5 ნაბიჯი პროდუქტიულობისკენ (როგორ გავაკეთოთ მეტი საქმე ნაკლებ დროში?)

Businessman multitasking

გარემოში, სადაც ჩვენ უფრო და უფრო დაკავებულები ვხდებით, სიტყვებმა როგორებიცაა: პროდუქტიულობა, დროის მენეჯმენტი, პრიორიტეტების დასახვა, რამდენიმე საქმის ერთად კეთება, მომაბეზრებელი სტატუსი შეიძინეს და ამით ვეღარავის გავაკვირვებთ.

ტექნოლოგიების გადაჭარბებული მოხმარების გამო, გვაქვს შეგრძნება, რომ ყოველთვის, სადღაც არის რამე ან ვინმე, რომელიც ითხოვს ჩვენ დროსა და ყურადღებას. ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს, შეტყობინებები მოდის და მოდის, საქმე – კი თავზესაყრელია. როგორ გამოვნახოთ ამ ყველაფრისთვის დრო და თან შევინარჩუნოთ მოთმინება?!

მაგალითად, როდესაც პირისპირ ვხვდებით, დაუსრულებელ მისიებს და მათი რაოდენობა არასდროს იკლებს, ხშირად ვიბნევით და არ ვიცით საიდან დავიწყოთ, რაც ხასიათზე პირდაპირპროპორციულად აისახება.

სტატიაში მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომლებიც მოვლენების მართვაში დაგეხმარებათ.

1.უბრალოდ დაიწყეთ

რა თქმა უნდა, ეს ძალიან მარტივად ჟღერს, თუმცა მოიცავს არაერთ ასპექტს. იფიქრეთ ამაზე, თქვენი შესასრულებელი საქმეები არსად წავა, სანამ მათ არ დაასრულებთ. ამოარჩიეთ ერთი და უბრალოდ დაიწყეთ.

2.დასახეთ პრიორიტეტები

ყოველ სამუშაო დილას, ან წინა საღამოს, გადახედეთ თქვენ შესასრულებელ საქმეებს, ამოარჩიეთ ორი ან სამი აუცილებლად შესასრულებელი მისია, დაინიშნეთ დრო და დაკავდით მისით. ხოლო იმ დროში, რასაც მსგავსი მიდგომა გამოგითავისუფლებთ, შეგეძლებათ უკვე შესრულებული პუნქტები ამოაკლოთ სიას.

3.გადაანაწილეთ თქვენი ამოცანები

ყოველ ჯერზე, როდესაც რამდენიმე, ერთმანეთისაგან განსხვავებულ ამოცანაზე ერთად ფიქრობთ, თქვენი გონება ჩვეულზე მეტად იძაბება, ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენი გონება გადამეტებულ ზეწოლას განიცდის, თქვენ გიჭირთ ფოკუსირება, რასაც საბოლოოდ პროდუქტიულობის დაკარგვისკენ მიყავხართ. დააჯგუფეთ თქვენი ამოცანები და შედეგს მალევე დაინახავთ. ეს სამუშაოს შესრულების მეტად კომფორტული გზაა, ვიდრე რამდენიმე განსხვავებულ საკითხზე ერთდროულად კონცენტრირება.

 4.უბრალოდ თქვით „არა“

ხანდახან ეს, პატარა სიტყვა ყველაზე რთულად წარმოსათქმელი აღმოჩნდება ხოლმე, მანამ სანამ დამატებითი სამუშაოს შესრულებას დათანხმდებით, ჰკითხეთ თქვენ თავს გაქვთ თუ არა ამისთვის დრო და თუ აღმოჩნდება, რომ კი და თქვენ ამ სამუშაოს სიამოვნებით შეასრულებთ, გაიხარებთ (და გაახარებთ სხვებს) მისით, მაშინ შეუდექით საქმეს.

5.იზრუნეთ საკუთარ თავზე

შესაძლოა ეს ერთი შეხედვით წინააღმდეგობაში მოდიდოდეს პროდუქტიულობასთან, მაგრამ სანამ თქვენ აუცილებლად შესასრულებელ საქმეებს გადახაზავდეთ, მანამდე გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის. რა თქმა უნდა ეს პირდაპირ კავშირში არ არის თქვენ სამსახურთან, მაგრამ ეს თქვენ სარგებელს მოგიტანთ. დარწმუნდით, რომ საკმარისად გძინავთ, გამონახეთ დრო სავარჯიშოდ, თუ ვარჯიში თქვენი „საქმე“ არ არის, მაშინ დაკავდით მსგავსი აქტივობებით, მაგალითად გამოიყენეთ კიბეები, ლიფტის მაგივრად, ჩამოდით ავტობუსიდან დანიშნულების პუნქტამდე 1-2 გაჩერებით ადრე ან უბრალოდ გააკეთეთ მარტივი გაჭიმვები თქვენ სამუშაო მაგიდასთან. შეისვენეთ დავალებიდან დავალებაზე გადასვლისას, არ დაივიწყოთ წახემსება. თუ თქვენ ამ ყველაფერს შეასრულებთ, საკუთარ თავში იპოვნით ძალას, გაიხსნით გონებას და თავზესაყრელ დავალებებზე ფოკუსირებას უფრო მარტივად შეძლებთ.

არსებობს მილიონობით რჩევა, თუ როგორ გავხდეთ მეტად პროდუქტიულები, სწორად დავგეგმოთ დრო და ა.შ. მაგრამ თითოეულ მათგანს აზრი ეკარგება, თუ ამ ყოველივეს ჩვევად არ ვაქცევთ. ასე რომ დაიწყეთ ამ ხუთი რჩევით და თქვენ მალევე შეამჩნევთ, თუ  რამდენი თავისუფალი დრო დაგრჩებათ და შეგნარჩუნდებათ საღი აზრი.

 

წყარო: LinkedIn Pulse

Comments

comments

Tags: , , , , , , , , ,

Category: თვითგანვითარება, კარიერა, პროდუქტიულობა, სტრატეგია

Comments are closed.