როგორ ვისწავლოთ ძალიან სწრაფად? (ინფოგრაფიკა)

goldfish jumping out of the water

თქვენ იმაზე სწრაფად შეგიძლიათ სწავლა, ვიდრე ამას ახლა აკეთებთ. აქ მთავარი ხრიკი იმაში მდგომარეობს, რომ  თქვენ გამოტოვებთ სწავლის პროცესს და პირდაპირ გადახვალთ იმ საქმის კეთებაზე, რისი სწავლაც გინდოდათ. სწავლის ამ კინესთეტიკურ პროცესში შემდეგი რამ ხდება – სწავლობ კეთებით.

შედეგს ორი დადებითი მხარე აქვს, ერთი ის რომ საქმეს გააკეთებთ, ის ჩაიწერება თქვენს ვირტუალურ პორტფოლიოში – ამის შესახებ თქვენს მომავალ დამსაქმებელს მოუყვებით, გააოცებთ მეგობრებს და წვეულებებზეც დაიკვეხნით. იმიტომ რომ თქვენ გაკეთებული გაქვთ რაღაც, მისი კეთების სწავლის გარეშე.  ამ მეთოდის მეორე პლუსი ისაა, რომ ის უფასოა. რაღაზე უნდა იფიქრო? უბრალოდ მთავარია იყო მამაცი, არ შეგეშინდეს რომ არ იცი, მიიღე ეს როგორც შესაძლებლობა და გამოაჩინე, რომ შენ ეს შეგიძლია.

აქედან გამომდინარე, ცხოვრებაში რაიმეს სწავლის ორი შანსია, ერთი, მოანდომო თეორიულ სწავლებას წლები ან პრაქტიკაში შეისწავლო სწრაფად. უფრო დეტალურად, Funders and Founders-ის ინფოგრაფიკიდან შეიტყობთ:

how-to-learn-fast

ვიზუალიზაცია სან-ფრანციკოსა და ლონდონის მაგალითზეა მოცემული, რომელთა შორის მანძილი 5500 მილია.

როგორ სწავლობენ სხვები სწრაფად?

სწავლა კითხვით – ფეხით სიარულს ჰგავს, თუ დღე-ღამეში 24 საათი ივლით და ლევიტაციის ძალასაც დაიხმართ, ლონდონში 1833 საათში ჩახვალთ.

სწავლა სკოლაში – ველოსიპედით გადაადგილებას ჰგავს, თუ დღე-ღამეში 24 საათი ატარებთ, ლონდონში 366 საათში იქნებით.

სწავლა მენტორისგან – იგივეა რაც მანქანის ტარება, ამ ხერხით ლონდონში 85 საათში ჩახვალთ.

სწავლა კეთებით – თვითმფრინავით ფრენის ტოლფასია, 11 საათში, დანიშნულების ადგილზე ხართ.

სწავლა დიდი რისკების გაწევით – რაკეტით ფრენას გავს, სწორედ ეს მეთოდია, უამრავი მეწარმის წარმატების საწინდარი. თუ რაკეტით მოგზაურობას გადაწყვეტთ, ლონდონში სულ რაღაც 33 წუთში იქნებით.

მეწარმეები უსწრაფესად ითვისებენ, თქვენც უფრო სწრაფად შეძლებთ რაიმეს შესწავლას თუ გაბედავთ და:

გადაეშვებით წყალში, შემდეგ ჩაიძირებით ან გაცურავთ, თუ გაცურვას გადაწყვეტთ, ე.ი ამის შესასწავლად სულ 1 წუთი დაგჭირდებათ.

გაყიდით პროდუქტს, ისე რომ დიდი კორპორაცია არ გექნებათ (ისე, როგორც ბილ გეითსმა დაიწყო)

დატოვებთ თქვენს სამსახურს და გამოიყენებთ მთელ თქვენ დანაზოგს, საკუთარი კომპანიის დასაარსებლად.

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , ,

Category: Infographics, Start-up, ბიზნესი, განათლება, ეს საინტერესოა, თვითგანვითარება, კარიერა, პროდუქტიულობა, საინტერესო ფაქტები, სტრატეგია, სხვადასხვა

Comments are closed.