როგორ ჩავიცვათ საქმიანი შეხვედრისთვის

cards

რამდენად ხშირად გინახავთ საქმიანი შეხვედრებისთვის შეუფერებლად გამოწყობილი ადამიანები? ალბათ არც ისე იშვიათად…

ბევრი ადამიანი არ იცავს საჭირო “დრეს-კოდს” სხვადასხვა მოსაზრების გამო — ზოგისთვის სულერთია რას ჩაიცმევს, ზოგიც მოსაწყენად მიიჩნევს საცმიან ჩაცმულობას. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მეორედ არ მოგეცემათ პირველი შთაბეჭდილების მოხდენის საშუალება. მოგვწონს ეს თუ არა, პირველი შთაბეჭდილების შექმნაში (რაც პირველი 4 წამის განმავლობაში ხდება), საკმაოდ დიდ როლს თამაშობს გარეგნობა, და რაც არ უნდა კარგი მომზადებული იყოს თქვენი პრეზენტაცია მომავალ კლიენტთან, დამსაქმებელთან ან პარტნიორთან შეხვედრისთვის, თუ ამაზე გარეგნული მხარეც არ მეტყველებს, აუცილებლად დატოვებთ მოუმზადებლის შთაბეჭდილებას.

ბრიტანული ვებ ჰოსტინგის კომპანია 34SP-ის მიერ ჩატარებული გამოკითვების მიხედვით დასაქმებულთა 55% მიიჩნევს, რომ სამუშაო ტანსაცმელში ისინი უფრო პროდუქტიულები არიან. გამოკითხულთა 66% მიიჩნევს, რომ ხელმძღვანელობას უფრო ოფიციალურად უნდა ეცვას, ვიდრე მათ დაქვემდებარებულებს.

ალბათ არც ის არის გასაკვირი, რომ გამოკითხულთა 25% სარაფნებში და კაპიუშონიან ტანსაცმელში გამოწყობილ თანამშრომლებს უსაქმურებად მიიჩნევს.

ინფოგრაფიკაში აღწერილია როგორც მამაკაცების, ასევე ქალბატონების საქმიანი ჩაცმულობა და რჩევები – თუ რა არ უნდა ჩაიცვათ.

მამაკაცებმა, გარდა ჩაცმულობისა, ყურადღება უნდა მიაქციონ თმას და წვერს, რადაგანაც, როცა მათი გარეგნობა სისუფთავეს ასხივებს, პირველი შთაბეჭდილება ბევრად უფრო სასიამოვნოა.

საქმიანი შეხვედრებისთვის ქალბატონებსაც მოეთხოვებათ სუფთა, მოწესრიგებული და კონსერვატიული გარეგნობა (ზედმეტი მაკიაჟის და ექსტრაორდინალური ვარცხნილობების თავიდან არიდებით). თუ სიტყვა “კონსერვატიული” გეხამუშებათ წარმოიდგინეთ “ელასტიკებში” ან ძალიან მოკლე ქვედაბოლოში გამოწყობილი საქმიანი ქალბატონი (დიახ – ქვედაბოლოს სიგრძე და დეკოლტეს სიღრმე მნიშვნელოვანია, თქვენს პროფესიონალიზმზეც რომ შეძლონ ფოკუსირება).

სანამ შეხვედრისთვის მზადებას დაიწყებდეთ გაითვალისწინეთ მოსალოდნელი აუდიტორია:

*თუ საერთაშორისო შეხვედრაა, კარგი იქნება თუ მოძებნით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის მისაღები და მიუღებელი იმ ქვეყნის საქმიან შეხვედრებზე. ამგვარად თქვენ თავიდან აირიდებთ უხერხულობას და უკეთ მოემზადებით შეუდარებელი პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად.

*თუ მაღალი დონის მენეჯმენტთან გიწევთ შეხვედრა, ეცადეთ წარმოიდგინოთ როგორ იქნებიან ისინი გამოწყობილი, და შესაბამისად ჩაიცვით თქვენც.

დეტალური ინფორმაციისთვის და გაეცანით ქვემოთ მოყვანილ ინფოგრაფიკას:

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , ,

Category: Infographics, თვითგანვითარება, კარიერა, პროდუქტიულობა

Comments are closed.