ვინ არის ამბივერტი და როგორ გაიგოთ, ხართ თუ არა ერთ-ერთი მათგანი

personality-and-intelligence

ჩვენ ყველას გვსმენია ინტროვერტების და ექსტროვერტების შესახებ.  ყოველდღიურად არაერთ სტატიას ვხვდებით, რომლებშიც საუბრობენ მათზე, საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომლებსაც ასეთი ადამიანები აწყდებიან. მაგრამ, რას იტყვით ამბივერტებზე?

ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ექსტროვერტი ვიყავი, ან, სულ ცოტა, მეგონა მაინც, რომ ვიყავი. თუმცა, დავფიქრდეთ… იქნებ მთელი ცხოვრებაა ინტროვერტი ვარ? ერთი მხრივ, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს სხვების გარემოცვაში ყოფნა – თავდაპირველად ეს ენერგიით მავსებს, თუმცა შემდეგ ძალიან მღლის… მეორე მხრივ, მსიამოვნებს განმარტოება, მშვიდად ყოფნა და ფიქრი, მერე კი თავს მარტოსულად ვგრძნობ და აზრებიც მერევა… სინამდვილეში, ბოლომდე არც ერთ კატეგორიაში არ ვჯდები. ფსიქოლოგიური ტესტების შედეგები ჩემთვის ყოველთვის არასრულყოფილი და არადამაჯერებელია. გამოდის, რომ ინტროვერტიც ვარ და ექსტორვერტიც, ან საერთოდ, არც ერთი მათგანი. დიახ, მე სულაც არ ვარ დაბნეული, მე, უბრალოდ, ამბივერტი ვარ. ტერმინი ,,ამბივერტი’’, შესაძლოა, თქვენთვის ახალია, თუმცა მან შეიძლება განსაზღროს და ნათელი მოჰფინოს თქვენი ხასიათის გარკვეულ თვისებებს.

მარტივად რომ ვთქვათ, ამბივერტს ახასიათებს როგორც ინტროვერტის, ასევე, ექსტროვერტის თვისებები და შეუძლია ამ ორ ხასიათს შორის მონაცვლეობა. შესაძლოა ამბივერტი ბიპოლარულ ადამიანად მოგვეჩვენოთ. ხანდახან ეს ასეცაა, თუმცა, სინამდვილეში, ამბივერტისთვის მთავარი ბალანსის საჭიროებაა.

ამბივერტებს უყვართ სოციალური კავშირები, ურთიერთობები და სხვების გარემოცვაში ყოფნა, თუმცა მათ ასევე სჭირდებათ განმარტოება. ზედმეტად დიდხანს ინტოვერტის ან ექსტროვერტისთვის საჭირო გარემოში ყოფნა უარყოფითად მოქმედებს მათ ხასიათზე. მათთვის, ამბივერტებისთვის, ბალანსი არის  გასაღები!

ამბივერტები, ძირითადად, ბალანსით გამოირჩევიან, ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ მაინც ასეთები იყვნენ. ისინი ეძებენ სოციალურ კავშირებს, ხალხმრავალ ადგილებს და ეს საკმაოდ კარგადაც გამოსდით. არც ზედმეტად ხმაურიანები არიან და არც აგრესიულები, როგორც ეს ექსტროვერტებს ახასიათებთ, თუმცა სიამოვნებთ ადამიანებთან ურთიერთობა. მათ ასევე უყვართ მარტო ყოფნა, თუმცა არ ვარდებიან ისეთ უკიდურესობაში, როგორც ამას ინტროვერტები აკეთებენ. ზედმეტად დიდხანს ექსტროვერტის ან ინტროვერტის თვისებების გამოვლენის შემთხვევაში მათ პიროვნებაში გაურკვევლობა ხდება… ისევ და ისევ, ბალანსი უმნიშვნელოვანესია.

როგორც უკვე ითქვა, ამბივერტის პიროვნება ზოგჯერ დამაბნეველია სხვებისთვის მათი საპირისპირო თვისებებიდან გამომდინარე. მათი ქცევა სიტუაციის მიხედვით იცვლება და შესაძლოა საკმაოდ ადვილად გახდნენ გაუწონასწორებლები. ისინი აკეთებენ რაიმეს მანამ, სანამ ეს სიამოვნებთ.

სწორედ ორ საპირისპირო პოლუსს შორის ყოფნის გამო, ამბივერტები მოქნილი არსებები არიან. გარკვეულ შემთხვევებში მათ აქვთ დასახული პრიორიტებები, თუმცა კარგად ერგებიან უმეტეს სიტუაციებს (დიდხანს არსად ჩერდებიან, ეს წყინდებათ ან გაუწონასწორებლებს ხდის). ისინი კარგად მუშაობენ როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად. შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღებაც და უკან დახევაც, როცა სიტუაცია ამას მოითხოვს. ასევე, ყოველთვის აქვთ გეგმა იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას. თუმცა სხვა მხრიდან თუ შევხედავთ, ასეთმა მოქნილობამ შეიძლება ზედმეტად მერყევიც გახადოს მათი ხასიათი.

ამბივერტს აქვს ძალიან კარგი უნარი გაუგოს როგორც მის მსგავს, ასევე განსხვავებული თვისებების  ადამიანებს. მათ აქვთ ინტუიციის ძალიან კარგი გრძნობა, შეუძლია სხვების ემოციების შეგრძნება და მათი ერთმანეთთან დაკავშირება. ამბივერტებს არ ეშინიათ საუბრის, თუმცა ასევე უყვართ დაკვირვება და მოსმენა. ამბივერტებმა იციან, როდის დავეხმაროთ და როდის დავრჩეთ უკანა პლანზე.

რა თქმა უნდა, პიროვნებას არ შეიძლება უბრალო იარლიყი მიაკერო, თუმცა განსხვავებული თვისებების გააზრება დაგეხმარებათ უკეთ გაუგოთ როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს. ასე რომ, თუ თქვენს თავს ზემოთ ნათქვამთან აკავშირებთ, შესაძლოა ამბივერტების ერთ-ერთი წარმომადგენელი თქვენ იყოთ.

 

Truth Theory

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

Category: ფსიქოლოგია

Comments are closed.