10 ულამაზესი ადგილი, რომელიც უნდა მოინახულოთ საშობაოდ

vienna

საშობაოდ მოგზაურობას თუ გეგმავთ, და გსურთ განსაკუთრებულად შეიგრძნოთ შობის სილამაზე, ამ სტატიაში ჩამოთვლილი ადგილებიდან ერთ-ერთს აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

ვენა, ავსტრია

შობისთვის ვენა განსაკუთრებულად ემზადება ყოველწლიურად. ქუჩები მორთულია ნათურების ულამაზესი გირლიანდებით, ხოლო მაღაზიები ნაძვის ტოტებით და აბრეშუმის ბაფთებით. უზარმაზარ განათებულ ჭაღებს წმინდა სტეფენის კათედრალამდე მივყავართ. 26 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ყოველდღიურად ტარდება კონცერტები შონბრუნის სასახლეში. წინასაშობაოდ ამ ულამაზესი ქალაქის მონახულებას თუ გადაწყვეტთ, ნამდვილად არ ინანებთ.

1

ტივოლის ბაღები, კოპენჰაგენი

The Japanese Pagoda — პოპულარული რესტორანი ტივოლის ტბაზე, ერთ-ერთია უამრავ შენობას შორის, რომელიც დანიაში, რომელიც განსაკუთრებული საშბაო დეკორაციებით და ფერადი ნათურებით ირთვება ყოველწლიურად. გარდა სილამაზით ტკბობისა, აქ ჩასულ ვიზიტორებს უამრავი გამორჩეული და რომანტიული ადგილის მონახულება შეუძლიათ და უგემრიელესი დანიური დესერტების დაგემოვნება. (11 ნოემბერი – 30 დეკემბერი)

1

ბრიუსელი, ბელგია

დრამატულად განათებული შენობები და მუდმივად აჟღერებული მუსიკა ისტორიულ Grand Place-სთან სადღესასწაულო განწყობას აუცილებლად შეგიქმნით. საშობაო ბაზრობაზე 240-მდე შალე (ალპური რეგიონისთვის დამახასიათებელი ხის შენობა) მოგემსახურებათ უგემრიელესი ბელგიური ვაფლის და ტკბილეულის დაგემოვნებას თუ მოისურვებთ. (25 ნოემბერი – 11 იანვარი)

1

ქოლევეი გარდენს, ჯორჯია, აშშ

8 მილიონი ნათურა ამშვენებს ამ ულამაზესი კურორტის ტყიან ლანდშაფტს და 18 ნოემრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით ზღაპრული სანახაობა ელის ტურისტებს. ტყეში სადღესასწაულო სცენებია წარმოდგენილი თემების მიხედვით (ფიფქების მდელო, მაკნატუნა, შობის წინა ღამე და ა.შ.). კურორტზე სანტასთან ფოტოების გადაღების გარდა შოპინგი და გემრიელი ვახშმის მირთმევაც შეიძლება.

1

მედელინი, კოლუმბია

ეს მშვენიერი ადგილი ადრე ნარკოტიკების ქალაქად იყო ცნობილი, დღეს კი უამრავ მნახველს იზიდავს ფანტასტიური საშობაო მორთულობით. 3 დეკემბრიდან იანვრის შუა რიცხვების ჩათვლით აქ საკარნავალო გარემო სუფევს. უზარმაზარი 3D ნაძვის ხის ორნამენტები  ნათურებით აწყობილი გიგანტური ფიგურები მედელინის მდინარის პირას საოცარ სანახაობას ქმნის.

1

გოტენბურგი, შვედეთი

შემწვარი ნუშის და წითელი ღვინის არომატი პირველია, რასაც აქ ვიზიტისას იგრძნობთ მთელი სადღესასწაულო პერიოდის განმავლობაში. 5 მილიონი ნათურა ამშვენებს ქალაქს და 700 მორთული ნაძვის ხე დგას ლისებერგის გასართობ პარკში მოწყობილ საშობაო ბაზრობაზე (იხსნება 18 ნოემბრიდან). წყვილებს შეუძლიათ ნავსადგომისკენ მიმავალ 3 კილომეტრიან ხეივანში ისეირნონ, სადაც თითქმის ყველა ფეხის ნაბიჯზე ცოცხალი შესრულებით მოისმენენ საშობაო სიმღერებს.

1

ჰონგ-კონგი, ჩინეთი

ჰონგ-კონგში საშობაოდ გასაოცარი სანახაობები იმართება. აქ თითქმის ყველა მაღალი შენობა და სავაჭრო ცენტრი დისნეი ლენდს ეჯიბრება ფანტასტიური საშობაო გარემოს შექმნაში და ღამით ბევრ საჰაერო შოუს იხილავთ მუსიკის ჰანგების თანხლებით. ქალაქის ცენტრს გიგანტური სვაროვსკის ნაძვის ხე ამშვენებს. ამ შესანიშნავი სანახაობების სიტყვით გადმოცემა ძალიან რთულია — სჯობს საკუთარი თვალით იხილოთ ყველაფერი. და თუ ახალ წელსაც ჰონგ-კონგში შეხვდებით, აქ გატარებული შვებულება ნამდვილად დაუვიწყარი იქნება თქვენთვის. (ნოემბერი 25 – იანვარი 1)

1

მადრიდი, ესპანეთი

მადრიდის Plaza Mayor ულამაზესი განათებებითაა გაფორმებული, რაც მყუდრო და რომანტიულ გარემოს ქმნის. აქ საშობაო ბაზრობა ჯერ კიდევ შუა 1800-იან წლებში იმართებოდა და გარდა საშობაო ფიგურებისა და უგემრიელესი ტკბილეულის შეძენისა, აქ უამრავი გასართობი ღონისძიება იმართება ყოველდღიურად, რომლის კულმინაციაც 5 იანვრის პარადია, რომელიც ეპიფანიის აღსანიშნავად ტარდება.

Kobe Luminarie 2013 Begins

კობე, იაპონია

1995 წლის კობეს მიწისძვრის შემდეგ, იტალიამ ათასობით ხელით მოხატული სადღესასწაულო ნათურა გაგზავნა ქალაქის დიზაინის დასამშვენებლად. ნათურები გოთური სტილის რკინის კონსტრუქციებში გამოიყენეს (luminarie). მას შემდეგ ქალაქში ყოველწლიურად ტარდება სინათლის ფესტივალი. (1-12 დეკემბერი)

10-light-displays-florida_41318_600x450

სენტ ავგუსტინი, ფლორიდა

ერთ დროს ეპანური მმართველობის ქვეშ მყოფ ქალაქში, დღესაც იგრძნობა XVI საუკუნის კულტურა: თეთრი სანთლები, რომლებიც ერთ დროს კოლონისთების ფანჯრებიდან ბჟუტავდნენ…  2 მილიონი საშობაო თეთრი ნათურით განათებული ისტორიული უბანი… თუ გსურთ რომანტიკული დროში მოგზაურობა მოიწყოთ, სენტ ავგუსტინიდან დაიწყეთ. (19 ნოემბერი – 31 იანვარი)

 

წყარო: National Geographic

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

Category: ეს საინტერესოა, მოგზაური, მსოფლიო

Comments are closed.