10 მიზეზი თუ რატომ უნდა დაასაქმოთ მოგზაურები

vacation

ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები დამეთანხმებიან, რომ რეზიუმეების კითხვისას ნაკლებად თუ აღმოაჩენენ ისეთ პიროვნულ თვისებას, როგორიც მაგალითად მოგზაურობისადმი მიდრეკილებაა. მათ კი, ვინც ხშირად მოგზაურობს ვურჩევდი რომ ეს ნათლად გამოკვეთონ. დამსაქმებლემა, კი ასეთ ადამიანებს დანამდვილებით პოზიტიურად უნდა შეხედონ. წარმოგდგენთ იმ 10 უპირატეს თვისებას, რითაც მოგზაურები გამოირჩევიან:

1. ისინი პიროვნულად მუდამ იზრდებიან

ხშირი მოგზაურები უფრო უკეთ ართმევენ თავს პიროვნული და პროფესიული ზრდის გამოწვევას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი თანამშრომლები. სხვადასხვა კვლევებით დამტკიცებულია, რომ წარსული გამოცდილება წარმატების მხოლოდ 25%-იან გარანტიას იძლევა, დანარჩენი 75% კი საკომუნიკაციო და პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებულ უნარებზეა დამოკიდებული — მოგზაურობა კი საუკეთესო ტრეინინგია ამ მიზნის მისაღწევად. მოგზაურებმა იციან, თუ როგორ დაამყარონ ურთიერთობა მულტი-კულტურულ გარემოში. დღევანდელ გლობალიზირებულ გარემოში ეს თვისება უფრო და უფრო საჭირო ხდება.

2. ისინი ცვლილებებს ეჭვის თვალით არ უყუყრებენ

მოგზაურებს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ, და განსაკუთრებით მათ ვინც სხვა ქვეყანაში მუშაობდა. ამიტომაცაა, რომ მოვლენებს კოსმოპოლიტენის თვალით აფასებენ. ისინი უფრო გახსნილნი არიან ცვლილებებისთვის და სწრაფად ადაპტირებენ სტრუქტურული ცვლილებებისა თუ რეორგანიზაციების დროს, სწორედ ამიტომ მარტივად აღიქვამენ გამოწვევებს მათთან შედარებით ვინც საკუთარ ქალაქს არ გასცდენია.

3. დროს სწორად გეგმავენ და ანაწილებენ

მოგზაურები დროის მართვაში მეტ დისციპლინას იჩენენ და დაწესებულ დედლაინებს ყოველთვის შესრულებული დავალებით ხვდებიან. ეს კი სწორედ იმიტომ, რომ ხშირად უწევთ თვითმფრინავის თუ მატარებლის განრიგით ცხოვრება, შეზღუდული დროის შუალედში ახალ ქვეყანასა თუ ქალაქში რაც შეიძლება მეტი სიახლის აღმოჩენა, რაც საბოლოოდ ჩვევაშია გადაზრდილი. სწორად დაგეგმილი დრო და გამოცდილებაზე აგებული დროის მართვის უნარი (time-management) მართლაც რომ დიდებული თვისებაა.

4. ისინი უცხო ენების შესწავლას ენთუზიაზმით უდგებიან

მოგზაურები, როგორც წესი უფრო მოტივირებულნი არიან ისწავლონ იმ ქვეყნის ენა, სადაც სამოგზაუროდ მიდიან ხოლმე. ეს ყველაზე კარგი საშუალებაა გარემოს დასაუფლებლად. თუ თქვენი კომპანია საერთაშორისო კლიენტებს ემსახურება, საუკეთესო ვარიანტია სწორედ ის ადამიანი დანიშნოთ მათთან საურთიერთობოდ, ვისაც უცხო ენების შესწავლაში ნაკლები პრობელემი აქვს. სწორედ ასეთი ადამიანები არინ ფასდაუდებელნი კომუნიკაციისა და networking-ისათვის.

5. მათ უადვილდებათ კომფორტის ზონის მიღმა ცხოვრება

ადამიანები რომლებიც ხშირად მოგზაურობენ უმკლავდებიან სტრესს – მოვლენას, რომელიც მათ კომფორტის ზონის საზღვრებს უწესებს, ეს კი მეტ გამბედაობას და საზრიანობას მოითხოვს. დაფიქრდით რამდენ მათგანს დაუკარგავს პასპორტი, დაუგვიანია თვითმფრინავის რეისსზე, ჰქონია ენის ბარიერი ან უბრალოდ გზა აბნევიათ? სწორედ ასეთ გამოწვევბზე მდგრადობაა საუკეთესო ტესტი მათი უნარების შესაფასებლად, რადგან კარიერის მანძილზე ბევრჯერ მოუწევთ დააღწიონ თავი კომფორტულ გარემოს.

6. მათ უადვილდებათ გუნდთან ერთად მუშაობა

„მსოფლიოს დამპყრობლებს“ გამუდმებით მეგობრებთან და გუნდთან ერთად უწევთ მოგზაურობა. ასეთ გარემოში შეიძლება მათი შეფასება, თუ რამდენად კარგად გაუმკლავდებიან ისინი ჯგუფურ დავალებას. ჰკითხეთ მათ, უბრალოდ რა შემთხვევაში არ დაეხმარებიან გუნდის წევრებს.

 7. მათ არ უჭირთ გადაწყვეტილების მიღება

მოგზაურებს გამუდმებით უწევთ გადაწყვეტილებების მიღება, გაანალიზება ყველა ხარჯისა, რომელიც ტრანსპორტირებას, დაბინავებას და რისკების შეფასებას ეხება. ისინი გამუდმებით პრიორიტეული არჩევანის ძიებაში არიან. განა ეს თვისება არ სჭირდება ყველა კომპანიას?

8. საგანგებო მდგომარეობის დროს არ ვარდებიან პანიკაში

მოგზაურებს უყვართ საუბარი თუ როდის გაუჭირდათ ყველაზე მეტად, დაეხარჯათ თანხა სრულად და უბრალოდ კუთხეში იყვნენ მომწყვდეულნი. მოუსმინეთ კარგად თუ როგორ გაუმკლავდნენ რთულ სიტუაციებს. ამის შემდეგ კი შეაფასეთ რამდენად კარგად შეასრულებენ დასახულ ამოცანებს თქვენს კომპანიაში.

9. მათ  აქვთ ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრის უნარი

ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდამ საყურადღებოა მოგზაურობის დროს, სწორედ ამიტომ მოგზაურები წინასწარ შესაბამის ზომებს იღებენ სანამ აეროპორტში Check-in-სთვის რიგში დამდგარს ნახავთ. ჰკითხეთ მათ, თუ როგორ დაგეგმეს ბოლო მოგზაურობა და პასუხი მოგცემთ შესაძლებლობას შეაფასოთ  საკუთარი თავის მართვის უნარი.

10. ისინი მუდამ მზად არიან ინოვაციებისათვის

მოგზაურები გამუდმებით ახალს ეძებენ, დაინტერესებულნი არიან წარმატების მიღწევით და ცდილობენ იპოვონ ყოველგვარი საშუალება ახალი მოგზაურობის დასაგეგმად. ეს კი, რიგ შემთხვევაში ინოვაციურობას მოითხოვს. მათი მრავალმხრივი აზროვნება ეხმარება კრეატიულად მიუდგნენ ცხოვრებას, ეთიკას, პოლიტიკას და უბრალოდ სამსახურსაც. ყველა კომპანია, რომელიც ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობს პროცესების, პროდუქტების და სერვისების მუდმივი გაუმჯობესების ძიებაშია. თქვენც თუ ასეთ კომპანიას წარმოადგენთ კარგად შეაფასეთ მოგზაური კანდიდატის უნარ-ჩვებები.

წყარო: Lifehack

Kaizenist-ის მეგობარო, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება, თუ დაგეხმარათ მოგზაურობისადმი სიყვარული გეპოვნათ თქვენთვის საოცნებო სამსახური

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

Category: ადამიანური რესურსების მართვა, ეს საინტერესოა, თვითგანვითარება, კარიერა, მოგზაური, მსოფლიო

Comments (1)

Trackback URL | Comments RSS Feed

Sites That Link to this Post

  1. Top madden 18 coins xbox one Site | September 2, 2017