სტრატეგიის განვითარების საუკეთესო ფორმულა

justice strategy advice

  სტრატეგიის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები

  1. წინასწარ განსაზღვრე ყველა კითხვა, რომელსაც მოლაპარაკების პირველ ეტაპზე გამოიყენებ;
  2. წინასწარ განსაზღვრე შენი მისამართით წამოსული მოსალოდნელი კითხვები;
  3. რა იქნება შენი პასუხი ამ კითხვებზე;
  4. როგორი იქნება შენი საწყისი პოზიცია;
  5. რამდენად შეძლებ ამ პოზიციის ბოლომდე დაცვას.

11

თუ  მოლაპარაკებას აწარმოებ გუნდთან ერთად, აუცილებლად გაითვალისწინე შემდეგი საკითხები

  1. ვინ უხელმძღვანელებს მოლაპარაკებას;
  2. ვინ გადაამოწმებს ფაქტების ვალიდურობას;
  3. ვინ დასვამს შეკითხვებს;
  4. ვინ გასცემს პასუხებს;
  5. ვინ იქნება მედიატორის როლში და ვინ წამოაყენებს მეგობრობისა და “საერთო საზრუნავის” ინიციატივას

   მოლაპარაკების წარმოების სტრატეგიები და ფორმები

კოლაბორაცია

კოლაბორაციული ტიპის მოლაპარაკება, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნებისკენაა მიზანმიმართული.

ამ შემთხვევაში, ორივე მხარე ცდილობს ურთიერთობების დარეგულირებას,  მხარეებისათვის მისაღები და მომგებიანი გადაწყვეტილების შემუშავების იდეით.

მხარეები აღიარებენ კონფლიქტის არსებობას, თუმცა მოლაპარაკების  პროცესში უპირატესობას ერთმანეთის ინტერესებს ანიჭებენ.  ერთი მომლაპარაკებელი მხარე,  მაქსიმალურად ითვალისწინებს მეორე მხარის საზრუნავს და პატივისცემით ეკიდება წამოყენებულ პრობლემებს.

ამ ტიპის მოლაპარაკება საკმაოდ შრომატევადი და დროში გაწელილი პროცესია. კოლაბორაცია, მოითხოვს კრეატიულობას, ენერგიულობასა და  მოლაპარაკების პროცესში მაქსიმალური ძალთა თანაფარდობის შენარჩუნებას.

კომპრომისი

კომპრომისი გულისხმობს წაგება-მოგების პრინციპს, რომელიც ეფუძნება ორმავე მხარის ღირებულებების, მიზნებისა და ურთიერთობების პატივისცემას.

კომპრომისის მთავარი მიზანია, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ნაწილობრივ მაინც, იქნება მისაღები ორმავე მხარისთვის.

კომპრომისი, როგორც წესი,  ნაკლებად მომგებიან და ნაკლებად წამგებიან შედეგზეა ორიენტირებული.

ურთიერთშეწყობის პრინციპი 

მოლაპრაკების ამ ფორმის მთავარ იდეას,  პიროვნული ურთიერთობების შენარჩუნება წარმოადგენს.

შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში მომლაპარაკებელს არანაირი პირადი ინტერესი არ გააჩნია ან თუ გააჩნია აუცილებად უკან ჩამოიტოვებს. ეს არის მოლაპარაკების ფორმა, რომელიც წაგება-მოგების პრინციპის უკიდურესობით გამოირჩევა.

მაკონტროლებლის პრინციპი 

ამ შემთხვევაში მომლაპარაკებელი მზად არის დაამარცხოს თავისი მეტოქე თავისი პირადი ინტერესების, მიზნების და ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით.

მას არ აინტერესებს სამომავლო ურთიერთობები, არ ითვალისწინებს არანაირ ღირებულებებს და ცდილობს მაქსიმალურად თავის მხარეს გადმოსწიოს  სადავეები.

ეს არის ძალაუფლებისა და გავლენის პრინციპზე დაფუძვნებული მოლაპარაკების ფორმა.

უთანხმოების თავიდან აცილების პრინციპი

მომლაპარაკებლის მთავარი მიზანი, კონფლიქტის თავიდან აცილებაა.

ამ ტიპის მოლაპარაკება როგორც წესი არის არაპირდაპირი, ორჭოფული ხასიათის და მიკიბულ-მოკიბული. აცილების პრინციპი,  გამორიცხავს პირადი ინტერესების წამოყენებას.

დაფუძნებულია მეგობრული თუ პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნებისკენ.

2

 “Choose always the way that seems the best, however rough it may be; custom will soon render it easy and agreeable.” – Pythagoras

Comments

comments

Tags: , , , , ,

Category: მენეჯმენტი, სტრატეგია

Comments are closed.