10 ნიშანი, რომელიც მიგვითითებს, რომ დროა ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ

Time for Change clock

ცხოვრებაში არსებობს კატალიზატორი (ან კატალოზატორები), რომელიც ადამიანს ცხოვრების შეცვლისკენ უბიძგებს. საუბედუროდ, ამ ნიშნებთან ერთად თანაცხოვრება დიდ ხანს შეიძლება, მანამ, სანამ შევამჩევდეთ თუ რისი თქმა უნდათ მათ ჩვენთვის. იმისათვის, რომ ზუსტად გავიგოთ, თუ რა ხდება ჩვენს ცხოვრებაში, აუცილებელია პირველ რიგში გავაცნობიეროთ, თუ როგორ ვგრძნობთ თავს. თუ ჩვენ ვართ შეშფოთებულები, უკმაყოფილოები ან უბრალოდ რამეზე ან ვინმეზე გაბრაზებულები, ეს შეიძლება აღვიქვათ როგორც ნიშანი, რომ დრო მოვიდა რაღაც ახალი ვცადოთ.

აი ათი ნიშანი, რაც გკარნახობთ, რომ დროა ცხოვრება შეცვალოთ:

  1. საშინლად გეშინიათ იმაზე მეტი მუშაობა არ მოგიწიოთ, ვიდრე გევალებათ.

თქვენი დღის და კვირის ძირითად ნაწილს ატარებთ სამსახურში, სწორედ ამიტომაც დილით გაღვიძებისთანავე თავს საშინლად გრძნობთ და მაშინაც, როდესაც უქმეები დასასრულს უახლოვდება. ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს. გამოყავით დრო, რათა კარგად დაფიქრდეთ თუ რა არის თქვენს სამსახურში ისეთი, რაც მთელ დღეს გიფუჭებთ და დასახეთ გეგმა მის შესაცვლელად.

  1. ცხოვრობთ წარსულში და ოცნებობთ მომავალზე.

ფოკუსირება უკეთეს დროზე, წარსულია ეს თუ მომავალი, შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ აწმყოდან გაქცევა გსურთ. რა თქმა უნდა უკეთეს ცხოვრებაზე ოცნება არავისთვისაა უცხო და ეს კარგიცაა, მაგრამ როცა ოცნება რეალური ცხოვრების ადგილს იკავებს, ეს უკვე პრობლემაა.

  1. გარშემომყოფნი განუწყვეტლივ გეუბნებიან, რომ დაისვენოთ.

თუ ეს მესიჯი არა მხოლოდ ოჯახის წევრებისგან მოგდით, არამედ მეგობრებისგან და ნაცნობებისგანაც, მაშინ დროა დაფიქრდეთ რა იმალება მის უკან. „თქვენ დასვენება გჭირდებათ“ უფრო გრძლად ითქმის, ვიდრე „მიიღე მეტი“ დღევანდელ სამყაროში. ასე რომ, როცა ეს სიტყვები განუწყვეტლივ გვესმის, სავარაუდოდ ისეთ რამეს ვართ ჩაჭიდებული, რასაც ხელი უნდა ვუშვათ.

  1. გშურთ სხვა ადამიანების წარმატების.

შური ნიშანია საკუთარ ცხოვრებასთან უკმაყოფილების და ამ დროს, როცა საკუთარ ცხოვრებაზე ვართ განაწყენებული, ნამდვილად ძნელია დატკბე და იბედნიერო სხვისი წარმატებით. დროა საკუთარ თავს ვკითხოთ, რა არის ჩვენში ამ შურის არსებობის მიზეზი.

  1. იღვიძებთ დაღლილი.

დილით დაღლილი გაღვიძება არა მხოლოდ თქვენი სამსახურის, არამედ თქვენი ცხოვრებით უკმაყოფილების ნიშანია. ძალიან რთულია შესაფერისი დასვენება მიიღო და მშვიდად იძინო, როდესაც ბევრი სანერვიულო გაქვთ. როდესაც განუწყვეტლივ დაღლილი ხართ, ჩვენს ცხოვრებაში ბევრი ბრძოლა, უთანხმოება და არეულობაა.  ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ უბრალოდ ამ ბრძოლით დაიღალეთ და მზად ხართ აღიაროთ დამარცხება. დანებების მაგივრად, მოახდინეთ კონცენტრაცია და იფიქრეთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ ძველებურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად. ცხოვრება იმისთვისაა, რომ ბედნიერად გაატაროთ და დაღლილობა სულაც არ ნიშნავს ბედნიერებას.

  1. გაღიზიანებული ხართ.

შეგრძნება იმისა, რომ გჭირდებათ სადმე წასვლა და რამის კეთება, ეს შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ კრეატიულობა ჩახშული გაქვთ და რაღაცა აუცილებლად უნდა შეცვალოთ. როცა არ შეგიძლიათ წყნარად და მშვიდად ყოფნა, ესეიგი წესით სხვა რამეს უნდა აკეთებდეთ.

  1. ჭორაობთ.

ჭორაობა ეს არის ჩვენი გასაკეთებელი საქმის სხვისთვის გადაბარების მცდელობა. ეს არის თავიდან საქმის აცილების საუკეთესო საშუალება. როცა საკუთარ თავს ჭორაობის პროცესში აღმოვაჩენთ, უნდა დავუსვათ შეკითხვა, თუ რას გვინდა ავარიდოთ თავი ცხოვრებაში და შემდეგ გავაანალიზოთ. ამ მიზეზისთვის თვალის გასწორება ყველაზე საუკეთესო რამაა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია.

  1. თითქოს ყველა და ყველაფერი გაღიზიანებთ.

თუ ვერ ახერხებთ ამ დევიზით ცხოვრებას, როგორიც არის „ნუ ინერვიულებთ პატარა რაღაცეებზე“, მაშინ შენს ირგვლივ მუდმივად დაისადგურებს ნეგატივი. ყოველთვის რაღაც ცუდის ძებნა იმ საქმეებში, რასაც სხვები აკეთებენ, მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ არც ისე ბედნიერი ხართ თქვენი ცხოვრებით.

  1. ყოველთვის გაქვთ წინათგრძნობები.

მუდმივი შეგრძნება იმისა, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, აუცილებლად მიგიყვანთ იქამდე, რომ მართლა გახდებით ცუდი ამბების მომსწრენი. შეწყვიტეთ ეს წინასწარმეტყველებები და ფოკუსირება მოახდინეთ იმ საქმეზე, რასაც აკეთებთ.

  1. მუდმივად ფიქრობთ, რომ იმაზე მეტს იმსახურებთ, ვიდრე გაქვთ.

განუწყვეტლივ ფიქრი იმაზე, რომ უფრო მეტს, უკეთესს იმსახურებთ, ნიშნავს იმას, რომ თქვენს ჰორიზონტზე მრავლადაა ახალი შესაძლებლობები. მაქსიმალურად გახსნილი იყავით იმასთან მიმართებაში, რაც თქვენში კრეატიულობას და ვნებას აღძრავს, მიჰყევით მათ. საბოლოოდ მიხვალთ იმ დანიშნულების ადგილამდე, რაც რეალურად გჭირდებათ.

 

გადაწყვეტილების მიღება ცვლილებებთან დაკავშირებით, შესაძლოა უცებ მიიღოთ, მაგრამ მისი სისრულეში მოყვანა არც ისე სწრაფად ხდება ხოლმე. წინაღობებს არ მისცეთ უფლება შეგაყოვნონ ან შეგაჩერონ. პატარ-პატარა ნაბიჯებმაც კი შესაძლოა მიგიყვანოთ შედეგამდე, რაც თქვენში პოზიტიურ შეგრძნებებს გააღვივებს.

მთავარია, ამის მისაღწევად ეხლავე დაიწყოთ მოქმედება, რადგან თქვენმა მცდელობებმა ცვლილებებისკენ უნდა მიგიყვანოთ.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ როგორ ვგრძნობთ თავს და უფრო მეტად ვაკეთოთ ის საქმე, რაც გვახარებს და გვაბედნიერებს.

 

წყარო: Power of Positivity

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , ,

Category: თვითგანვითარება, ფსიქოლოგია

Comments are closed.