ერთი რამ, რასაც წარმატებული ადამიანები არასდროს აკეთებენ

mm

რთულია, თავი წარმატებულად იგრძნო, როდესაც პრობლემის წინაშე დგები. შესაძლოა დაკარგო სამსახური, დახურო ბიზნესი, ან გითხრან რომ თქვენი გენიალური იდეა არ გაამართლებს და თქვენ თავს სრულიად დამარცხებულად იგრძნობთ.

გავიხსენოთ, უინსტონ ჩერჩილის გამოთქმა ” წარმატება სხვა არაფერია თუ არა, წარუმატებლობიდან წარუმატებლობაზე გადასვლა, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე”.

სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ, წარმატებული ადამიანები არასდროს ნებდებიან, მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცაში არ უმართლებთ.

ჩერჩილი ამის საუკეთესო მაგალითია, ნობელის პრემიის ლაურეატს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრად ორჯერ არჩეულს სკოლაში საქმეები კარგად არასდროს მისდიოდა. ის დამარცხდა, წააგო არჩევნებში და დაკარგა ადგილი პარლამენტში, თუმცა გახდა პრემიერ მინისტრი 62 წლის ასაკში.

ყველაზე წარმატებული ადამიანებიც კი არაერთხელ დამარცხებულან.

მაიკლ ჯორდანი — კალათბურთის სუპერვარსკვლავი სკოლის საკალათბურთო გუნდიდან გამოაგდეს. მისი ცნობილი გამონათქვამია: “ჩემი კარიერის განმავლობაში 9000 წარმატებული დარტყმის შანსი გავუში, 26-ჯერ მეგონა რომ გავიმარჯვებდი, მაგრამ შევცდი. მე კიდევ და კიდევ ვმარცხდებოდი, სწორედ ამან მაქცია წარმატებულად.” ჯორდანი ვერასდროს გახდებოდა სპორტის ლეგენდა, თუ ის გაშვებული შანსის ან წაგების გამო დანებდებოდა.

თავად სტივ ჯობსი, ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესმენად აღიარებული პერსონა, გამოაგდეს კომპანია ეფლიდან, რომელიც მან თავად შექმნა. ის არ დანებდა, წლების შემდეგ დაუბრუნდა თავის კომპანიას და წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია.

აბრაამ ლინკოლნი ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტად მიიჩნევა. მასაც ჰქონდა წარუმატებელი მომენტები, ისიც მარცხდებოდა. მისი სამხედრო კარიერის მანძლზე იგი წავიდა ომში როგორც კაპიტანი, მაგრამ დაბრუნდა როგორც რიგითი. მან სხვადასხვა ბიზნესშიც მოსინჯა თავი, წააგო ყველა არჩევნები, მანამ სანამ პრეზიდენტი არ გახდა.

მნიშვნელობა არ აქვს თქვენს სფეროს, ან თქვენი მარცხის რაობას. თქვენ უნდა ირწმუნოთ საკუთარი თავის და განაგრძოთ სვლა.

სტივენ კინგმა, მისი პირველი ნოველა “კერი”, 30 რედაქტორს აჩვენა და ოცდაათივესგან უარყოფითი პასუხი მიიღო. მისთვის ნოველა ხელნაწერიდან მალე იქცა ნაგვად, თუმცა მისი ცოლის შეგონებით, რომ იგი არ უნდა დანებებულიყო, “კერი” დღეს საშინელებათა ჟანრის კლასიკაა.

ჩარლზ შულცი — ცნობილი ამერიკელი, მულტიპლიკატორი კარიერის დასაწყისში უამრავ წინაღობას წააწყდა. სკოლის გაზეთმა, ყველა მისი კომიქსი დაიწუნა, თუმცა კარიერა ვოლტ დისნეიში დაასრულა.

ელვის პრესლი მისი პირველი გამოსვლის შემდეგ სამსახურიდან გაუშვეს.
ბითლზების პირველი ალბომი წარუმატებელი აღმოჩნდა.

სტივენ სპილბერგს კინემატოგრაფიის სკოლიდან სამჯერ უთხრეს უარი მიღებაზე.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მორალი: შენ არასდროს იცი, წარმატება როდის გეწვევა, დაგიბარებენ თუ არა გასაუბრებაზე და თუ კი მაშინ გეტყვიან თუ არა დადებით პასუხს.

გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, არ დანებდეთ, სცადეთ კიდევ. დამარცხდით კიდევ ერთხელ, დამარცხდით უკეთესად.

 

წყარო: Business Insider

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

Category: ბიოგრაფიები, განათლება, თვითგანვითარება, ისტორია, კარიერა, ლიდერები, მსოფლიო, პროდუქტიულობა, საინტერესო ფაქტები, სტრატეგია, სხვადასხვა, ფსიქოლოგია

Comments are closed.