როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

1396374537-how-name-business-hero

ბიზნესს იწყებთ და გიჭირთ კომპანიისთვის სახელის შერჩევა? გადაწყვეტილების მიღება არც ისე მარტივია, რადგან სახელი ბიზნესის საერთო იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპანიის სახელი არა მარტო ასახავს თუ ვინ ხართ თქვენ, არამედ მრავალჯერ მოხდება მისი გამოყენება ყველა მარკეტინგულ საშუალებაში და შესაბამისად უნდა ეცადოთ რომ თქვენი გადაწყვეტილება იყოს მაქსიმალურად ოპტიმალური.

ქვემოთ ჩამოთვლილია სახელის შერჩევის ტენდენციები და ის ბიზნესები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს მათი გამოყენებით.

1. ნამდვილი სიტყვები
Yahoo, Apple, indeed, Amazon და Twitter – ყველა მათგანს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ასეთ სახელებს ხშირად ძალიან ცოტა აკავშირებთ კომპანიის საქმიანობასთან.

პლიუსი: საკმაოდ ადვილი მოსაფიქრებელია და შესაძლოა ძალიან ეფექტური გამოდგეს საზოგადოების მხრიდან ინტერესის გასაღვივებლად. 

მინუსი: ზედმეტად აბსტრაქტული სახელის შერჩევას დაბნეულობის გამოწვევა შეუძლია. არასწორად შერჩეულ “შემთხვევით” სიტყვას შეუძლია დათვური სამსახური გაუწიოს თქვენი ბიზნესის ცნობადობას. ასევე ძნელია იპოვო ისეთი სიტყვის URL რომელიც უკვე არ არის დარეგისტრირებული. არ გჯერათ? თავად შეამოწმეთ.

2. შეცდომით დაწერილი სიტყვები
რა თქმა უნდა თქვენ იცით მართლწერის წესები, მაგრამ ფონეტიკის გამოყენება შესაძლოა უფრო მომგებიანი აღმოჩნდეს თქვენი კომპანიისთვის ვიდრე გრამატიკის. მაგალითი: Tumblr (Tumbler), del.icio.us (delicious), Digg (dig), flickr (flicker) და Google (Gogol).

პლიუსი: ასეთი სახელები არამარტო გამოგარჩევთ სხვა უამრავ კომპანიას შორის, არამედ ასევე გაგიადვილებთ ვებ-გვერდის დარეგისტრირებას.

მინუსი: შეცდომით დაწერილმა სიტყვამ შეიძლება დაბნეულობა გამოიწვიოს და ხშირად რთული დასამახსოვრებელიცაა, რის გამოც შეიძლება პოტენციურ კლიენტს გაუჭირდეს თქვენი კომპანიის პოვნა ინტერნეტის მეშვეობით.

3. ორი სიტყვის გაერთიანება
უამრავი ახალი კომპანია ირჩევს ამ მიმართულებას, მათ შორის: Birchbox, Skillshare, Crowdtilt and JackThreads. იქნებ Facebook-ის წარმატებაში წვლილი სახელსაც მიუძღოდეს?

პლიუსი: თითქმის შეუზღუდავი არჩევანი გაქვთ იმ ორი სიტყვის შესაერთებლად, რომლებმაც გსურთ რომ წარმოადგინონ თქვენი კომპანია. და კიდევ ერთხელ, თუ გავითვალისწინებთ რომ რამდენად ცოტა URL არის თავისუფალი ვებ გვერდისთვის, სახელის ამგვარი არჩევანი დაგეხმარებათ ამ გამოწვევის დაძლევაშიც.

მინუსი: რთულია ბევრი უარყოფითი მხარის პოვნა. თუმცა შესაძლებელია გადამლაშება მოგივიდეთ, ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე სიტყვების შერჩევისას.

4.  ინიციალები და აკრონიმები 
IBM (International Business Machines), AOL (America Online) and TBS (Turner Broadcast System) და მრავალი სხვა ცნობილი აკრონიმი შეიძლება გაგახსენდეთ რამდენიმე წამში. ბოლო ინფორმაციით The Wall Street Journal-იც კი გეგმავს გრძელი სახელის ინიციალებით ჩანაცვლებას – “WSJ.”

პლიუსი: თუკი გრძელი, მრავალსიტყვიანი ფრაზა წარმოადგენს ყველაზე კარგად თქვენს ბიზნესს, მაშინ აკრონიმის გამოყენება საკმაოდ ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება ბიზნეს პარტნიორებისა და კლიენტებისთვის სახელის მარტივად წარმოსათქმელად და დასამახსოვრებლად.

მინუსი: მ.ო.ს.ა.წ.ყ.ე.ნ.ი.ა. ბიზნესების დიდი ნაწილი არჩევანს აკეთებს 3 ასოიან აკრონიმზე. თქვენი შერჩეული აკრონიმით ვებგვერდის (რომელიც com-ზე მთავრდება) დარეგისტრირება შეუძებელია. ყველა URL დაკავებულია, ამიტომ სავარაუდოდ ძალიან დიდი თანხის გადახდა მოგიწევთ მის შესაძენად.

5. გამოგონილი სიტყვები
Skype, Hulu, Zynga… მსგავსი უაზრო სიტყვებიც შეიძლება იყოს სახალისო. და თუ თქვენ მიაღწევთ წარმატებას, ამ გზით შერჩეული სახელით თავიდან აირიდებთ სადმე გადაეყაროთ თქვენს მსგავს სავაჭრო მარკას.

პლიუსი: ასე არაფრისგან სახელის გამოგონებისთვის ძალიან დიდი კრეატივია საჭირო. თუ სწორად მიუდგებით საქმეს, გამოგონილი სახელი შეიძლება ძალიან დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული გამოგივიდეთ.

მინუსი: სახელის გამოგონებას შეიძლება რამდენიმე უარყოფითი მხარეც ქონდეს, მათ შორისაა უაზრო სიტყვები, რამაც შეიძლება ხშირად გაუგებრობამდე და დაბნეულობამდე მიგიყვანოთ. თუ სახელი ზედმეტად აბსტრაქტული გამოდგა, ის შეიძლება ადვილად დაივიწყონ, ან კიდევ უარესი – სისულელედ მიიჩნიონ.

 

წყარო: Entrepreneur

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , ,

Category: Start-up, მარკეტინგი

Comments are closed.