სოციალური მედიის და სმარტფონების გამოყენება: ქალები vs. მამაკაცები (ინფოგრაფიკა)

გავრცელებული აზრი – “მამაკაცები  მარსიდან არიან, ხოლო ქალები – ვენერადან” – არ შემოიფარგლება მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობებით. როგორც ჩანს, გენდერული სხვაობა კიდევ სამ ძირითად ასპექტში იჩენს თავს: პირადი და საქმიანი ურთიერთობები, ინფორმაციის და გართობის მოთხოვნა, და სამომხმარებლო ქცევა. ამ პარამეტრებზე დაყრდნობით Finance Online-მა მოამზადა ინფოგრამა, რომელიც დეტალურად გვაჩვენებს განსხვავებას მამაკაცებსა და ქალებს შორის სოციალური მედიის და სმარტფონების გამოყენების სიხშირესა და დანიშნულებაში.

ჩვენდა გასაოცრად აღმოჩნდა, რომ ქალები უფრო ხშირად უცლიან გვერდს ფასიან რეკლამას ვიდრე მამაკაცები. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ქალები უფრო მეტს ყურადღებას უთმობენ თავიანთ სოციალურ წრეებს და  რეკლამები მათთვის მხოლოდ ზედმეტი ინფორმაციაა. მამაკაცები სოციალურ მედიას ბიზნესისთვის უფრო ხშირად იყენებენ ვიდრე ქალები, თუმცა ქალები თავიანთ სმარტფონებს მამაკაცებთან შედარებით უფრო მრავალმხრივი დანიშნულებით იყენებენ. ქალები ასევე დომინირებენ სმარტფონის ყველაზე პოპულარული ფუნქციების გამოყენებაში: ვებსაიტებზე შესვლა, აპლიკაციების გადმოწერა, თამაში, ფოტოების გადაღება, მესიჯების და მეილების გაგზავნა.

იხილეთ ქვემოთ მოყვანილი ინფოგრაფიკა და შეადარეთ როგორ განსხვავდებიან სოციალურ მედიაში მამაკაცები და ქალები.

1396456806-smartphone-social-media-usage-men-vs-women-infographic

Comments

comments

Tags: , , , , , , , , ,

Category: Infographics, PR

Comments are closed.