რატომ უნდა დაწეროთ თქვენი მიზნები?

Picture15

ბევრი გვსმენია მიზნების დასახვის მნიშვნელობაზე, მაგრამ ბევრ ჩვენგანს არ აქვს კონკრეტული და გაზომვადი მიზნები, რომლის მიღწევაზეც უნდა იმუშაოს. კიდევ უფრო ცოტა ადამიანს აქვს ჩამოწერილი თავისი მიზნები. ლევის ქეროლი ამბობს ” ნებისმიერი გზა მიგიყვანს სადღაც, თუკი არ იცი სად მიდიხარ”, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია მიზნები და როგორ შეგვიძლია გავხადოთ მათი მიღწევის გზები ეფექტური?

1979 წელს ჩატარდა კვლევა, რომელიც ითვალისწინებდა ჰარვარდის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულელების გამოკითხვას “ჰქონდათ თუ არა მკაფიოდ დასახული მიზნები ჩამოწერილი და დასახული გეგმები თუ როგორ აპირებდნენ მიზნების მიღწევას”. შედეგად, მხოლოდ 3%-ს აღმოაჩნდა მიზნები და გეგმები დაწერილი, 13%-ს გააჩნდა გეგმები მაგრამ არ გადაუტანიათ ფურცელზე, ხოლო 84%-ს საერთოდ არ აღმოაჩნდა მიზნები. 10 წლის შემდეგ იგივე ჯგუფი გამოკითხეს და გასაოცარი შედეგები მიიღეს:

გამოკითხულთა 13%, რომელსაც ჰქონდა მიზნები დასახული, მაგრამ არ დაუწერიათ ორჯერ მეტ შემოსავალს იღებდა ვიდრე ის 84%, რომელსაც არ დაუსახავთ მიზნები. ხოლო ის 3%, რომელსაც ჩამოწერილი ჰქონდა მიზნები, საშუალოდ 10-ჯერ მეტ შემოსავალს იღებდნენ ვიდრე დანარჩენი 97% ერთად! მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა წარმატების განმსაზღვრელ კრიტერიუმად მხოლოდ შემოსავალს იყენებდა, მაინც შესანიშნავი სამოტივაციო მაგალითია თუ რატომ არის კონკრეტული და გაზომვადი მიზნების დასახვა და დაწერა წარმატების საწინდარი.

იქნებ ღირდეს “გარისკოთ” და იფიქროთ მიზნების დასახვაზე არა მხოლოდ გონებაში, არამედ ფურცელზეც. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი წესი და რადგან მაინც უნდა დავხარჯოთ დრო, აჯობებს თუ ყველაფერს თანმიმდევრულად გავაკეთებთ.

set and reach goal conceptშექმენით მომავლის ხედვა

მიზნის დასახვის პირველი საფეხური იმის გარკვევაა თუ რა გსურთ. თუკი არ იცით რა გინდათ, შესაბამისად არ გეცოდინებათ რა უნდა გააკეთოთ მის მისაღწევად. ეს ყველაზე სახალისო ნაწილია, იმიტომ რომ შეგიძლიათ მთელი დრო ოცნებას დაუთმოთ. რა გსურთ რომ შექმნათ საკუთარი თავისთვის? როგორ გამოიყურება თქვენთვის იდეალური ცხოვრება? ნუ შეგეშინდებათ იფიქროთ ისეთ რამეზე, რაც ერთი შეხედვით მიუღწეველი ჩანს. დაუთმეთ 15 წუთი თქვენი ხედვის აღწერას. ჩაიწერეთ დეტალებიც, მაგალითად როგორია თქვენი ერთი დღე, სად ცხოვრობთ. ეცადეთ თქვენს წარმოსახვაში გააერთიანოთ ყველა შეგრძნება, რომელიც უფრო ეფექტურს გახდის თქვენს ხედვას. რას ხედავთ, რა გესმით, რის სურნელი და გემოს გრძნობთ თქვენი იდეალური დღის განმავლობაში?

smart goal setting conceptგახადეთ თქვენი ხედვა გაზომვადი

აიღეთ თქვენი ხედვა და გადააქციეთ კონკრეტული მიზნების სიად. თუ თქვენს იდეალურ სამყაროში საკუთარი თავისთვის მუშაობთ, ერთ-ერთი კონკრეტული მიზანი კომპანიის შექმნა უნდა იყოს. დათქვით თქვენი მიზნისთვის მიღწევადი დროის მონაკვეთი, ისევე როგორც სხვა კრიტერიუმები, რითიც შეაფასებთ საკუთარ პროგრესს. წარმატების მისაღწევად აუცილებელია თქვენი მიზნები იყოს შესაბამისობაში თქვენს ხედვასთან, რეალისტური და მიღწევადი შერჩეულ დროის მონაკვეთში.

დააწესეთ ნიშნულები

ჩვენი მიზნების დიდი ნაწილი მიიღწევა პატარა წარმატებებით, ხშირად წარმატებათა სერიით წლების განმავლობაში. დაყავით თქვენი მიზნები გეგმებად და პატარა აქტივობებად და გამოუყეთ თითოეულს რეალისტური დროის მონაკვეთი შესასრულებლად. განაგრძეთ მსხვილი გეგმების დანაწევრება მცირე ნაბიჯებად იქამდე, სანამ არ მიიღებთ შესასრულებლად მარტივ გეგმებს. ნიშნულები შესანიშნავი საშუალებაა თქვენი აქტივობის და პროგრესის გასაკონტროლებლად. ასევე აღმოაჩენთ რომ უფრო სწრაფი ან ნელი ტემპით მიიწევთ წინ ვიდრე გეგმავდით. ეს არ წარმოადგენს პრობლემას, ყოველთვის შეგიძლიათ მცირედი ცვლილებების შეტანა თქვენს გეგმებში და მოლოდინში.

იზეიმეთ თქვენი წარმატება

მიზნის დასახვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი წარმატების აღნიშვნაა. როგორ დააჯილდოვებთ საკუთარ თავს ყოველი ნიშნულის გადაკვეთაზე? როგორ იზეიმებთ როცა მიაღწევთ მიზანს?  მიზნების რეალიზებისკენ მოგზაურობისას, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ჩვენი ხედვა, რადგან მაშინაც კი თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა და მოულოდნელ დაბრკოლებებს გადავაწყდებით, იმის ცოდნა, თუ რისთვის დავიწყეთ ბრძოლა დაგვეხმარება მოტივაციის და მიზანდასახულობის შენარჩუნებაში წარმატებისთვის მუშაობის გასაგრძელებლად.

ახლა ის დროა გადაწყვიტთ თავის დამკვიდრება წარმატებულ ადამიანებს შორის და დაწეროთ თქვენი მიზნები. შექმენით სასურველი მომავლის ხედვა თქვენს წარმოსახვაში, გადააქციეთ ის გაზომვად მიზნებად, დასახეთ ნიშნულები და აღნიშნეთ თქვენი თითოეული წარმატება.

 

წყარო: Forbes

Comments

comments

Tags: , , , , , , ,

Category: თვითგანვითარება, ფული

Comments are closed.