7 მიზეზი პროდუქტის ჟურნალებში რეკლამირებისთვის

Magazine-Advertisements-621x325

გინდათ გაიგოთ 7 ყველაზე მყარი მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ ბეჭდური მედია?

ძალა– მოდი ასე დავარქვათ, რომ რეალურად დავინახოთ, რისი გაკეთება შეუძლია პრინტმედიას. საქართველოში პრიალა ჟურნალების მიმართ არ არის გარკვეული და ჩამოყალიბებული შეხედულება. ხშირად,  გავრცელებული სკეპტიკური დამოკიდებულება ხელს უშლის ჟურნალების კულტურის დამკვიდრებას.

ქვემოთ ჩამოთვლილია 7 არგუმენტი, თუ რა სარგებლობის მომტანია კომპანიისთვის პოპულარულ ჟურნალებში რეკლამის განთავსება:

  • წვდომა –  ევროპაში არსებული გამოცემების რაოდენობა (დაახლოებით 50 000) მიუთითებს იმაზე, რომ ჟურნალები მედიის ერთ–ერთი ყველაზე ზუსტად გადანაწილებადი ფორმაა. საშუალოდ ადამიანები კვირის განმავლობაში 88 წუთს უთმობენ ჟურნალის კითხვას, ანუ გამოდის, რომ თქვენი პროდუქტის რეკლამა ამ ფორმით მომხმარებელთან ყველაზე დიდ დროს ატარებს.

  • მიზანი – ჟურნელების მეშვეობით შესაძლებელია ფოკუსირება სასურველ სეგმენტზე.  მკითხველი ყოველთვის ლოიალურია. ზრდასრული ადამიანების ნახევარზე მეტი საშუალოდ ერთ ჟურნალს მაინც კითხულობს (NRS, UK, Dec 2008)  რითიც კომპანიებს ეძლევათ საშუალება, ჟურნალის მეშვეობით ყოველ კვირა ან ყოველ თვე დაუკავშირდნენ მკითხველებს.

  • ფოკუსი – ჟურნალების კითხვით ადამიანები იღებენ ინფორმაციას, უყალიბდებათ გემოვნება. კომპანიას  აქვს შესაძლებლობა აირჩიოს დრო ან მუდმივ რეჟიმში მთლიანად მოიცვას ჟურნალის კონტენტი. განსხვავებით გარე და ციფრული რეკლამებისგან, აქ არ არსებობს შეტყობინებების შეჯიბრი, აქ ნებისმიერი გზავნილი მიდის მკითხველამდე და ღრმად რჩება გონებაში.

  • შთაგონება – დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მოსახლეობა საკმაოდ ლოიალურად არის განწყობილი ჟურნალების მიმართ, და მოიხსენიებენ როგორც ნამდვილ მეგობარს და შთაგონების წყაროს. საყვარელ ჟურნალში განთავსებული პროდუქტის მიმართ ავტომტურად ნდობით განეწყობა მკითხველთა დიდი ნაწილი.

  • ინტეგრაცია – მკითხველის უმრავლესობა ყოველთვის რეაგირებს ჟურნალებში განთავსებულ რეკლამებზე (იმახსოვრებს, ყიდულობს). ჟურნალში რეკლამირება პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს. თუ პრინტ მედიას დაუმატებთ სხვა სარეკლამო საშუალებებსაც ეს აუცილებლად გამოიწვევს ბრენდის ცნობადობის გაზრდასა და ასევე გაყიდვების 50%–მდე მომატებას (Marketing Evolution, 2004).

  • ცნობადობის გაზრდა – ბრიტანეთში Millward Brown-ის კვლევებმა აჩვენა რომ ტელევიზიისა და ჟურნალების საშუალებით ბრენდის ცნობადობის გაზრდის ინდექსი თანაბარია. რადგან ჟურნალებში რეკლამა ტელევიზიასთან შედარებით უფრო იაფია, გამოდის რომ ჟურნალი უფრო  ეფექტური ყოფილა.

  • ეფექტურობა –  ბრიტანული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ჟურნალებში რეკლამების განთავსებისას გადახდილი ყოველი 1 ფუნტი უკან  0.79–ით გაზრდილი ბრუნდება. ასევე 11.6%–ით იზრდება პროდუქტის გაყიდვები (UK’s PPA in 2008) .

 

რეალურად ჟურნალის ეფექტურობა მაღალია. ის ქმნის იმიჯსა და პრესტიჯს. როცა ადამიანი კითხულობს მუდმივად ერთსა და იმავე ჟურნალს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ნდობის ფაქტორი მაღალია და რეკლამის დამკვეთ კომპანიას აღარ სჭირდება ზედმეტი ხარჯები ადამიანების ნდობის მოსაპოვებლად, რადგან კონკრეტული სეგმენტის ნდობა უკვე აქვს.

 წყარო: http://www.printpower.eu

 

Comments

comments

Tags: , , , ,

Category: რეკლამა

Comments are closed.