მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის საუკეთესო ფორმულა

jjj

პასუხი კითხვაზე, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოლაპარაკება წარმატებულად წარიმართოს, არის  ძალიან მარტივი — წინასწარი მომზადება.

სუსტად მომზადებული მომლაპარაკებელი, საკამათო საკითხების განხილვის პროცესში, აუცილებლად გამოავლენს თავის უცოდინრობას, რაც წარუმატებლობის გარანტია.

მომზადების პერიოდში გამოიყოფა სამი მნიშვნელოვანი ელემენტი :

  • დავისა და მოლაპარაკების მთავარი საკითხების/ობიექტების განსაზღვრა;
  • მოდავე მხარის პრეტენზიების შეფასება;
  • ფარდობითი სიძლიერეებისა და სისუსტეების ობიექტურად  შეფასება.                                           

მოლაპარაკების მთავარი ობიექტების განსაზღვრა

„If you don’t know, where you are going, you are liable to end up some place else’ - Laurence J. Peter
  • მთავარი მნიშვნელობის საგანი – საუკეთესო შედეგი;
  • დაბალი მნიშვნელობის საგანი – მისაღები, მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვანი შედეგი;
  • სამიზნე ობიექტი – რეალური მოლოდინი, ის რასაც აუცილებლად უნდა მიაღწიო.

                                        kaizenist

დასვი კითხვა, თუ რა იქნება შენი მაქსიმალური დანაკაგი. ეს დაგეხმარება მოლაპარაკების  სამიზნე ობიექტის შერჩევაში.

გაითავისე რამდენიმე მარტივი პრინციპი:

  • რამდენად შორს შეგიძლია წასვლა და რა ეტაპზე უნდა შეაჩერო მოლაპარაკების პროცესი;
  • რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ შეწყვეტ მოლაპარაკების პროცესს;
  • გჭირდება თუ არა სხვა მხარე შენი გადაწყვეტილებების განსახორციელებლად;
  • განსაზღვრე რამდენად სჭირდები შენს მოწინააღმდეგეს.

                                        2kaizenist                   

გახსოვდეს, წარმატებული მოლაპარაკებისთვის აუცილებელია სანდოობის, თანაგრძნობის და მეგობრობის გაღვივება. ამიტომ, მნიშვნელოვანია შენი მეტოქის საზრუნავის გათავისება.

განსაზღვრე:

  • რისი მიღწევა სურთ მათ;
  • დაადგინე რა პრობლემები დგას მათი მოთხოვნების უკან;
  • გაცვალე ფაქტრობრივი ცნობები;
  • განსაზღვრე შესაძლო ფაქტები და არგუმენტები რომლებსაც  მეორე მხარე გამოიყენებს შენს წინააღმდეგ

                                           

3kaizenist

სიძლიერე არის ძალა თუ გავლენა რომელმაც შეიძლება მიიღოს მრავალი ფორმა და სახე

 ძალაუფლებისა და უპირატესობების სახეები

  • გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება (როცა შენ ხარ წამყვანი ფიგურა);
  • სიღრმისეული ცოდნა დავის საკითხებისა;
  • ფინანსური რესუსრების უპირატესობა;
  • მეტი დრო საკითხის მოსაგვარებლად;
  • მორალური სიძლიერე სადაო საკითხისა;
  • მომლაპარაკებლის წინააღმდეგობის წინასწარი განსაღვრა;
  • უკეთესი მომზადება;
  • მოლაპარკების წარმართვის მეტი გამოცდილება

საყურადღებო ელემეტები შენი ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრის დროს

  • სიძლიერე ფუჭი უპირატესობაა თუ ამის შესახებ ორმავე მხარემ არ იცის
  • თუ შენი სისუსტეების შესახებ მოწინააღმდეგემ არ იცის, ეს მისი უფრო დიდი სისუსტეა
  • შენი ფარდობითი სიძლიერე მეორე მხარისათვის გარკვეული დაბრკოლებას წამოადგენს გადაწყვეტილების მიღების პროცესში
  • ძლიერი და გამოცდილი მომლაპარაკებელი თავის ძალაუფლებას გავლენის მოსაპოვებლად და გადასაბირებლად იყენებს. ის არასდროს სცდილობს მოწინააღმდეგის დამარცხებას
  • შენ შეიძლება იყო შედარებით სუსტი, მაგრამ არასდროს ხარ აბოსლოტურად უძალაუფლებო
  • როცა შენი საქმე არის ნაკლებად მომგებიანი, შეეცადე სწორად წარმართო – მინიმალური დანაკარგების უზრუნველყოფის მიზნით
  • გამოცდილი მომლაპარაკებელი ყოველთვის ცდილობს, არ გამოხატოს სრული უპირატესობა. ის არ  გამორიცხავს სამომავლო თანამშომლობის თუ  „თანაცხოვრების“ ფაქტორს.გამოცდილი მომლაპარაკებელი  ყველას ანიჭებს მომლაპარაკებლის ძალას
  • მომლაპარაკებლის თვისებები არ ანაცვლებს მომლაპარაკებლის ძალაუფლებას. თვისებები მოკლე ვადიან უპირატესობებს/შედეგებს იძლევა

                                        4kaizenist

  1. განსაზღვრე სადაო საკითხის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები
  2. ჰკითხე შენს თავს :
  • რა არის მთავარი ხაზგასასმელი საზრუნავი;
  • რა არის აუცილებლად მისაღწევი მიზნები;
  • რა არის მეორეული მნიშვნელობის მიზნები;
  • რა არის მნიშვნელოვანი და მიზან-მიმართული განზრახვები;
  • ჩამოაყალიბე კირიტერიუმები, რომელთა მიხედვითააც შეაფასებ შენს მიერ წარმოებული მოლაპარაკების წარმატებულობა/წარუმატებლობას;
  • წინასწარ განსაზღვრე, თუ წარუმატებელი იქნება შენი მოლაპრაკება ხარ თუ არა მზად მოლაპარაკების ახალი ეტაპის საწარმოებლად?
  1. წინასწარ განსაზღვრე დასაშვები კომპრომისები;
  2. შეამოწმე და დარწმუნდი თუ რა უპირატესობები გაგაჩნია;
  3. განსაზღვე შენი სისუსტეები და ძლიერი მხარეები;
  4. განსაზღვრე შენი სტრატეგია.

გახსოვდეს, გუნდური მოლაპარაკების დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ერთხმიანობის პრინციპი

ამისთვის, უნდა იცოდე :

  • ვინ იქნება ლიდერი
  • გუნდის წევრების როლი

 

წყარო: Essence of Negotiation

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , , , ,

Category: ბიზნესი, თვითგანვითარება, ლიდერები, სტრატეგია

Comments (1)

Trackback URL | Comments RSS Feed

Sites That Link to this Post

  1. cheap madden coins xbox one supplier | August 30, 2017