რით განსხვავდება ნამდვილი ლიდერი ჩვენგან?

follow-ducks

საზოგადოებაში, სამსახურში ან მეგობრების წრეში ყოველთვის შევხვდებით ისეთ ადამიანს, რომელიც ინიციატივით და ლიდერული თვისებებით გამოირჩევა. ალბათ თქვენც ბევრჯერ გიფიქრიათ რა უნდა გავაკეთო განსხვავებული რომ შესამჩნევი გავხდე. დამეთანხმებით, რომ ლიდერობა ეს პასუხისმგებლობაა თქვენი გარშემო მყოფებისა და პირველ რიგში საკუთარი პიროვნების წინაშე. ესაა უწყვეტი პროცესი პიროვნული განვითარებისათვის სადაც შეცდომებს საზოგადოება უმალ ამჩნევს და ნდობის ხარისხი რისკის ქვეშ დგება.

და მაინც რა არის ის განსაკუთრებული შტრიხები რაც ლიდერს ყველა ჩვენგანისაგან განასხვავებს?

  1. ლიდერები ადამიანებს აფასებენ

ყველა ჩვენგან თავს კომფორტულად ვგრძნობთ, როდესაც ჩვენს შესაძლებლობებს აფასებენ და მოტივაციას გვიმაღლებენ. კარგი ლიდერი ყოველთვის აგრძნობინებს სხვას რომ ის მნიშვნელოვანია;

  1. ისინი ყოველთვის ნახულობენ დროს რომ კონტაქტები დაამყარონ;

გამოყავით და გაატარეთ დრო მათთან ერთად ვისაც ხელმძღვანელობთ, მოუსმინეთ და არ წარმოაჩინოთ თავი მათთან თითქოს რაიმეთი სჯობთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ ურთიერთობას აშენებთ.

  1. იყავით გულწრფელები და პირდაპირები, თუნდაც ცუდი ამბავი გქონდეთ სათქმელი

აჩვენეთ თქვენს საზოგადოებას, რომ გამოწვევის არ გეშინიათ და რთულ სიტუაციაშიც კი მზად ხართ სიმართლე თქვათ;

  1. შეეგუეთ კრიტიკას

თუკი წარუმატებლობა თქვენს გამოა გამოწვეული, არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით, აღიარეთ თქვენი პასუხისმგებლობა – ესაა ნამდვილი ლიდერობა; არ იმართლოთ თავი და დააბრალოთ სხვას.

 
Michael-Jordan-Quotes-Hd-Wallpaper-Picture

  1. შექმენით გუნდი

ნამდვილმა ლიდერმა იცის რომ პროგრესის მიღწევა მარტო მოქმედებით შეუძლებელია. გუნდის ჩამოყალიბება და მისი თითოეული წევრის კონტრიბუცია წარმატების შესაქმნელად აუცილებელი გარემოებაა.

  1. შეაქეთ, და რაც შეიძლება ხშირად

გსიამოვნებთ როდესაც გაქებენ? როდესაც თქვენს შრომას თუნდაც ერთი წინადადებით დადებითად აფასებენ? ნამდვილმა ლიდერმა იცის რომ გუნდის წევრების მოტივაცია და დაფასება აუცილებელი პროცესია;

  1. გაუნაწილეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა სხვას

საქმის დელეგირება არ ნიშნავს, რომ დავალებას იშორებთ ან სხვას წირავთ წარუმატებლობისათვის. დაიმახსოვრეთ, რომ ადამიანი მაშინ გრძნობს თავს კომფორტულად, როდესაც მის აზრს ითვალისწინებენ და ენდობიან. დელეგირების დროს აუცილებელია თქვენი ჩართულობა, დახმარება და გაძღოლა სადაც გარემოება მოითხოვს. ამ შემთხევაში თქვენი გუნდის წევრები იზრდებიან როგორც პიროვნულად ასევე პროფესიულად;

  1. ხაზი გაუსვით სხვის უნარებს და დააფასეთ მათი შესაძლებლობები

ყოველთვის ეძებეთ სხვა ადამიანში პოზიტიური თვისებები და დაეხმარეთ მათ თქვენთან ერთად აღნიშნონ თითოეული წარმატება;

  1. შეცვალეთ სტატუს-ქვო და არასდროს შეეგუოთ „ნახევრად“ წარმატებას

დაიმახსოვრეთ რომ ინოვაცია და კრეატივი იწყება კომფორტის ზონის მიღმა და უდიდესი წარმატება მოდის მხოლოდ მაშინ როდესაც იყენებთ ახალ შანსებს თქვენს გუნდთან ერთად.

  1. აგრძნობინეთ თქვენს გუნდს რომ ისინი მნიშვნელოვნები არიან და ჩადეთ ინვესტიცია მათ განვითარებაში

არ აქვს მნიშვნელობა რა სახის ინვესტიციას ჩადებთ თქვენს საზოგადოებაში, ეს იქნება ფინანსური, დროის თუ სხვა სახის რესურსი. მთვარია, რომ ეს აძლიერებს  გუნდს. განა უფრო მეტად განათლებული და კვალიფიციური ადამიანი მეტ შედეგს არ მოიტანს წარმატების გზაზე?

  1. გაამხნევეთ და შთააგონეთ.

ყოველთვის შესძინეთ მოტივაცია გუნდის წევრებს, მიუხედავად იმისა დარწმუნებულები არიან თუ არა ისინი საკუთარ შესაძლებლობებში. გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანში არის პოტენციალი წარმატების მისაღწევად;

  1. შექმენით გუნდის ფასეულობები და წაახალისეთ გუნდის წევრების ჩართულობა.

ჩამოაყალიბეთ ამბიციური ფასეულობები, ეს წარმატებაზე მნიშვნელოვანია. როდესაც კონცენტრირდებით მათზე გახსოვდეთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატება გარდაუვალია;

 

ლიდერები რომლებიც საკუთარ თავს სხვისგან გამოყოფენ კარგავენ იმ თვისებებს რაც აუცილებელია საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად. გვახსოვდეს, რომ სხვისი დახმარებით, მოტივირებით, შთაგონებით და შექებით მოვიგებთ გუნდისა  თუ საზოგადოების წევრების გულებს, სწორედ ამ გზით ვიქნებით განსხავებული.

 

წყარო: Inc.

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , ,

Category: ადამიანური რესურსების მართვა, ბიზნესი, თვითგანვითარება, ლიდერები

Comments (2)

Trackback URL | Comments RSS Feed

Sites That Link to this Post

  1. cheap nfl 18 coins xbox one supplier | August 27, 2017
  2. cheap Madden 18 Coins | November 16, 2017