განსაკუთრებულად წარმატებული ადამიანების 9 ჩვევა

horseriding

ყველა ადამიანის სურვილია იყოს წარმატებული, მაგრამ საზოგადოების წევრების აბსოლუტურ უმრავლესობას ეს არ გამოსდის. ალბათ იმიტომაც, რომ მათ არ იციან წარმატების ნამდვილი არსი და მნიშვნელობა. ყველა წარმატებულ ადამიანს მწვერვალების დაპყრობის საკუთარი ფორმულა აქვს, მაგრამ შეიძლება საერთო თვისებების ამოკრება და გაანალიზება თუ რას აკეთებენ ისინი განსხვავებულად. წარმოგიდგენთ განსაკუთრებულად წარმატებული ადამიანების ცხრა თვისებას, რომელთა მორგებაც საკუთარ თავზე არც ისე რთულია — იქნებ თქვენც გაგიმართლოთ…

  1. ისინი ფოკუსირებულები არიან ერთ საკითხზე

ბევრი ადამიანი ერთდროულად რამდენიმე საკითხის მოგვარებას ცდილობს და კონცენტრაციას კარგავს, თუ რომელი საქმეა ყველაზე მნიშვნელოვანი. წარმატებული პიროვნებები კი ცდილობენ ერთი ან ორი თემა ამოირჩიონ და მათ დაუთმონ ყველაზე მეტი დრო. ადვილად ადაპტირდებიან სხვადასხვა გარემოში და ეძებენ ისეთ მეგობრებს ვისაც გამორჩეული უნარ-ჩვევები გააჩნიათ;

  1. ისინი გეგმავენ

ბიზნეს გეგმების სიკეთის შესახებ მეწარმეებს შორის უამრავი არგუმენტის მოსმენა შეიძლება. მოწინააღმდეგეების ძირითადი არგუმენტი ისაა რომ ბიზნეს გეგმები რთული და სქემატურად არაადეკვატურია რეალური პროცესის დროს. წარმატებულ ადამიანებს კი მუდამ აქვთ წინასწარ განსაზღვრული გზა, საიდანაც საჭიროებისამებრ გადახვევაც შესაძლებელია. სარგებელი კი მოდის არა თავად გეგმისგან არამედ მის შესადგენად საჭირო პროცესიდან და გარემოებების ანალიზიდან;

  1. ისინი საქმის დელეგირებას ახდენენ

წარმატების მიღწევა ადამიანების დახმარების გარეშე შეუძლებელია, რადგან ცხოვრება და ბიზნესი დაკმაოდ კომპლექსური პროცესებია. ასეთი ადამიანები კი ყოველთვის ეკითხებიან რჩევას სხვებს და იზიარებენ მათ ხედვას.

  1. ისინი მუდამ სწავლობენ

ფაქტიურად შეუძლებელია ნახოთ ისეთი პიროვნება, ვინც ფიქრობს რომ წარმატებულია და ამავდროულად შეწყვიტა სიახლის ძიება და ცოდნის გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით. პირიქით, წარმატებული ყოველთვის ფიქრობენ რომ სხვაზე ნაკლები იციან და განუწყვეტლივ სწავლობენ, ეძებენ და ამისგან სიამოვნებას ღებულობენ.

  1. ისინი მართავენ

ლიდერს მიმდევრები სჭირდება, მათ გარეშე ეს ცნება არ იარსებებდა. წარმატებაც კი მოდის მათთან ვინც პირველია. ასეთი პიროვნებები არ ელოდებიან ჯადოსნურ წუთს, პირიქით – ცდილობენ რომ ესეთი მოვლენები თავად შექმნან. შედეგად კი საკუთარ მიმდევრებთან ერთად ხანგრძლივი მოგზაურობისთვის ემზადებიან.

  1. ისინი პატივს სცემენ სხვებს

წარმატებული პიროვნებები სხვებს ზემოდან არ უყურებენ — ისინი ურთიერთპატივისცემით და საკუთარი ქცევით საზოგადოების კონტრიბუტორები არიან. უხარიათ, როდესაც სიკეთეს სხვებსაც უზიარებენ.

  1. ისინი აფასებენ მოვლენებს

წარმატებულ ადამიანებს უყვართ, როდესაც გულდასმით სწავლობენ რაიმე კონკრეტულ საკითხს და აქვთ პასუხები შესაბამის გარემოებზე რაც საშუალებას აძლევს მათ მიიღონ ადეკვატური და ეფექტური გადაწყვეტილებები.

  1. ისინი შთაგონებას გვაძლევენ

მხოლოდ სიმდიდრე და სისხარტე არ ნიშნავს რომ სხვაც შეგეჯიბროს ამაში. წარმატებული ადამიანები ისეთ გარემოს, აურას ქმნიან რომ ეს შთამაგონებელია გარშემომყოფთათვის . მათი სამუშაო არის მიზანმიმართული, სამართლიანი და ღირებული;

  1. ისინი მუდამ მადლიერები არიან

ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო წარმატების შესაქმნელად. წარმატებულები მუდამ გულწრფელად ზრუნავენ სხვებზე და ეხმარებიან მათ მწვერვალების დაპყრობაში. მათთვის მადლიერების გამოხატვა ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა.

 

ყველას შეგვიძლია შევიცვალოთ საკუთარი წარმატების შესაქმნელად — შრომით და გამოწვევების გადასალახად, მარტივი ადამიანური თვისებების გამოყენებით, სიკეთის გაზიარებით, მადლიერების გამოხატვით, მეტი ანალიზით და უბრალოდ ურთიერთპატივისცემით…

 

 

Inc.

 

 

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , ,

Category: თვითგანვითარება, ლიდერები, პროდუქტიულობა, ფსიქოლოგია

Comments are closed.