“შეძენილი უსუსურობა” ინდივიდებსა და ორგანიზაციებში (რატომ ვივიწყებთ არჩევანის გაკეთების უნარს?)

Lonely2

არჩევანის გაკეთების უნარს ვერც წაგართმევენ და ვერც გაასხვისებთ, მისი მხოლოდ დავიწყება შეიძლება” — ამ ფრაზას აუცილებლად იტყოდა ვიქტორ ფრანკლი (ავსტრიელი ნევროლოგი და ფსიქიატრი, ლოგოთერაპიის დამაარსებელი), მაგრამ ამჯერად ეს სიტყვები New York Times-ის ბესტსელერის Essentialism: The Disciplined Pursuit of Less  ავტორს, გრეგ მაქეონს ეკუთვნის.

როგორ ხდება, რომ გვავიწყდება არჩევანის გაკეთების უნარი?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მარტინ სელიგმანის და სტივ მეიერის ნაშრომს, რომელზე მუშაობის განმავლობაშიც ისინი გერმანულ ნაგაზებზე ატარებდნენ ექსპერიმენტებს და აღმოაჩინეს რაღაც უჩვეულო, რასაც შემდგომში შეძენილი უსუსურობა უწოდეს.

სელიგმანმა და მეიერმა სამ ჯგუფად დაანაწილეს ძაღლები. პირველ ჯგუფს გაუკეთეს ელექტრო შოკიანი აღკაზმულობა, მაგრამ, მათ ჰქონდათ შოკის გამორთვის ბერკეტი, რომელზე დაჭერის შემთხვევაშიც შოკი ითიშებოდა. მეორე ჯგუფი განათავსეს ანალოგიურ პირობებში 1 პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავებით — ბერკეტი არ მუშაობდა, რაც ძაღლებს უძლურად აქცევდა რაიმე მოეხერხებინათ შოკისთვის. მესამე ჯგუფს ჩვეულებრივი აღკაზმულობა შეხვდა, შოკის გარეშე.

შემდეგ, თითოეული ძაღლი მოათავსეს დიდი ზომის ყუთში, რომელიც ცენტრში დაბალი ბარიერით იყოფოდა. ყუთის ერთი მხარე წარმოქმნიდა ელექტრო შოკებს, მეორე — არა. შემდეგ რაღაც საინტერესო მოხდა. იმ ძაღლებმა, რომლებსაც საერთოდ არ მიეწოდებოდათ შოკი აღკაზმულობით, ან ჰქონდათ მისი გათიშვის ბერკეტი, ადვილად ისწავლეს ბარიერზე გადასვლა ყუთის უსაფრთხო მხარეს მოსახვედრად. მაგრამ იმ ძაღლებმა, რომელთა ბერკეტიც არ მუშაობდა და თავი უსუსურად იგრძნეს, ვერ ისწავლეს. მათ ვერ მოახერხეს ადაპტირება და შეგუება. უფრო მეტიც, ისინი არაფერს აკეთებდნენ შოკის თავიდან ასარიდებლად. რატომ? მათ არც კი იცოდნენ რომ სხვა არჩევანი ჰქონდათ გარდა ელექტრო შოკის ატანისა. მათ სჭირდათ ნასწავლი ანუ შეძენილი უსუსურობა.

ჩვენს შემთხვევაშიც ზუსტად ასე ხდება — თუ რაიმეს შეეცდებით რამდენდერმე და ერთხელაც კი არ გამოგივათ, თანდათან დაანებებთ თავს იმაზე ფიქრით, რომ რაც არ უნდა გააკეთოთ, მაინც ვერაფერს შეცვლის (fixed versus growth mindset). თუმცა,ალალბედზე საქმის კეთების უნარი მიტოვების გარეშე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე IQ. და რაც მთავარია, ამ უნარის განვითარება შესაძლებელია.

როგორ გამოიყურება “შეძენილი უსუსურობა” ორგანიზაციაში?

როცა ადამიანები იჯერებენ, რომ მათი გაწეული შრომა და ძალისხმევა ორგანიზაციაში უმნიშვნელოა, მათგან მოსალოდნელია ორგვარი მოქცევა. ზოგჯერ ისინი ერთჯერადად შეეცდებიან და შემდეგ თავს ანებებენ, ზუსტად ისე, როგორც რთული მათემატიკური ამოცანის ამოხსნის დროს დაბნეული ბავშვი. მეორე ქცევა უფრო ბუნდოვანია დასაწყისში. ისინი საპირისპიროს აკეთებენ — ჰიპერაქტიურები ხდებიან, ყველა შესაძლო შანსს და გამოწვევას იღებენ სიამოვნებით. სიტუაციიდან გამოსავლის საპოვნელ ყველა გზას ცდიან ენთუზიაზმით. ერთი შეხედვით ეს ქცევა სულაც არ ჰგავს უსუსურობას. ბოლოს და ბოლოს მათი დაუღალავი შრომა ხომ გამოდგება საკუთარი თავის მნიშვნელობის და ღირებულებების რწმენის მტკიცებულებად? თუ ყურადღებით დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ მათი ეს ქცევა მხოლოდ გარეგნულია, და ამ ადამიანებს არ სჯერათ, რომ აქვთ რეალური არჩევანის გაკეთების საშუალება თუ რომელი საქმე, გამოწვევა, ან შესაძლებლობა მიიღონ. მათ სჯერათ, რომ ყველაფერი მათი გასაკეთებელია. შესაბამისად მათი “არჩევანი” აკეთონ ყველაფერი რაც გზად შეხვდებათ, არ არის სრულფასოვანი.

The Ability to Choose Greg McKeown

 

წყარო: Farnam Street

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , ,

Category: თვითგანვითარება, მენეჯმენტი, სტრატეგია, ფსიქოლოგია

Comments are closed.