მსოფლიოს 10 საუკეთესო ქალაქი სტუდენტებისთვის

GRAD

თუ საზღვარგარეთ გსურთ სწავლის გაგრძელება და ჯერ კიდევ არ მიგიღიათ საბოლოო გადაწყვეტილება, კარგი იქნება თუ გაეცნობით და გაითვალისწინებთ QS-ის (Top Universities) რეიტინგებს.

საუკეთესო უნივერსიტეტების რაოდენობით და ამასთან ერთად ცხოვრების შედარებით დაბალი ხარჯით პარიზი მსოფლიოს ყველაზე სასურველ ქალაქად დასახელდა სტუდენტებისთვის.

ქალაქების რეიტინგის შედგენისას 5 მთავარი კრიეტიუმით იხელმძღვანელეს — უნივერსიტეტის რეიტინგი, სტუდენტები მთელი მსოფლიოდან, სასურველობა/ცხოვრების ხარისხი, დამსაქმებლების აქტივობა, და ხელმისაწვდომობა (ფასები). როგორც QS-ის ვებ-გვერდზე წერია, პარიზმა პირველი ადგილი დაიმსახურა 17 უმაღლესი დონის უნივერსიტეტით (რაშიც პლანეტის ვერც ერთი ქალაქი შეედრება, გარდა ლონდინისა – 18 უნივერსიტეტით). მაშინ, როდესაც პარიზს არ აქვს საცხოვრებლად ძვირიანი ქალაქის რეპუტაცია, სწავლის დაბალი გადასახადი მას ბევრად უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს სტუდენტებისთვის ბევრ სხვა პოპულარულ სტუდენტურ ქალაქთან შედარებით — თუმცა, რაღა თქმა უნდა ამ გამორჩეული ევროპული ქალაქით სრული ტკბობა არც თუ ისე მოკრძალებულ სტუდენტურ ბიუჯეტს საჭიროებს.

ქალაქები თითო კატეგორიაში 100 ქულით ფასდება (ჯამში 500). პარიზმა 412 ქულა მოიპოვა — ერთადერთი ქალაქი მსოფლიოში, რომელიც 400-იან ზღვარს გადასცდა.

ქვემოთ ჩამოთვლილია მსოფლიოს 10 საუკეთესო ქალაქი სტუდენტებისთვის (QS-ის თანახმად):
პარიზი, საფრანგეთი

 

მელბურნი, ავსტრალია

 

ლონდონი, ინგლისი

 

სიდნეი, ავსტრალია

 

ჰონგ-კონგი

 

ბოსტონი, აშშ

 

ტოკიო, იაპონია

 

მონრეალი, კანადა

 

ტორონტო, კანადა

 

სეული, სამხრეთ კორეა

დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს.

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , , , , ,

Category: განათლება, მსოფლიო

Comments are closed.