რისთვის სჭირდება PR ჩემს კომპანიას?


Finding-the-Right-PR-Firm

რატომ არის PR მნიშვნელოვანი ჩემი კომპანიისთვის?

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს კითხვა დღემდე აქტუალურია ბევრი დამწყები ბიზნესმენისთვის. Public Relations News-ის მიხედვით, “საზოგადოებასთან ურთიერთობა არის მენეჯმენტის ფუნქცია, რომელიც ახდენს საზოგადოების დამოკიდებულების შეფასებას,  გეგმავს და ახორციელებს პროგრამას, რომელიც მოიცავს აქტივობებს საზოგადოების მხრიდან კომპანიისთვის გაგებისა და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.”

PR წარმოადგენს ისეთი აქტივობების ერთობლიობას, როგორიცაა: რეპუტაციის მართვა, საჯარო პრეს-კონფერენციები, საზოგადოებასთან და ინვესტორებთან ურთიერთობა, შიდა და კრიზისული კომუნიკაციები, მედია ღონისძიებები და სხვადასხვა ტიპის არასაჯარო აქტივობები. კულისებს მიღმა PR-ის საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს, პრესრელიზის დაწერას, მედია კონტაქტების კოორდინირებას ღონისძიებისთვის, ლობირება სტატიის განსათავსებლად და ასე შემდეგ.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, PR არის სხვადასხვა გზით კომუნიკაცია თქვენს მიზნობრივ ბაზართან. საზოგადოებას შეიძლება ატყობინებდეთ ახალი პროდუქტის შესახებ, ავრცელებდეთ სიახლეებს თქვენი კომპანიის შესახებ ან აკეთებდეთ მნიშვნელოვან განცხადებებს. საზოგადოებას სურს კარგი ამბის მოსმენა. კარგი PR ნიშნავს კარგი ამბის მოყოლას. რაც უფრო საინტერესოა თქვენი ამბავი, მით უფრო ადვილად გიღებთ საზოგადოება და მით უფრო შედეგიანია თქვენი შრომა.

კარგია, როცა თქვენი გზავნილი საჯაროდ ვრცელდება და უფრო ბევრი ადამიანი იწყებს თქვენზე საუბარს. მაგრამ სინამდვილეში თქვენ ცდილობთ მიიქციოთ თქვენი პოტენციური კლიენტის, მომხმარებლის ან ინვესტორის ყურადღება. ერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს იმ ჯგუფთან კომუნიკაცია რომელზეც ცდილობთ გავლენის მოხდენას თქვენი კომპანიის და სამიზნე ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე.

PR-ის მთავარი არსი არის თქვენი კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ხმის მიწვდენა თქვენი პოტენციური მყიდველებისთვის. საზოგადოებასთან ურთიერთობა მარკეტინგის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია, მაგრამ მას მცირე დანახარჯებით შეუძლია იყოს ძალიან ეფექტური თქვენს სამიზნე ბაზარზე. PR ასევე განსაზღვრავს რეკლამის ეფექტურობას და მას შეუძლია საზოგადოების მტრული განწყობა, უნდობლობა, უინტერესობა გარდაქმნას ნდობად, კეთილგანწყობად და დაინტერესებად.

ასე რომ, კარგად დაფიქრდით – იქნებ თქვენც გჭირდებათ PR…

Comments

comments

Tags: , , , ,

Category: PR, მარკეტინგი

Comments are closed.