რატომ შეიძლება გახდეს მარცხი ინოვაციის საფუძველი?

l

თქვენი ნებაა დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ შეცდომები ხშირად აღვივებენ ალღოს და შორსმჭვრეტელობას და ასტიმულირებენ ინოვაციებს.

Honda-ს დამფუძნებლის სიტყვებით “წარმატება 99 პროცენტით მარცხისგან შედგება.”

შეცდომები იძლევა იმაზე მეტი ვარიაციის საშუალებას, ვიდრე მოელით — არასწორ ადგილას უხვევთ მაგრამ პოულობთ უკეთეს გზას მიზნის მისაღწევად. წიგნში Happy Accidents პენიცილინის, ჩუტყვავილას ვაქცინისა და ვიაგრას გარდა უამრავი სამედიცინო გამოგონებაა აღწერილი, როგორც შეცდომის შედეგი.

ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი კომპანიებისთვის ხელი შეუწყოს იმ კულტურის განვითარებას, რომელიც სიხარულით ხვდება პროდუქტიულ შეცდომებს — ისეთი ტიპისას, რომელიც ბიძგს აძლევს კრეატიულ აზროვნებას და ახალი გზების ძიებას. თუ ლიდერისთვის მიუღებელია მარცხი, ამგვარად ის კლავს ინოვაციებს კომპანიაში. პროდუქტიული შეცდომების მისაღებად მზად უნდა იყოთ სულელური შეცდომებისთვისაც. როგორც აქციების ფლობის შემხვევაში ხართ მზად დიდი მოგების მისაღებად პორტფოლიოში გქონდეთ ისეთი აქციებიც, რომლებმაც შესაძლოა გაზარალოთ კიდეც.

სიმართლე მარცხის შესახებ

როგორც ჯეიმს ჯოისმა აღნიშნა, შეცდომებს ახალ აღმოჩენებამდე მივყავართ. ისინი გვაიძულებენ ხედვის ვიწრო არეალი გავიფართოვოთ და უფრო ინტენსიურად ვიფიქროთ. ისინი იწვევენ პერიფერიის სრულყოფილ კვლევას, და იმ არეაზე ფოკუსირების საშუალებას გვაძლევენ, სადაც შეიძლება განძი იყოს დამალული. ტომას ჯ. უოტსონ სენიორს, IBM-ის დამფუძნებელს, კარგად ესმოდა ეს ჭეშმარიტება, როცა თქვა:  “მაშ, მიდით და დაუშვით შეცდომები. დაუშვით იმდენი, რამდენიც შეგიძლიათ, რადგანაც მხოლოდ იქ იპოვით წარმატებას: მარცხის შორეულ მხარეს.”

მაგრამ, ეს შესანიშნავი მაგალითები გამონაკლისებს უფრო მიეკუთვნება, ვიდრე საერთო წესს.

კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზაციის დიდი ნაწილი არც ისე ლოიალურია შეცდომების და მარცხის მიმართ. უმეტესობას მთლიანად უნდა შეცდომების თავიდან არიდება. ეს იმიტომ ხდება, რომ მენეჯერების უმეტესობა შედეგზე ლოცულობს ინოვაციის ნაცვლად.

მარცხთან გამკლავება

მოდით, გულწრფელად აღიარეთ საკუთარ თავთან, თუ რა დამოკიდებულება გაქვთ შეცდომების მიმართ. ქვემოთ მოცემულია 5 ყველაზე ხშირად მიღებული პასუხი ამ კითხვაზე. შეარჩიეთ ერთი, რომელიც ყველაზე ახლოსაა თქვენს განწყობასთან  და ქცევასთან როცა დაბრკოლების ან მარცხის პირისპირ აღმოჩნდებით.

1. მე მძულს შეცდომები, მათ სწრაფად ვმალავ, ძალიან ცოტას ვსწავლობ და სავარაუდოდ მომავალშიც მომიწევს მათი გამეორება.

2. თუ შეცდომის დამალვა არ შემიძლია, ვცდილობ გავაანალიზო რა მოხდა და ვის შეიძლება დაბრალდეს; მცირე სწავლაც ხდება ამ პროცესში, მაგრამ ხშირად ეს თითის გაშვერა და ეგოს დაცვაა.

3. ჩემთვის ზოგადად მისაღებია კარგი განზრახვით დაშვებული შეცდომები როგორც საკუთარ თავში, ასევე სხვებში. მიმაჩნია, რომ სამსახურში ადამიანებს ჯილდოები უნდა გადაეცეთ როცა კარგი განზრახვის გამო განიცდიან მარცხს.

4. ჩემთვის ხანგრძლივი პერსპექტოვით სწავლა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ხანმოკლე შედეგები და აბსოლუტურად მისაღებია, რომ შეცდომები ამ პროცესის ნაწილია. მე ვცდილობ გავითავისო მცირე შეცდომებიდან მიღებული ცოდნა.

5. ზოგჯერ სპეციალურად დამიშვია შეცდომები, ისეთი რაღაცეების ცდით, რაც ჩემს ნათელ გონებას ეწინააღმდეგებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ გადამემოწმებინა, რამდენად სწორად ვფიქრობდი ამ შემთხვევაში.

რაც უფრო დიდი ციფრი შემოხაზეთ, უფრო კარგად და პოზიტიურად უმკლავდებით მარცხს. Wharton Executive Education-ში ჩატარებული კვლევის შედეგები ასეთია: 1-3%, 2-32%, 3-42%, 4-22%, და 5-1%. ადამიანების უმრავლესობამ (74%) შემოხაზა მეორე და მესამე დებულებები, რაც იმას ნიშნავს რომ მენეჯერების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი, რათა რეალურად შეძლონ რაიმე ახლის სწავლა შეცდომებიან გზაზე.

წყარო: Inc.

Comments

comments

Tags: , , , , , ,

Category: თვითგანვითარება, საინტერესო ფაქტები, ფსიქოლოგია, წიგნები

Comments (2)

Trackback URL | Comments RSS Feed

Sites That Link to this Post

  1. buy cheap madden 18 coins ps4 | August 25, 2017
  2. cheap mut coins ps4 supplier | August 30, 2017