ირაციონალურ, გაღიზიანებულ და აგრესიულ ადამიანებთან კომუნიკაციის საიდუმლო

anger-management-4ff954588c805

ფიცხ და აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობა ყველას გვიწევს. საინტერესოა რას გვირჩევენ მკვლევრები მათთან კომუნიკაციის დროს.
პირველ რიგში, მთავარია თქვენ არ გაბრაზდეთ, რადგან ამ შემთხვევაში შედეგად მივიღებთ ორი აგრესიული ადამიანის კამათს. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებლები გაერთობიან, ეს თქვენ ნამდვილად ვერ წარმოგაჩენთ „კარგად აღზრდილად“.

უთხარი თქვენს თავს, რომ მათ უბრალოდ ცუდი დღე აქვთ და ეს თქვენ არ გეხებათ.

„საკუთარი თავის იმით დამშვიდება, რომ გაბრაზებულ ადამიანს უბრალოდ ცუდი დღე აქვს და ეს თქვენ გამო არ ხდება, დაგეხმარებათ მათი აგრესიის განმუხტვაში”– გვთავაზობენ ბოლო დროინდელი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით. მკვლევრები მონაწილეების ტვინის მოქმედებას აკვირდებოდნენ და აღმოაჩინეს, რომ სხვა ადამიანის სიბრაზეზე დაკვირვება თავიდან გვაშორებს ელექტრონულ სიგნალებს, რომელიც დაკავშირებულია უარყოფით ემოციებთან, როცა გაბრაზებულ სახეებს ვხედავთ.

ისინი თავს გიჟებად გვაჩვენებენ. თქვენ მოგინდებათ მათი გაჩუმება ან მათთან დალაპარაკება. მაგრამ ეს არ გააკეთოთ. ეს ბუნებრივი რეაქციაა, თუმცა ის არ მოქმედებს.
ისინი არ ფიქრობენ, რომ არასწორად იქცევიან. ისინი ჩათვლიან, რომ თქვენ ამას თამაშად აღიქვამთ და ცდილობთ მათ მოუგოთ. ამიტომ შეწყვიტეთ თავის დარწმუნება იმაში, რომ მართლები ხართ და მოუსმინეთ.

თუმცა, აქვეა მნიშვნელოვანი ნაწილი: უბრალოდ გაჩუმება საკმარისი არ არის.
არც მხოლოდ მოსმენა…
აქტიური მოსმენა“ –  ეს ეუბნება სხვა ადამიანს, რომ თქვენ მას უსმენთ.
დაიმახსოვრეთ, რომ კარგი მოსმენა არის „არა-შეფასებითი“. არ განიხილოთ და გააანალიზოთ რას ამბობს ადამიანი. უბრალოდ ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ გაიგოთ მათი შესაძლებლობები.
ის სამი კომპონენტისგან შედგება: პერეფრაზირება, გამოკვლევა და დამოწმება.

• პერეფრაზირება: „ეს ისე ჟღერს, თითქოს თქვენ მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ხართ, მაგრამ თქვენ გჭირდებათ დარწმუნება, რომ შეგვიძლია წარმოების გაზრდა თუ მოთხოვნა დიდია. ამავდროულად, თქვენ ნაწყენი ხართ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ფასით და სურვილით ვიმუშაოთ თქვენთან ერთად, რათა მივიღოთ ყველასათვის მისაღები ზომები. ყველაფერი გასაგებია?“
• გამოცნობა: „თქვენ აღნიშნეთ, რომ მიუღებელია ჩვენი შემოთავაზებული ფასი. დამეხმარეთ გავიგო როგორ მიხვედით ამ დასკვნამდე. ასევე ამიხსენით, როგორ შეიძლება შევქმნათ ფასის ისეთი სტრუქტურა, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება თქვენთვის.“
• დადასტურება: „ეს ისე ჟღერს, რომ თქვენ ძალიან იმედგაცრუებული ხართ ჩვენი მრავალფეროვანი წინადადებებით და საკმაოდ დანაღვლიანებული ხართ იმის გამო, რომ დიდი ხნის განმავლობაში ერთად მუშაობა მოგვიწევს.“

აქტიური მოსმენა არის პირველი, რასაც აკეთებენ FBI-ის მომლაპარაკებლები, რათა განმუხტონ სიტუაცია და გადაარჩინონ ადამიანები.

„BCSM შედგება ხუთი საფეხურისგან: აქტიური მოსმენა, ემპათია (თანაგანცდა), ურთიერთგაგება, გავლენა და ქცევითი ცვლილება. პროგრესი ამ საფეხურებს შორის არის ლოგიკური და ერთობლივი. შუამავალი ლოგიკურად აგრძელებს კავშირს პირველი საფეხურიდან (აქტიური მოსმენა) მეხუთე საფეხურამდე (ქცევის ცვლილება).
რატომღაც, იმისთვის, რომ დავამყაროთ ურთიერთგაგება (მესამე საფეხური), აქტიური მოსმენის უნარები (პირველი საფეხური) და ემპათია (მეორე საფეხური) უნდა წარმოადგინოს შუამავალმა. როცა ეს პროცესი გრძელდება, მას მოყვება გავლენა (მე-4 საფეხური) და ქცევის ცვლილება (მე-5 საფეხური). ამ უკანასკნელს შედეგად მოჰყვება კრიზისის წარმატებით დაძლევა, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ წინა საფეხურიც ასევე წარმატებითაა დაძლეული.“

თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არაა და სხეულის ენასაც უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს.

The Most Human Human-ში ვკითხულობთ:

ენა უცნაური რამაა. კომუნიკაციის ექსპერტები ისევ და ისევ გვეუბნებიან რაღაც „7-38-55 წესს“. UCLA-ს ფსიქოლოგიის პროფესორი ალბერტ მეჰრაბიანი ამბობს: 55% იმისა, რასაც ლაპარაკის დროს გადმოსცემთ მოდის სხეულის ენაზე, 38% დატვირთვაა თქვენს ხმის ტემბრზე და მხოლოდ 7% იმ სიტყვებზე, რომელსაც ლაპარაკის დროს თქვენ იყენებთ.
თქვენ არ გჭირდებათ სერიოზული არგუმენტები, როცა სარგებლობთ ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით.

ელექტრონული ფოსტით სარგებლობისას თქვენ სულელივით იქცევით. ამიტომ თქვენ უფრო მეტს იტყუებით მოკლე ტექსტური შეტყობინებით სარგებლობისას.
სტივენ ჯონსონი გვთავაზობს, რომ სახიდან ემოციები და ინტონაციები მოვიშოროთ. ელექტრონული ფოსტა და ტექსტური შეტყობინებები კი შეიძლება ითქვას, ამის მოდელირებაა.

Mind Wide Open-ის მიხედვით:
„როცა თქვენ შეხედავთ ელექტრონულ კომუნიკაციას ნეირომეცნიერების თვალით, რთულია არ იფიქროთ, რომ ეს უფრო შესაფერისია ციფრული საზოგადოებისთვის. როცა ჩვენ სხვა ადამიანებთან სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით ვურთიერთობთ, ეს გამოცლილია სახის გამომეტყველების, ჟესტებისა და სიცილისგან.

რა უნდა თქვათ იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ მოუსმინოთ და პირდაპირ უპასუხოთ დასმულ შეკითხვას?

“Words That Work”-ში პოლიტიკური ექსპერტი ფრენკ ლანცი წერს:
„მთავარი არაა რას ამბობ, მთავარია რა ესმით ადამიანებს“.

ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ საჭიროა სიბრაზისა და ისტერიკის იგნორირება. არ გადაუხადოთ მოპასუხეს სამაგიერო. გაეცით დადებითი ემოციები. თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, როცა ისინი დამშვიდდებიან.
ქცევითი ცვალებადობას ხსნის ქერენ პრაიორი წიგნში: „Don’t Shoot the Dog!: The New Art of Teaching and Training“ და ეს მეთოდები ეფექტურია როცა ვლაპარაკობთ ძაღლზე, დელფინზე ან სულაც თქვენს მეზობელზე.

კარგი სტრატეგია, რომელსაც ავტორი გვთავაზობს, მხოლოდ ის დადებითი ემოციებია, რომლითაც სხვის აგრესიას პასუხობს. სხვათაშორის, ის მაშინაც იყენებს ამ მეთოდს, როცა დედის „რისხვის“ შეჩერებას ცდილობს.

 

 

წყარო: Time

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

Category: თვითგანვითარება, ფსიქოლოგია

Comments are closed.