ის, რასაც ბედნიერი ადამიანები აკეთებენ და რაზეც იშვიათად საუბრობენ

kl

1. ისინი გასცემენ

“ბედნიერება მიიღწევა იმით, რასაც გასცემ, და არა – რასაც იღებ.” ბენ კარსონი

ფულზე ფოკუსირებას მხოლოდ უკმაყოფილების შეგრძნების მოტანა შეუძლია. როგორც კვლევებმა აჩვენეს, მას შემდეგ, რაც აუცილებელი საჭიროებებისთვის საკმარისი ფული გაქვთ, მხოლოდ 2 გზა არსებობს რაშიც ფული დაგეხმარებათ:

* თქვენი სოციალური სტატუსის ამაღლება

* ფულის გაცემისგან მიღებული სიამოვნება

საკუთარი ფულის სხვების დასახმარებლად დახარჯვით (უაზრო ფლანგვისგან განსხვავებით), ბედნიერი ადამიანები გრძნობენ, რომ წვლილი შეაქვთ სამყაროს გაუმჯობესებაში.

2. თავიდან ირიდებენ დრამას

ბედნიერი ადამიანები საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ. მაშინ, როცა ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანები მუდმივად დაკავებულები არიან სხვისი ცხოვრების და ურთიერთობების გარჩევით, ბედნიერი ადამიანები ამჯობინებენ იმაზე მოახდინონ ფოკუსირება, რისი გაკონტროლებაც თავად შეუძლიათ. საკუთარ ცხოვრებაზე ყურადღების გამახვილება და სხვის საქმეეებში არ ჩარევა — გაძლევთ საშუალებას იყოთ უფრო ბედნიერები.

3. ისინი მადლიერები არიან

“ბედნიერი ადამიანები კი არ არიან მადლიერნი, არამედ მადლიერი ადამიანები არიან ბედნიერები.”

შესაძლოა მუდმივად ამაზე არ საუბრობდნენ, მაგრამ ბედნიერი ადამიანები მადლიერი არიან იმ ყველაფრით, რაც აქვთ. ისინი პოზიტივს ხედავენ ყველაფერში და მთელ თავის დროს არ ხარჯავენ სხვის ქონებაზე ან უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებაში. ამის ნაცვლად, ისინი ცოტაოდენ დროს უთმობენ იმ ყველაფერზე ფიქრს, რაც უკვე აქვთ და გამოხატავენ თავის მადლიერებას.

4. ისინი მუდამ ნათელ მხარეს იყურებიან

როცა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან, ჭეშმარიტად ბედნიერი ადამიანები არ უშინდებიან მათ. დაბრკოლებების გამო წუწუნი და ყველაზე ცუდი სცენარით მოვლენების განვითარება ის არის, რასაც ადამიანების უმეტესობა აკეთებს. მაგრამ, თუ გსურთ იყოთ ბედნიერები, უნდა გჯეროდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება; უნდა შეინარჩუნოთ დადებითი განწყობა და იცოდეთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ამის გადალახვას შეძლებთ.

5. ისინი აფასებენ ურთიერთობებს

ფულზე და კარიერულ წინსვლაზე განუწყვეტლივ ფოკუსირების ნაცვლად, ბედნიერი ადამიანები თავიანთი დროის დიდ ნაწილს პერსონალურ ურთიერთობებზე ხარჯავენ. სიცოცხლის ბოლოს, არ დაგამახსოვრდებათ ის უამრავი საათი, რომელიც სამუშაოს დაუთმეთ, მაგრამ დააფასებთ ოჯახურ სადილებს და მეგობრებთან გატარებულ დროს. ადამიანების ფულზე წინ დაყენება მნიშვნელოვანია ბედნიერების მისაღწევად.

6. მათ არ ადარდებთ მატერიალური კეთილდღეობა

მაშინ, როცა ბევრი ჩვენგანი შოპინგს საუკეთესო გზად მიიჩნევს სტრესის დასაძლევად და მიიჩნევენ რომ ნივთების შეძენა ხანგრძლივ ბედნიერებას მოუტანთ, სხვები ახალ თავგადასავლებს ამჯობინებენ. ახალი ტანსაცმელების შეძენაში ცუდი არაფერია, თუმცა რთულია სვიტერისგან იმდენივე სიამოვნება მიიღო, რამდენის მიღებაც შესაძლებელია სკუბა დაივინგისგან და ისეთი მოგონებების შექმნისგან, რომელსაც შემდეგ მეგობრებს გაუზიარებთ.

7. ისინი მიჰყვებიან თავიანთ ვნებებს

და ბოლოს, ბედნიერი ადამიანები აკეთებენ იმას რაც სურთ. თუ ერთ დღეს გაიღვიძებენ და გააცნობიერებენ, რომ თავიანთი სამსახური აღარ მოსწონთ, მათ არ ეშინიათ ყველაფრის მიტოვება იმის გასაკეთებლად, რაც ნამდვილად სიამოვნებთ. ეს შეიძლება რისკსაც მოიცავდეს. ამ საქციელს ასევე შეიძლება მოჰყვეს დიდი მარცხი. მაგრამ, ბედნიერ ადამიანებს ვერც ეს შეაშინებთ — იციან რომ გამოსავლის პოვნა ყოველთვის შეიძლება. ისინი მზად არიან იმის გასაკეთებლად, რისიც სხვებს ეშინიათ.

 

წყარო: Lifehack

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , ,

Category: მსოფლიო, საინტერესო ფაქტები, ფსიქოლოგია

Comments are closed.