როგორ მოვახდინოთ თანამშრომლების მოტივირება – მეცნიერულად დადასტურებული 4 მეთოდი

1

ბევრმა გახმაურებულმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ, მოტივაციის დონე კარიერული წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია. იგი უსწრებს ისეთ ფაქტორებსაც კი, როგორიცაა ინტელექტი, კვალიფიკაცია და ხელფასი. ანუ, მოტივირებული თანამშრომელი უფრო მეტს გააკეთებს კომპანიისთვის, ვიდრე თუნდაც ყველაზე გამჭრიახი, კვალიფიცრებული და მაღალ-ანაზღაურებადი თანამშრომელი, რომელსაც შედარებით დაბალი მოტივაციის დონე აქვს.

ერთ-ერთმა პოპულარულმა მეცნიერულ კვლევებზე დამყარებულმა ბლოგმა შეადგინა სია რომელიც შედგება 4 მარტივი რჩევისგან მოტივაციის ასამაღლებლად. ოთხივე რჩევა ფართომასშტაბიანი კვლევების საფუძველზეა გამყარებული:

1) ნუ მოისყიდით

ანაზღაურება მნიშვნელოვან როლს თამაშობს მუშაობის პროცესში, თუმცა იგი მეორე პლანს იკავებს დაინტერესების შემდეგ. თუ თანამშრომელს არ აინტერესებს საქმე, ანაზღაურება მას მხოლოდ მეტი ანაზღაურების მიღების მოტივაციას აძლევს. ეს მას და კომპანიას დიდ წარმატებას ვერ მოუტანს. პირველ რიგში მნიშვნელოვანია თანამშრომელს აინტერესებდეს თავისი საქმე.

ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ ეს პუნქტი უკვე საკმაოდ პოპულარულია, თუმცა ბევრ დამქირავებელს იგი სხვანაირად ესმის. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველოში ფართოდაა გავრცელებული დამქირაველბლების შემდეგი შეხედულება “თუ აინტერესებს ეს საქმე, დაბალ ხელფასზეც იმუშავებს”. ამის საპასუხოდ, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ თანამშრომელი, რომელიც ფინანსურად არ არის სტაბილური, ვერ იქნება კარგი მუშაკი რამდენად საინტერესო სამუშაოც არ უნდა ჰქონდეს. ფინანსური უკმარისობა ერთ-ერთ ყველაზე დამთრგუნველ პრობლემას წარმოადგენს და ამგვარი წნეხის ქვეშ მყოფი თანამშრომლები ვერ ახდენენ სამსახურში სათანადოდ კონცენტრირებას. აქედან გამომდინარე, თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ ისეთი ხელფასი, რომელიც მათ ფულთან დაკავშირებულ პრობლენებს მოუხსნის…ამის შემდეგ მუშაობის ხარისხის ასამაღლებლად, ინტერესი უნდა იქნეს გამოყენებული.

თუ პასუხი ანაზღაურებაში არ არის, მაშინ რაშია?

2) გააღვივეთ მათში ემოციები

ხშირად გაგვიგია ან წაგვიკითხავს, რომ ადამიანები მოტივირებულნი არიან შურისძიების გრძნობით, ეჭვიანობით, შიშით, ვნებით და ასე შემდეგ. ეს და სხვა გრძნობები, ადამიანებს არაჩვეულებრივ საქციელებზე უბიძგებენ. ფულადი ანაზღაურება არანაირ როლს არ თამაშობს მაშინ როდესაც, მაგალითად ჩვენთვის მიმზიდველ ადამიანზე ვატარებთ ფართომასშტაბიან კვლევას. ამაში ხელფასს რომ გვიხდიდნენ, ფინანსურ პრობლემებზე საუბარი საერთოდ არ გვექნებოდა მსგავს ბლოგებში. ასე რომ, დამქირავებლებს შემდეგი დასკვნის გამოტანა შეუძლიათ “თუ გინდათ თანამშრომლების მოტივირება, გააღვივეთ მათში ემოციები”. თუმცა ყველა ემოცია თანაბრად როდი იწვევს პროდუქტიულობის ზრდას. სამუშაო ადგილზე ყველაზე საჭირო ემოციას/გრძნობას შემდეგ პუნქტში განვიხილავთ.

3) გაამახვილეთ ყურადღება პროგრესზე

ჰარვარდის ლექტორის, ტერეზა ამაბილის კვლევის თანამხად არაფერია პროგრესზე უფრო დიდი მოტივატორი. მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ, ყველა პოზიტიური შეგრძნებიდან რაც თანამშრომელმა შეიძლება განიცადოს სამსახურში, სამუშაოში პროგრესის/წინსვლის განცდა ყველაზე ძლიერია, ხოლო ყველაზე დამთრგუნველი კი პროგრესის საწინააღმდეგო განცდა – უკუსვლა/რეგრესია. ამ კვლევის საფუძველზე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ მენეჯმენტის ფუნდამენტური პრინციპი: პროგრესის ფასილიტირება, ყველაზე ეფექტური ხერხია თანამშრომომლების მოტივაციის დონის ასამაღლებლად.

აქვე უნდა დავძინო, რომ დროის ერთსა და იმავე შუალედში, ბევრი მცირე წარმატება გაცილებით უფრო ბედნიერებს და თვით-დაჯერებულებს გვხდის ვიდრე ერთი-ორი დიდი წარმატება. დარწმუნებული ვარ, გამჭრიახი მენეჯერები შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ ამ დაკვირვებიდან.

ვთქვათ და გამოიწვიეთ თქვენს თანამშრომლებში ემოციები, დაანახეთ, რომ მათ მუშაობაში პროგრესს აქვს ადგილი, როგორ უნდა უზრუნველჰყოთ, რომ მოტივაციის დონე არ დაიკლებს?

4) შექმენით კულტი

რა თქმა უნდა არა პირდაპირი გაგებით. მაგრამ კულტების ფსიქოლოგიის გამოყენება ნამდვილად კარგი იდეაა. რა აერთიანებს კულტს? საერთო ხედვა, ისტორია, რწმენა. ჯიმ კოლინსი, თავის ბესტსელერში “Built to Last” აღწერს, რომ მის მიერ გამოკვლეულ ყველაზე წარმატებულ კომპანიებში “კულტის მსგავსი” ორგანიზაციული კულტურა სუფევს. ორგანიზაციები რომლებიც ახერხებენ საინტერესო კონტექსტის ჩამოყალიბებას იმის გარშემო თუ რას აკეთებენ, როგორც წესი ყველაზე დიდ წარმატებებს აღწევენ. თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ თუ “რატომ” აკეთებენ თავის სამუშაოს. მათ უნდა ესმოდეთ თუ როგორ ჯდება მათი პოზიცია თუ ფუნქციები დიდ სურათში.

 

მოდით შევაჯამოთ. თანამშრომლების მოტივაციის დონის ასამაღლებლად, ორგანიზაციული კვლევები შემდეგ 4 მარტივ ხერხს გვთავაზობენ:

1) არ მოისყიდოთ თანამშრომლებიmotivate-employees-work-harder-turchetti-open-forum-embed

2) გამოიწვიეთ მათში ემოციები

3) ყურადღება გაამახვილეთ პროგრესზე

4) ჩამოაყალიბეთ “კულტი” (უნიკალური ისტორიით)

გაითვალისწინეთ, რომ ეს მეთოდები არა მარტო სამსახურში, არამედ სხვაგანაც შეგიძლიათ გამოიყენოთ (მაგალითად ოჯახში, ნაცნობებში და ასე შემდეგ).

 

წყარო: BARKING UP THE WRONG TREE

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , ,

Category: HR, ლიდერები, მენეჯმენტი, ფსიქოლოგია

Comments are closed.