როგორ აისახება ორგანიზმზე სხვადასხვა ემოცია?

Wondering where you feel emotions in your body These heat maps will shed light on the subject

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოს ბევრი მეცნიერი და მკვლევარი შეისწავლიდა თუ როგორ შეუძლია ადამიანის ემოციურ მდგომარეობას და ჩვენი სხეულის ენერგეტიკას იმოქმედოს ჯანმრთელობაზე ან დაავადებაზე. ჩვენი ემოციური ურთიერთკავშირი სხვებთან და საკუთარ თავთან უფრო მეტად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, ვიდრე ნებისმიერი ვარჯიში, მკურნალობა, ან საკვები.
ფიზიოლოგიური შეგრძნებები, რასაც ჩვენ განვიცდით იმის მიხედვით გაბრაზებულები ვართ, შეშინებულები თუ ბედნიერები, სხვეულის სხვადასხვა ნაწილშია განლაგებული. ყველაზე მარტივი ემოცია, რომელიც ყველა ჩვენგანს შეუგრძვნია არის სირცხვილი — ის გამოიხატება ლოყების გავარდისფერებით და ყურების წამოწითლებით და სიმხურვალით. ეს გვიჩვენებს, რომ სირცხვილისგან მიღებული ენერგია პირდაპირ უკავშირდება სახის კუნთებს.

ყველა სახის ემოცია უნიკალური ენერგიის და სხვადასხვა სიხშირის ვიბრაციის გამტარია ორგანიზმში. ყველა უჯრედი, მემბრანა, ქსოვილი, კუნთი თუ ორგანო სხვადასხვაგვარად ვიბრირებს და ყველა მათგანზე გავლენას ჩვენი ემოციები ახდენენ.

მოცემული სხეულის რუკა გვიჩვენებს ენერგიის გამოსვლის ზუსტ ლოკაციას, იმის მიხედვით თუ რა ემოციას განვიცდით მოცემულ მომენტში.  სურათზეც ჩანს და თავადაც მიხვდებოდით გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ ბედნიერება ყველაზე ძლიერი ემოციაა და ის მთელ სხეულს მოიცავს. თუმცა, როგორც კვლევებმა აჩვენეს, ბედნიერების შესაბამისი ენერგიის გამოსხივება სახიდან და გულმკერდიდან ხდება.

ბედნიერების შემდეგ ყველაზე ძლიერი განცდა სიყვარულია. როგორც სურათზე ხედავთ, სიყვარულის დროს სხეულის სამი ნაწილი აქტიურდება განსაკუთრებულად: სახე, გულმკერდი და მუცლის ღრუს ქვედა ნაწილი, რაც უკავშირდება “პეპლების” შეგრძნებას მუცელში. სიყვარულის გარდა ზიზღის დროსაც იგივე ნაწილები აქტიურდება, თუმცა, სხვაგვარი ენერგეტიკით ივსება. ბრაზის დროს აქტიურდება სახის ქვედა ნაწილი, ყელი, და ხელები.

სხეულის რუკა გვიჩვენებს იმ ადგილებს, რომლებიც აქვეითებს ან აძლიერებს მგრძნობელობის ინტენსივობას სხვადასხვა ემოციის განცდისას. თუმცა, აქვე ჩანს, რომ დეპრესიის დროს მიღებული ემოციები ამცირებენ მგრძნობელობით აქტივობებს ხელებსა და ფეხებში.

 

წყარო: Thinking Humanity

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , ,

Category: ფსიქოლოგია

Comments are closed.