გაყიდვები – 5 მარტივი გზა მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად

article-new-thumbnail-ehow-images-a05-c2-up-stop-shopaholic-800x800
თუ ბიზნეს სამყაროში გადაწყვიტეთ თავის დამკვიდრება, სავარაუდოდ ცდილობთ მიიქციოთ მომხმარებლების ან პოტენციური კლიენტების ყურადღება და უბიძგოთ მათ კონკრეტული ქმედებისკენ: დაგირეკოთ, ეწვიონ თქვენს ვებ-გვერდს, ან გასინჯონ თქვენი პროდუქტი. მაგრამ  რა უნდა გააკეთოთ გაზრდილი კონკურენციის პირობებში რომ გამოირჩეოდეთ?

ტომ ჰეილი (Jellyvision Lab-ის კრეატიული დირექტორი) მიიჩნევს, რომ მომხმარებლებთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი 5 რჩევა:

1. ამოიღეთ ტექსტიდან რაც არ არის მნიშვნელოვანი.

აუცილებელია ყველა წინადადება იყო მარტივად გასაგები და ეფექტიანი. თუ შეგიძლიათ გამოტოვოთ ერთი სიტყვა, წინადადება ან აბზაცი, რომელიც არ არის მნიშნელოვანი იმისთვის რომ რაღაც გაიგოს ადამიანმა, გააკეთეთ ეს” -ამბობს ჰეილი.  მაგალითად, თუ თქვენ ყიდით ტოსტერს და ცდილობთ ახსნათ რით ჯობია თქვენი ტოსტერი სხვისას, მომხმარებელს სავარაუდოდ არ სურს თქვენი კომპანიის ისტორიის მოსმენა.

2. ჯერ ახსენით, შემდეგ დაასახელეთ. 

თუ ისეთ სფეროში მუშაობთ, სადაც სპეციალური ტერმინოლოგიის ან ჟარგონის გამოყენება გიწევთ, აუცილებლად განმარტეთ ტერმინი სანამ რამდენჯერმე მოიხსენიებდეთ, რადგან შესაძლოა ადამიანებმა არ იცოდნენ მათი მნიშვნელობა. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ სადაზღვევო კომპანია, მომხმარებელს გაგონილი ექნება სადაზღვევო პრემია და ფრანშიზა, მაგრამ შესაძლოა არ იცოდეს რა განსხვავებაა მათ შორის. თუ აუდიტორიისთვის არ არის გასაგები რაზე საუბრობთ, ისინი არ მოგისმენენ.

3. გამოიყენეთ მეტაფორები, როცა ეს შესაძლებელია.
ჰეილი მიიჩნევს, რომ მეტაფორების გამოყენებით მარტივად შეიძლება რთული კონცეფციის ახსნა მომხმარებლისთვის. მაგალითად თუ თქვენ ყიდით ბიზნესისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის სრულ კომპლექტს, მისი შედარება შეგიძლიათ ხალხმრავალი რესტორნისთვის პრობლემის გადაწყვეტას, სადაც შეფ-მზარეული ეფექტიანად მართავს თანამშრომლებს და ამავდროულად სავახშმოდ მისულ კლიენტებს უნარჩუნებს კმაყოფილების შეგრძნებას.

4. იყავით მხიარულები.
“იუმორი ჩვენი საქმიანობის ბირთვია” –  Jellyvision-მა აღმოაჩინა, რომ ადამიანები უფრო მეტს სწავლობენ და უფრო კარგად ამახსოვრდებით, თუ მათი გაცინება შეგიძლიათ. “ეს არ მოგიწოდებთ ანეგდოტების მოყოლისკენ, უბრალოდ უნდა იყოთ ჰუმანურები,  უშუალოები და წარმოსადეგები. არ აქვს მნიშვნელობა რას საქმიანობთ, ყოველთვის გახსოვდეთ რომ ერთ-ერთ თქვენნაირ ადამიანს ესაუბრებით” ამბობს ჰეილი.

5. მოყევით ამბავი თანმიმდევრულად. 
Storytelling-ის, იგივე თხრობითი პერფორმანსის დროს ადვილია მოვლენების თანმიმდევრობა აგერიოთ. თუმცა, მომხმარებელთან საუბრის დროს მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ნამდვილი ცხოვრებისეული კონტექსტი, რათა უფრო ადვილად გასაგები იყოს მათთვის განკუთვნილი გზავნილი.

წყარო: Entrepreneur 

Comments

comments

Tags: , , , , ,

Category: PR, გაყიდვები, რეკლამა

Comments are closed.