სამი ფსიქოლოგიური სტრატეგია რომელსაც ყველა ლიდერი უნდა იყენებდეს

leeeed

როგორც ჩანს ექსტრაორდინალური უნარ-ჩვევები და ცოდნა არ ყოფილა საკმარისი იმისთვის, რომ კარგი ლიდერი იყოთ სამსახურში. პროფესორ ჯუდით შერვინის მიერ LinkedIn-ზე გავრცელებული ბოლო პოსტის მიხედვით არანაკლებ მნიშვნელოვანია რამდენიმე ფსიქოლოგიური სტრატეგიის ქონა. “უამრავი წიგნი, კურსი და ტრენინგი არსებობს თქვენი მენეჯერული უნარების გასავითარებლად, მაგრამ ისინი იშვიათად მოიცავენ თემებს ჭკვიანი და კარგი მენეჯერების ფსიქოლოგიური სისუსტეების შესახებ.”

ის მიიჩნევს, რომ შემდეგი ფსიქოლოგიური სინამდვილის გაცნობიერებამ და გათავისებამ ხელი შეუწყო კარგი მენეჯერების გარდაქმნას ძალიან მაგარ მენეჯერებად:

1. თქვენი გუნდი თქვენსგან მოელის ხელმძღვანელობას; არ უნდა იყოთ დამოკიდებული მათ მოსაზრებებზე. დიახ, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა მნიშვნელოვანია სამსახურში. მაგრამ მენეჯერები არ უნდა გადიოდნენ კონსულტაციას გუნდის წევრებთან ყველა დიდი გადაწყვეტილების მიღების წინ. მენეჯერები, რომლებიც ასე იქცევიან, არ მიიჩნევიან ნამდვილ ლიდერებად.

2. დაქვემდებარებულებთან მეგობრობა შორს ვერ წაგიყვანთ. ის მენეჯერი, რომელიც დისკომფორტს განიცდის თავისი სტატუსის გამო, მიიჩნევს რომ დაქვემდებარებულებთან დამეგობრებით მათ არაფორმალურ ძალაუფლებას გაზრდის. “სინამდვილეში, ეს არც თუ ისე შორს დგას სიმართლისგან. როლების არევა გუნდის წევრებისთვის დაბნეულობას იწვევს სამუშაოს შესრულებისას, რაც საბოლოო ჯამში ორგანიზაციულ დაბნეულობაში გადაიზრდება”.

3. ერთი თანამშრომლის გადასარჩენად დიდი ძალისხმევის გამოჩენა საფრთხეს უქმნის მთელ გუნდს. მენეჯერები ხშირად შემჩნეულნი არიან კარგი განზრახვით ისეთი თანამშრომლის “გადარჩენის” მცდელობაში, რომლის საქციელი ან მუშაობა არის ” არასწორი, ეფექტიანობას მოკლებული, ან გუნდის კეთილდღეობისთვის ზიანის მომტანი” – გვიხსნის შერვინი. ეს შეიძლება იმით იყოს გამოწვეული რომ კონკრეტული პიროვნება ამ მენეჯერის მიერ იყოს აყვანილი. ასევე შესაძლოა თანამშრომლის კარიერაზე და შესაძლებლობებზე დიდ იმედებს ამყარებდეს მენეჯერი. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა გუნდის წევრის დათხოვნას ეხება საქმე, მენეჯერები კარგავენ კომპეტენციის შეგრძნებას და უჭირთ აღიარონ, რომ იმ ადამიანის გაშვება საჭიროა. “მაგრამ ასეთ დროს თანამშრომლის დათხოვნა აუცილებელ წესად უნდა დაინერგოს ორგანიზაციაში გუნდის დანარჩენი წევრების კეთილდღეობის და პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად.”

ბევრად მეტი ფსიქოლოგიური სინამდვილე არსებობს კარგი მენეჯმენტისთვის, მაგრამ აქ ჩამოთვლილებს შეუძლიათ დაგაფიქრონ, თუ რას მოელოან და რა სურთ თქვენსგან თქვენს თანამშრომლებს.

წყარო: Business Insider 

Comments

comments

Tags: , , , , , , , ,

Category: ლიდერები, მენეჯმენტი, ფსიქოლოგია

Comments are closed.