ბიზნეს გეგმის 4 ტიპი (და რეკომენდაციები მათი დაწერის და გამოყენების შესახებ)

4-types-late-paying-customers1

წიგნში ‘’შეადგინე შენი ბიზნეს გეგმა’’ მეწარმეთა მედიის გუნდი გვთავაზობს იმის სიღრმისეულ ანალიზს, თუ რა არის აუციელებლი ნებისმიერი ბიზნეს გეგმისთვის, რა უფრო ხელსაყრელია თქვენი რისკიანი წამოწყებისთვის და როგორ უნდა დააზღვიოთ  წარმატება. შემოთავაზებულ  ნაწყვეტში ავტორები აღწერენ იმ ოთხი ტიპის ბიზნეს გეგმას, რომელთა დაწერაც შეგიძლიათ და გთავაზობენ გზებს, რა უნდა გამოიყენოთ თითოეული მათგანის შესაქმნელად.

ბიზნეს გეგმები, პირობითად, 4 ძირითად ტიპად იყოფა. არსებობს ძალიან მოკლე ანუ მინი-გეგმები, საპრეზენტაციო გეგმები, ე.წ. დეკს(Power Point-ის პრეზენტაციები), სამუშაო გეგმები და გეგმები სახელოდებით ‘’რა მოხდება, თუ…’’ თითოეული მათგანის შექმნას განსხვავებული დროის და მოცულობის შრომა სჭირდება, რომელიც ყოველთვის არ არის შედეგის პროპორციული.

უნდა ითქვას, რომ ძალიან დახვეწილი და კარგად მომზადებული გეგმა აუცილებლად  არ იქნება მოკლე ვარიანტზე უკეთესი. წარმატება ბევრ და მრავალფეროვან ფაქტორზე და, აგრეთვე, იმაზეა დამოკიდებული, რომ სწორი გეგმა სწორ დროს და ადგილას გამოიყენო. მაგალითად, ახალ დამქირავებელს შესაძლოა არ სურდეს თქვენი კარგად დამუშავებული და დახვეწილი გეგმის წაკითხვა,რომლის მსგავსიც არაერთხელ წაუკითხავს, პოტენციური ინვესტორისთვის კი პირიქით, შეიძლება ის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.

მინი-გეგმა

მინი-გეგმას  ბევრი ანიჭებს უპირატესობას, რადგან მისი წაკითხვა საკმაოდ მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელია სმარტფონებსა თუ ტაბლეტებში. თქვენი მინი-გეგმა უნდა მოიცავდეს ყველა იმ დეტალს, რომელსაც ვრცელ გეგმაში გამოიყენებდით, თუმცა თქვენს ძირითად სათქმელს ამ შემთხვევაში უფრო მოკლედ, კონკრეტულად და მთავარ ფაქტორებეზე ხაზგასმით ამბობთ. როგორც წესი, ეს არის ის, რაც მცირე-ბიზნესის წამოწყებისთვის გესაჭიროებათ. უფრო ფართო წარმოებისთვის კი თქვენ ბიზნეს-გეგმის ვრცელი ვერსია დაგჭირდებათ.

საპრეზენტაციო-გეგმა

Power Point-ის გამოჩენამ შეცვალა ბიზნეს გეგმების წარმოდგენის უმეტესი თუ არა, ძალიან ბევრი გზა  მაინც. და თუმცა თანამედროვე გეგმა თავის წინამორბედებზე მოკლეა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მისი წარდგენა  უფრო ადვილია. ბევრი ადამიანი ათენებს ღამეებს მომავალი პრეზენტაციის მოლოდინსა და მომზადებაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს პრეზენტაცია მისი მომავალი ბიზნესის ბედს წყვეტს. გეგმის წარდგენა დეკით(Power Point პრეზენტაცია) საკმაოდ ეფექტურია. მაშინ, როცა გეგმის მკითხველი შეიძლება ყოველთვის ვერ მოხიბლოთ თქვენი ქარიზმით, ბიზნესით გატაცებით ან მათ არ ჰქონდეთ კითხვების დასმის საშუალება. 20-წუთიანი პრეზენტაციებისას კი საქმე სხვაგვარადაა!  თქვენ შეგიძლიათ მოიცვათ ყველა ძირითადი საკითხი კონცეფციის და მიზნით დაწყებული ფინანსური პროგნოზებით დამთავრებული.

გახსოვდეთ, რომ ვიზუალური მხარე ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს, გაუკეთეთ სურათებს კომენტარები, რათა ხაზი გაუსვათ თქვენს იდეებს და აუდიტორიისთვის მოსაწყენი არ გახდეს იმის მოსმენა, რასაც თავადაც წაიკითხავენ ეკრანზე.

მართალია საპრეზენტაციო გეგმა მოკლეა, თუმცა არ მოტყუვდეთ – მას ხანგრძლივი და რთული დაგეგმვა სჭირდება. ყველა კითხვა, რომელიც შეიძლება დაიბადოს – ვინ, რა, სად, რატომ, როდის და როგორ – თქვენს პრეზენტაციაში პასუხგაცემული უნდა იყოს.

სამუშაო გეგმა

სამუშაო გეგმა ის ინსტრუმენტია, რომლითაც თქვენმა ბიზნესმა უნდა იმუშაოს. ის უნდა იყოს გრძელი და დეტალური, მაგრამ შეიძლება მისი მოკლე პრეზენტირება. როგორც მინი-გეგმის მომზადებისას, სამუშაო გეგმის შედგენისას თქვენ შეგიძლიათ გამოიჩინოთ პირდაპირობა და არაფორმალურობა. თუკი გეგმაში განზრახული გაქვთ წარმოადგინოთ საბანკო სესხის კომიტეტი, თქვენ შეგიძლიათ აღწეროთ თქვენი მეტოქე, როგორც კონკურენტი თავდაპირველი ფასის საფუძველზე. სამუშაო გეგმაში თქვენი კომენტარი კონკურენტზე შეიძლება ასე ჟღერდეს: ‘’შეწყვეტს კი ოდესმე ჯონი ფასის ამ გიჟურ ცვლილებებს?’’

სამუშაო გეგმაში არ უნდა გამოგრჩეთ ისეთი დეტალები, რომელთა ახსნა თქვენი თავისთვისაც საჭიროა. სამაგიეროდ,  არ დაგჭირდებათ თანამშრომლების რეზიუმეები ან პროდუქციის ფოტოები დანართის სახით.

შიდა პოლიტიკურმა შეხედულებებმა შეიძლება განსაზღვროს თქვენი გადაწყვეტილება  ბიზნეს გეგმაში გარკვეული ინფორმაციის შეტანის ან არ შეტანის თაობაზე. ბევრი მეწარმე მგრძნობიარეა იმ ფაქტის მიმართ, რომ მათმა თანამშრომლებმა იციან ზუსტი ხელფასი, რომელიც მფლობელს ბიზნესისგან სახლში მიაქვს. თქვენ თამამად და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს ინფორმაცია ბიზნეს გეგმაში, რადგან ამით თქვენს კონფიდენციულურ ინფორმაციას იცავთ.

სამუშაო გეგმა არის  დოკუმენტი, რომელიც ჰგავს ძველ ფრაკს ოფისში შაბათობით რომ ატარებთ, ან ძველ სატვირთოს, რომელიც არასდროს ფუჭდება. ის ყველაზე პრაგმატული ინსტრუმენტია და არსებობს იმისთვის, რომ გამოიყენონ და არა იმისთვის, რომ ეთაყვანონ.

გეგმა ‘’რა მოხდება, თუ…’’

როცა თქვენ უჩვეულო ვითარების წინაშე ხართ,  გჭირდებათ გარკვეული გეგმის ვარიანტი. მაგალითად, როცა ბანკის დაფინანსებას ეძებთ,   დაგჭირდებათ სამოქმედო გეგმა. ეს გეგმა ეფუძნება ყველაზე უარესს სცენარს, რომლითაც თქვენი ბიზნესის მუშაობა შეიძლება წარიმართოს – ბაზრის დაკარგვა, ფასების მძიმე შეჯიბრი, მენეჯერული გუნდის ძირითადი წევრის დანაკლისი და სხვა. სამოქმედო გეგმის წყალობით ბანკირებს და ინვესტორებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. ეს გეგმა იმის დადასტურებაა, რომ მათ იმაზე მეტი აქვთ გათვლილი და გააზრებული, ვიდრე ვარდისფერი სათვალიდან შეიძლება ჩანდეს.

ბიზნესს თქვენ შეიძლება განიხილავდეთ როგორც მონაპოვარს, რომელშიც ფორმალური სამოქმედო გეგმა(ანუ გეგმა ‘’რა მოხდება, თუ…’’)  დაგეხმარებათ გაიგოთ რა შენაძენია  ღირებული და  როგორ შეიძლება მან მოახდინოს გავლენა თქვენს ძირითად საქმიანობაზე.

რა მოხდება, თუ გაზრდით ფასებს, ინვესტიციებს ჩადებთ თანამშრომლების ტრეინინგებში ან შეამცირებთ ორმაგ ძალისხმევას?  ‘’რა მოხდება, თუ…’’ გეგმა შეიძლება არ იყოს ისეთი ფორმალური, როგორც საპრეზენტაციო გეგმა. თქვენ, ალბათ, გსურთ აწონ-დაწონოთ გაფართოების შანსები. ეს გეგმა კი დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები სივრცის, აღჭურვილობის და პერსონალის გაზრდის საჭიროებებით გამოწვეული დილემების დროს.

ის, რაც ამ ტიპის გეგმებს  სამუშაო და საპრეზენტაციო გეგმებისგან განასხვავებს ისაა, რომ მასში თქვენ დეტალურად არ აღწერთ, როგორ წარმართავთ და ამუშავებთ თქვენს ბიზნეს. ის, არსებითად, თქვენი ბიზნეს გეგმის დანართია. და ბოლოს, თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ შთანთქოთ კონკურენტი ან მნიშვნელოვნად გააფართოოთ ბიზნესი, თქვენთვის მისაღები და სასურველი იქნება იმ იდეების გამოყენება, რომლებიც უკვე ადაპტირებული იქნა მსგავს სიტუაციებში.

 

 

წყარო: Entrepreneur

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , , , ,

Category: Start-up, ბიზნესი, განათლება, მარკეტინგი, მენეჯმენტი, სტრატეგია, ფინანსები, წიგნები

Comments are closed.