18 რამ, რაც წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ

????????????????????????????

წარმატებული ადამიანები სხვებისგან გარდა მიღწეული წარმატებებისა, იმ ჩვევებითა და აზროვნებითაც განსხვავდებიან, რამაც მათი წარმატებულობა განაპირობა. ისინი მორალურად ძლიერები არიან, ჯანსაღი ქცევები აქვთ, აკონტროლობენ საკუთარ ემოციებს, ფიქრებს და ქცევას. სტატიაში მოცემულია, 18 რამ, რაც წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ:

  1. ისინი მიდიან წინ — ისინი საკუთარი თავის შეცოდებაში დროს არ კარგავენ;
  2. ისინი ინარჩუნებენ კონტროლს — ისინი უქმად არ ხარჯავენ საკუთარ ძალას;
  3. ისინი ეგუებიან ცვლილებებს — ისინი სიხარულით ხვდებიან სიახლეებს;
  4. ისინი ინარჩუნებენ ბედნიერებას — ისინი არ წუწუნებენ, ისინი არ ხარჯავენ ენერგიას, იმისთვის, რასაც ვერ აკონტროლებენ;
  5. ისინი არიან კეთილები — პატიოსნები, არ ერიდებიან აზრის გამოთქმას, ისინი სხვების გულის მოგებაზე არ ფიქრობენ;
  6. ისინი მიდიან გათვლილ რისკზე — ისინი ზომავენ, რისკებსა და სარგებელს, მანამ სანამ მოქმედებაზე გადავლენ;
  7. ისინი ინვესტიციას, აწმყო დროში დებენ — ისინი არ ცხოვრობენ წარსულით;
  8. ისინი იღებენ სრულ პასუხისმგებლობას, თავიანთ წარსულში დაშვებულ შეცდომებზე — ისინი ერთ შეცდომას, კიდევ და კიდევ არ უშვებენ;
  9. მათ ახარებთ, სხვების წარმატება — მათ არ აღაშფოთებთ იგი;
  10. ისინი მზად არიან წარუმატებლობისთვის — ისინი არ ნებდებიან, მარცხის სემდეგ, პირიქით იყენებენ მას როგორც ახალ შანსს;
  11. მათ ტკბებიან მარტო ყოფნით — არ აშინებთ მარტოობის შეგრძნება;
  12. ისინი მზად არიან რომ იმუშაონ და წარმატებას მიაღწიონ თავიანთი დამსახურების მიხედვით — ისინი არ ფიქრობენ, რომ სამყაროს მათი რაიმე მართებს;
  13. მათ აქვთ მოთმინების უნარი — ისინი არ მოელიან მყისიერ წარმატებას;
  14. ისინი აფასებენ საკუთარ რწმენას — არგებენ მას საჭიროებას;
  15. ისინი მოიხმარენ საკუთარ გონებრივ რესურსს ბრძნულად — ისინი არ კარგავენ დროს, არაპროდუქტიულ აზრებზე;
  16. ისინი ფიქრობენ პროდუქტიულად — ნეგატიურ ფიქრებს, შედეგისმომცემი აზრებით ანაცვლებენ;
  17. ისინი იტანენ დისკომფორტს — ისინი არ აძლევენ გრძნობებს, მათზე კონტროლის საშუალებას;
  18. ისინი იწვრთნებიან საკუთარ პროგრესზე — ყოველდღე , ისინი ხარჯავენ დროს იმაზე ფიქრში თუ რას მიაღწიეს და საით მიდიან.

 

წყარო: Forbes

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , ,

Category: თვითგანვითარება, კარიერა, მენეჯმენტი, პროდუქტიულობა, სტრატეგია, სხვადასხვა, ფსიქოლოგია

Comments are closed.