18 შეცდომა, რომელიც ანადგურებს სტარტაპს

new-beginning

  • ერთი დამფუძნებელი – როგორც ერთ დამფუძნებელს, თითქმის არ გაქვთ შანსი მიიღოთ დაფინანსება პოლ გრეჰემისგან. რატომ? “ეს არ არის დამთხვევა, რომ წარმატებულმა დამფუძნებლებმა მიზანს სულ მცირე ორი ადამიანისგან შემდგარი გუნდით მიაღწიეს” — ამბობს ის.
  • ცუდი მდებარეობა – შეგიძლიათ სახლს ყველაფერი შეუცვალოთ, გარდა მისი მდებარეობისა. ანალოგიურად, თუ თქვენი სტარტაპი ცუდ ადგილას მდებარეობს, იმ ადგილის მახასიათებლების შეცვლას ნამდვილად ვერ მოახერხებთ — ბევრად უფრო მარტივი თქვენი სტარტაპისთვის მდებარეობის შეცვლაა.
  • მარგინალური ნიშა – ბუნდოვანი ნიშის შერჩევით სტარტაპმა შესაძლოა თავად მიიმწყვდიოს თავი კუთხეში. თუ კონკურენციის გეშინიათ, ეს “სტრატეგია” პრობლემას ვერ გადაგიჭრით.
  • არსებული იდეის იმიტაცია – თუ წარმატებული სტარტაპების ისტორიას გაეცნობით, ყველა მათგანი ორიგინალურია და არ დაწყებულა სხვა კომპანიების იმიტაციით.
  • სიჯიუტე – ან ადაპტაციის უნარის არქონა კლავს ისეთ სტარტაპებს, რომლებიც გადარჩებოდნენ იმ შემთხვევაში თუ დამფუძნებელი უარს იტყოდა სიჯიუტეზე და გაითვალისწინებდა მომხმარებლების საჭიროებებს.
  • ცუდი პროგრამისტების დაქირავება – კარგი პროგრამისტის ცუდისგან გასარჩევად საჭიროა თავადაც კარგად ერკვეოდეთ ამ სფეროში, ან სანდო ადამიანი გყავდეთ გუნდში. გამორჩეულად კარგი პროგრამისტის მოძიება ყოველთვის რთულია, რადგან ასეთს ბევრს ვერ ნახავთ.
  • არასწორი პლატფორმის შერჩევა – პლატფორმა სახლის საძირკველივითაა, მხარდაჭერასთან ერთად მას თქვენი შეზღუდვაც შეუძლია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გვერდით გედგეთ კარგი პროგრამისტი, რომელიც თქვენს ნაცვლად ან თქვენთან ერთად იზრუნებს მსგავს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე.
  • პროდუქტის/სერვისის გამოშვების ნელი ტემპი – სანამ რეალურად ამოქმედდებით, თქვენთვის ბუნდოვანია საერთოდ უნდა არსებობდეს თუ არა თქვენი სტარტაპი. რაც უფრო შორს გადადებთ საიტის ჩაშვებას (პროდუქტის/სერვისის შექმნა-გაყიდვას), უფრო დიდხანს ვერ გაიგებთ პასუხს კითხვაზე.
  • პროექტის ძალიან ადრე ჩაშვება – მეორეს მხრივ, თუ ძალიან ადრე გამოჩნდებით არენაზე, იმის შანსი, რომ ზრდისთვის მოუმზადებელი იყოთ, საკმაოდ რეალურია. შესაძლოა საფრთხე უფრო დიდი იყოს და თქვენი პროდუქტი უსარგებლო აღმოჩნდეს.
  • კონკრეტული მომხმარებლის ტიპაჟზე წარმოდგენის არქონა – “ყველა მატარებელს თავისი მგზავრი ჰყავს”, მაგრამ თქვენ თუ ზუსტად არ იცით როგორი ადამიანები (სოციალური სტატუსი, გარეგნობა, სქესი, შემოსავალი, მიზნები, სურვილები და ა.შ.) დაინტერესდებიან თქვენი პროდუქტით, შესაძლოა არც არსებობდეს ისეთი ადამიანი, ვინც ფულს გადაიხდიდა თქვენს შეთავაზებაში. უმჯობესი იქნება თუ დასაწყისშივე გადაამოწმებთ.
  • ძალიან მცირე თანხით დაწყება – საბოლოოდ იმას იღებთ, რაშიც ფულს ხარჯავთ. ძალიან ცოტა ფულით შესაძლოა ვერ მოახერხოთ თქვენი პროდუქტის სრული პოტენციალით წარმოჩენა.
  • ძალიან ბევრის ხარჯვა – არც ისე კარგი იდეაა ბევრი ფულის ხარჯვა სანამ შემოსავალი გაგეზრდებათ. ამგვარად, ძალიან მალე დაგიმთავრდებათ ფული, რაც ხშირად სტარტაპის დასასრულსაც ნიშნავს.
  • დიდი დაფინანსების მოპოვება – დასაწყისშივე დაფინანსების სახით დიდი თანხის მოგროვება თავს ძალიან წარმატებულად გაგრძნობინებთ იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე რაიმე ღირებულის შექმნას შეძლებდეთ. საბოლოო ჯამში ინვესტორებზე მეტად მომხმარებლების მოხიბვლაზე მოგიწევთ ზრუნვა.
  • ინვესტორების არასწორი მენეჯმენტი – თუ მოგიწევთ არჩევანის წინაშე დადგომა, თუ ვის კმაყოფილებაზე იზრუნოთ: ყოველთვის აირჩიეთ თქვენი მომხმარებელი. თუ მომხმარებელი კმაყოფილია, დროთა განმავლობაში ინვესტორიც შეძლებს ფულის გაკეთებას.
  • “შეწიროთ” მომხმარებლები პოტენციურ მოგებას – თქვენ ყოველთვის შეძლებთ გააკეთოთ ფული მოგვიანებით, მაგრამ, იგივე არ ითქმის მომხმარებლების გაბედნიერებაზე. თქვენ ახლავე უნდა გააკეთოთ ის, რაც მომხმარებლების კმაყოფილებისთვის არის საჭირო, თორემ გაფუჭებულ საქმეს ადვილად ვერ გამოასწორებთ.
  • “ხელების დაკაპიწების” სურვილის არქონა – ყველა პრობლემას პროგრამირებით ვერ გადაჭრით. ბიზნესი ურთიერთობებზე იგება. მოგიწევთ გარეთ გასვლა და ახალი ადამიანების გაცნობა.
  • ჩხუბი დამფუძნებლებს შორის – უთანხმოება და კონფლიქტი დამფუძნებლებს შორის საკმაოდ გავრცელებულია. თანადაფუძნებლები, როგორც ამბიციური ადამიანები ხშირად არიან მიდრეკილნი იმისკენ, რომ არ დაეთანხმონ სხვას.
  • საქმის “ნახევარი გულით” კეთება – ანუ “ქადა ორივე ხელით იჭმება”. მიზანდასახულობის და სიმტკიცის არქონა სულაც არ არის იშვიათი სტარტაპერებისთვის. თუ მიიჩნევთ, რომ ცხოვრებაში სტარტაპის აწყობის გარდა სხვა ოპციებიც გაქვთ, მაშინ მათზე გახდებით დამოკიდებული მენტალურად და მთელი გულით საქმის კეთება არ გამოგივათ.

18-Mistakes-That-Kill-Startups-_geo

 

სტატია მომზადდა Ideahub-თან თანამშრომლობით.

წყარო: Business Insider

Paul Graham

 

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , ,

Category: Infographics, PR, Start-up, ადამიანური რესურსების მართვა, ბიზნესი, გაყიდვები, ინტერნეტი, ლიდერები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, პროდუქტიულობა, რეკლამა, სტრატეგია, ფინანსები, ფული

Comments (3)

Trackback URL | Comments RSS Feed

Sites That Link to this Post

  1. baidu.com | October 14, 2015
  2. nike cardinals 90 mens darnell dockett black alternate stitched nfl limited jersey | October 27, 2015
  3. wow screenshots | January 10, 2016