როგორ ამოვიცნოთ ადამიანები შერლოკ ჰოლმსივით

რა კარგი იქნებოდა, რომ შეგვეძლოს ერთი შეხედვით ვთქვათ ვინ როგორი ადამიანია…
შერკოლ ჰოლმსი ამას ყოველთვის აკეთებს და ეს საოცარია. შეგიძლიათ გადახედოთ ნაწყვეტს BBC-ის „შერლოკიდან“.

რა თქმა უნდა, შერლოკ ჰოლმსი მოგონილი პერსონაჟია და არავის შეუძლია ადამიანების ასე ამოცნობა. მაგრამ რა იქნება, თუ ვისწავლით იმ უნარებს, რაც საჭიროა ამისთვის? მეთოდები, რომელიც მეცნიერებმა შეიმუშავეს.

ამ ყველაფერზე პასუხი აქვს სემ გოსლინგს.
სემი არის ტეხასის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი და ავტორი წიგნისა: “Snoop: What Your Stuff Says About You”. სემი გვეტყვის:

  • რა მეთოდები მუშაობს (და რა არა), როცა ადამიანის ამოცნობას ცდილობთ.
  • როგორ მივიღოთ მეტი პირველი შთაბეჭდილების დროს.
  • რას გეუბნებათ ადამიანზე მათი სახლი ან ოფისი.
  • რას გეუბნებათ ადამიანის პიროვნულ თვისებებზე მისი Facebook-ის პროფილი.
  • როგორ უნდა მიხვდეთ გატყუებთ თუ არა ადამიანი.

რაში ცდება შერლოკი და როგორ შეგიძლიათ თქვენ გაიგოთ სიმართლე? სემი ამბობს, რომ შერლოკი არადამაჯერებელია, რადგან თქვენ მაინცდამაინც ბევრს ვერ იტყვით ადამიანზე ერთი პატარა დეტალით.

„შერლოკ ჰოლმსი დაინახავს გაცვეთილ ფეხსაცმელს კედელთან და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გააანალიზოს ადამიანი. მაგრამ უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს რის გამოც შეიძლება გაცვეთილი გქონდეთ ფეხსაცმელი. ამიტომ უნდა დავინახოთ ტენდენცია ქცევებში“-ამბობს სემი.

„ხშირად ვუყურებ ხოლმე ადამიანების ფოტოებს. ეს ძალიან ბევრს ამბობს მათზე. ჩემს თავს ვეკითხები“ 10,000 ფოტოდან, რომელიც გადაიღო, რატომ მაინცდამაინც ეს სამი?“ ხშირად გეუბნებათ ფოტოები კონკრეტულ ადამიანზე, რომ ის მეცნიერი, გმირი ან მეოჯახეა? ეს ტენდენცია ძალიან დაგეხმარებათ.“

სემი იყენებს სამ კატეგორიას, რაც დაგეხმარებათ პიროვნების ამოცნობაში.
1. პიროვნული მოთხოვნები
2. მარეგულირებლების გრძნობა
3. ქცევითი „ნარჩენები“

1) პიროვნული მოთხოვნები

ადამიანებს უნდათ, რომ მათ გაუგონ. არის რაღაც ნიშნები, რაც გვეუბნება როგორი ადამიანია ესა თუ ის პიროვნება და როგორ უნდა, რომ მას აღიქვამდნენ.
მაისური წარწერებით. მუსიკა. ტატუ. მიაქციეთ ამ ყველაფერს ყურადღება, რადგან ისინი ზუსტ მინიშნებებს გვაძლევენ.

ამას ამბობს სემიც: „პიროვნული მოთხოვნები არის წინასწარ მოფიქრებული, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი დამოკიდებულებების, მიზნებისა და ფასეულობებიდან გამომდინარე. ერთ-ერთი ნიშანი, რაც მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, არის, რომ დაიმახსოვროთ პიროვნული ნიშნები, რადგან ისინი წინასწარაა მოფიქრებული და ხშირად მათ მანიპულაციას განვიცდით. ზოგადად, ადამიანებს ნამდვილად უნდათ, რომ მათ იცნობდნენ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდნენ.“

2) მარეგულირებლების გრძნობა

„ამ ფოტოზე ეს სკამი ცუდად არა ჩანს?“ ეს შენ არ გეხება. ეს მათთვისაა. მათ ეს მოსწონთ.

3) ქცევითი „ნარჩენები“

ეს არის ის, რასაც ყოველთვის ეძებს შერლოკ ჰოლმსი. ის, რასაც ვტოვებთ გარშემო, ბევრ რაღაცაზე მიგვანიშნებს. რა არის ამის კარგი მაგალითი?

ჩაიხედე სხვის ნაგვის ურნაში. მართლა. ეს ძალიან, ძალიან მრავლისმეტყველია.

რატომ? იმიტომ რომ მასში სპეციალურად არ ვაკეთებთ არაფერს. ეს ზუსტად ასახავს ჩვენს ქცევებს.

რამდენად ხშირად აკვირდებით თქვენს ნაგვის ურნას იმიტომ, რომ გაიგოთ სხვები რას ფიქრობენ თქვენზე? რა თქმა უნდა, ამას არ აკეთებთ.

სემი წიგნში “Snoop” წერს: „ნაგავი სულის სარკეა.“

ახლა ძირითად საკითხებზე გადავიდეთ. როგორ უნდა გამოიყენოთ ეს ყველაფერი, როცა ახალ ადამიანს ხვდებით?
ენდეთ პირველ შთაბეჭდილებებს — მაგრამ მზად იყავით მათ „შესასწორებლად“.

კარგი ამბავი: თქვენი პირველი შთაბეჭდილებები ძირითადად სწორია.

ცუდი ამბავი: კარგია პირველი შთაბეჭდილებები თუ ცუდი, ის დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე და მისი შეცვლა ადვილი არაა.

სემი წერს: „პირველი შთაბეჭდილებები ხშირად ძალიან გვეხმარება, მაგრამ მათი განახლებაც სწრაფად უნდა შევძლოთ. ეს კი ძალიან რთულია.”

რას უნდა ვენდოთ პირველი შთაბეჭდილებების დროს? თუ ვინმე ექსტრავერტად ან თავდაჯერებულად გამოიყურება, დიდი შანსია, რომ ის მართლაც ასეთია.
რას გვეუბნება ჩაცმულობა?
ტანსაცმელი ძვირია? ქალი თავს მრავალფეროვნად გვაჩვენებს? ჩანს ბიჭის კუნთები? მაშინ თქვენ საქმე ნარცისებთან გაქვთ.

„ნარცისები დიდ ყურადღებას აქცევენ გარეგნობას. ქალები მიდრეკილნი არიან, რომ მრავალფეროვნად გამოიყურებოდნენ. კაცები კი ცდილობენ, დაგანახონ კუნთები.“

ხშირად გვიწევს ადამიანებთან პირველად კონტაქტი ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

„ვფიქრობ, ხელმოწრილი ფაილები კარგი ინდიკატორია ადამიანის იდენთიფიცირებისთვის. ასევე მრავლისმიტყველი ნიშანია ციტატა ელექტრონული წერილების ბოლოს. შეიძლება ბევრი არ იყენებდეს ციტატას და ხელმოწერას წერილების ელეტრონულად წერისას, მაგრამ მათ ალბათ აქვთ Facebook-ის ანგარიში. შეგვიძლია ვენდოთ აქ როგორ წარმოაჩენენ თავს?”

Facebook-ის პროფილები, როგორც წესი, ძალიან ზუსტია — კვლევებმა აჩვენა, რომ აქ შეგიძლიათ ნახოთ უამრავი ინფორმაცია ადამიანზე. Facebook-ს აქვს ანგარიშვალდებულება: თუ დაპოსტავთ ბევრ ისეთ რაღაცას, რაც თქვენ საერთოდ არ შეგეფერებათ, მეგობრები ამას იტყვიან და ხალხიც გაიგებს.

„ის იძლევა ზუსტ შთაბეჭდილებებს. მაგალითად, რა უნდა გავაკეთო, რომ თავი „მეცნიერად“ წარმოვაჩინო. ბევრი ნამდვილად არ ვიცი კლასიკურ მუსიკაზე. ამიტომ, ჩემთვის ძალიან რთული იქნება ამაზე საუბარი. წავიდე მსგავს შოუებზე და გადავიღო ფოტოები ასეთ ადგილებში? ეს ზედმეტად დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „ფეისბუკი“ ძალიან გამოსადეგია, არის ის, რომ ის ზუსტად ასახავს იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. თუ მე დავდებ ფოტოს, სადაც პარაშუტით ვარ, ზვიგენებთან ვცურავ და ა.შ, ჩემი მეგობრები დაწერენ, რომ ეს ყალბია. რადგან მათ იციან, რომ ეს ის არაა, რასაც მე ვაკეთებ.“ — ამბობს სემი.

სემის აზრით, კიდევ რა მეტყველებს ყველაზე მეტს პიროვნებაზე? პერსონალური ვებ-გვერდები.
რაც შეეხება გაცნობის საიტებზე ადამიანების პროფილებს, სემს ამ საკითხზე კვლევა არ ჩაუტარებია, თუმცა ისინი გაცილებით ნაკლებ ინფორმაციას გვაძლევენ, ვიდრე ფეისბუკის ანგარიშები.

„ვებ-გვერდები და ფეისბუკის პროფილები ზუსტ შთაბეჭდილებებს გვიქმნიან, განსხვავებით გაცნობის საიტებისგან, სადაც მომხმარებლები ცდილობენ, რომ დადებითი კუთხით წარმოჩნდნენ.“

ეს ინტერნეტში, მაგრამ რას ვიტყვით რეალურ სამყაროზე? როცა უყურებ ოფისს ან სახლს, რა შეიძლება გითხრან დეტალებმა ამ შემთხვევაში?

უბრალოდ რომ გარეთ გაიხედოთ და ვინმეს სახლს შეხედოთ (მაგალითად, როგორაა ის მორთული საახალწლოდ), ეს მიგანიშნებთ რამდენად სოციალურია ის. აქვთ თუ არა მრავალფეროვანი ნივთები? ასეთი ადამიანები ღია არიან გამოცდილებებისთვის.

ეს ყველაფერი წარმოდგენილია სუფთა და დალაგებულ ოთახში? ეს კეთილსინდისიერებასა და სანდოობაზე მიგვანიშნებს.
არის თუ არა ეს ადგილი კომფორტული? მაცდური? მაშინ თქვენ ექსტრავერტ ადამიანთან გაქვთ საქმე.

„რაც შეგვიძლია საერთო აღმოვაჩინოთ სახლსა და ოფისში, ესაა გულახდილობისა და კეთილსინდისიერების შეგრძნება. უფრო მეტად ექსტროვერტი ადამიანები მიდრეკილები არიან მაცდური გარემოსკენ. მათ ექნებათ ღია კარი და მეტი კომფორტული სივრცე. მათ უნდათ, რომ მათთან ხალხი იყოს. შეიძლება მაგიდაზე ტკბილეულიც კი ჰქონდეს“-წერს სემი.

კიდევ ერთი შესანიშნავი ნიშანია იმაზე დაკვირვება, თუ რა მიმართულება აქვთ საგნებს.
ოჯახური ფოტოები სტუმრებისკენ იყურება თუ მათი მესაკუთრისკენ? ან ჩარჩოში ჩასმული დიპლომები?
ეს გეუბნებათ ვისზე გავლენის მოსახდენადაა მსგავსი ნივთები. მათ უნდა იმოქმედონ თქვენზე თუ მათზე.

სემი ამბობს, რომ: „ნივთების ადგილმდებარეობას და მიმართულებას ნამდვილად დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს. შეიძლება ის ძალიან ახლოს იყოს იმ ადგილთან, სადაც მუშაობენ ან ხშირად სხედან, ან უბრალოდ იყოს ოთახის ცენტრში. ეს საგულისხმო ნიშანია.“

ასევე განსხვავდება ნივთები ოთახების მიხედვით. უფრო მეტად პირადულ ოთახებში (საძინებლებში) განთავსებული ნივთები, გაცილებით მეტს გიყვებათ პიროვნებაზე.
ზედმეტად მეცნიერული წიგნები თაროზე უბრალოდ მტვერს ხომ არ „აგროვებს“? დიახ, ვიღაცას სურს, რომ თავი ჭკვიანად მოგაჩვენოთ.
მაგრამ რას იტყვით რომანზე, რომელიც საძინებლის გვერდით, ტუმბოზეა მოთავსებული? ესაა, რაც სინამდვილეში არიან ადამიანები.

საბოლოოდ, შევაჯამოთ ეს ყველაფერი:

1. ბევრი არ ივარაუდოთ უბრალო დეტალით. ყურადღება მიაქციეთ ტენდენციებსა და თემებს. (და თვალი ადევნეთ ნაგვის ურნას)

2. პირველი შთაბეჭდილება ხშირად სწორია, მაგრამ მზად იყავით უცებ შესაცვლელადაც. ექსტროვერტებისა და საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანების ამოცნობა ადვილია. ტანსაცმელიც ბევრს გიყვებათ ნარცისებზე.

3. ენდეთ პერსონალურ ვებ-გვერდებს, Facebook-ის პროფილებსა და ელექტრონული ფოსტის ნიშნებს.

4. სახლები და ოფისები გეტყვით ვინ არის ექსტროვერტი, ვინ – კეთილსინდისიერი და ვინ – მზად ახალი გამოცდილებებისთვის. ყურადღება მიაქციეთ რა მიმართულება აქვთ ნივთებს. რაც უფრო პირადულია ოთახი, მით უფრო ზუსტია „მინიშნებები.“

იმედია, ეს დაგეხმარებათ გაიგოთ მეტი ახალი ან ძველი მეგობრების შესახებ.

 

წყარო: Time

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

Category: ეს საინტერესოა, თვითგანვითარება, სხვადასხვა, ფსიქოლოგია, წიგნები

Comments are closed.