგმვა ადრიდანვე უნდა დაიწყოთ. ლოგოს შექმნა ხახვის გაფცქვნას გავს, თქვენ უნდა ჩააღწიოთ სიღრმეში და მიწვდეთ თქვენს მიზნობრივ აუდიტორიას. შეიძლება შესანიშნავი გემოვნება და ინოვაციური ხედავ გქონდეთ, მაგრამ ლოგოს დანიშნულება არ არის თქვენი კრეატივის წარმოჩენა, მისი ამოცანაა მიწვდეს თქვენს აუდიტორიას. გააკეთეთ ეს თავიდანვე სწორი დაგეგმვით და თუ არ გამოგივიდათ, ნუ შეგეშინდებათ თავიდან დაწყების.
  • ერიდეთ ქაოსს:  ლოგო უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი და შეეძლოს ბრენდის გზავნილის მომხმარებლამდე მიტანა. თუ შორიდან შეხედავთ თქვენს ლოგოს და საკუთარ თავს შეეკითხებით “ზედმეტი ხომ არ მომივიდა”, არსებობს შანსი რომ ასეც იყოს. გადახედეთ თქვენს არჩევანს ფონტებთან და გადაჭარბებულ ფერებთან მიმართებაში. ბევრი ფონტის, ფერის და სიტყვის გამოყენებას მხოლოდ ერთ შედეგამდე შეუძლია მიგიყვანოთ:  დაგაშოროთ თქვენს მიზნობრივ აუდიტორიას. შეარჩიეთ დიზაინი რომელიც ადვილად დასამახსოვრებელია, გამოირჩევა კონკურენტების ლოგოებისგან და უკავშირდება თქვენს ბრენდს.
  • ნუ მიბაძავთ კონკურენტებს: შესაძლოა ბევრი წარმატებული კონკურენტი გყავდეთ, მაგრამ რაც მათ ეხმარებათ წარმატებაში, შესაძლოა თქვენ არ გამოგადგეთ. ორიგინალობით უფრო მარტივია, რომ შეგამჩნიონ და დაგიმახსოვრონ. შექმენით ისეთი ლოგო, რომელიც კონკურენტებთან განთავსების შემთხვევაში გამოგარჩევთ მათგან. ამას შეიძლება უბრალოდ, რომელიმე ფერის არჩევით ან უკუღმა დაწერილი სიმბოლოთი მიაღწიოთ, მაგრამ ეფექტი სამუდამოდ იქონიოს. ორიგინალურობა განსხვავებულ სიმაღლეზე აგიყვანთ.
  • ნუ დაჯერდებით მხოლოდ ინიციალებს: ადამიანების დიდი ნაწილის პირველი რეაქცია ლოგოზე მუშაობისას, კომპანიის დასახელების ინიციალების გამოყენებაა. თქვენ შესაძოა ემოციური კავშირი გქონდეს კომპანიის სახელთან ან თქვენი სახელის ინიციალებთან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ იგივენაირად რეზონანსული იქნება თქვენი მიზნობრივი აუდიტორიისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ინიციალებიანი ლოგოს გაკეთება საკმაოდ მარტივია, ნუ დაჯერდებით თქვენს არჩევანს, თუნდაც საუკუნოვანი ტრადიციების მატარებელი იყოს, და შემატეთ რაღაც, რაც უფრო მეტს ეტყვის თქვენი ბრენდის შესახებ პოტენციურ მომხმარებლებს.
  • გაითვალისწინეთ სხვადასხვა მედია: როგორც უკვე ავღნიშნეთ, ხშირად ადამიანები ირჩევენ ისეთ ლოგოს, რომელიც კარგად გამოიყურება ფურცელზე და არ ითვალისწინებენ სხვადასხვა მედია საშუალებებს, სადაც უნდა განთავსდეს კომპანიის ლოგო. თქვენი ლოგო არ არის უბრალო სიმბოლო, რომელიც კომპანიის ვებ-გვერდზე უნდა განთავსდეს. საჭირო გახდება მისი დაბეჭდვა სხვადასხვა მასალებზე; მას ნახავენ სმარტფონებზე, ტაბლეტებზე და კიდევ ვინ იცის რა სიახლეები მოგველის. 
  • იფიქრეთ მომავალზე: შექმენით ლოგო ხანგრძლივი გამოყენებისთვის. მართალია შეგიძლიათ დროთა განმავლობაში ცვლილებები შეიტანოთ მასში (ასე იქცევა ბევრი წარმატებული კომპანია), მაგრამ ლოგოს დანახვისას  უნდა გიჩნდებოდეთ სურვილი მუდამ ამ ლოგომ წარმოადგინოს კომპანია, სანამ თქვენი ბრენდი იარსებებს.

წყარო: Business News Daily

 

Comments

comments

Tags: , ,

Category: მარკეტინგი

Comments are closed.