უორენ ბაფეტის 7 რჩევა წარმატებული ლიდერობისთვის

getty_181192357_43082

მეოცე საუკუნის საუკეთესო ინვესტორს ნამდვილად აქვს ის გამოცდილება, რომლის გაზიარებითაც  შეუძლია უკეთეს ლიდერად გაქციოთ. ცნობილი მეცენატი, ბიზნეს მაგნატი და უბრალოდ „ზვიგენი“ ინვესტორი – უორენ ბაფეტი -ადამიანი, რომელმაც დააფუძნა კომპანია Berkshire Hathaway და თითქმის მუდმივად პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიის სათავეშია;  80 წლის ასაკშიც კი არ კარგავს მოხერხებულობისა და გამჭრიახობას, რაც ასე აუცილებელია ბიზნესში;

მიუხედავად იმისა, რომ ომაჰელი მილიარდელი მუდამ ხელმომჭირნედ ხარჯავს და ინვესტიციების მიმართაც საკუთარი დამოკიდებულება აქვს, საკუთარი ქონების 99 % საქველმოქმედო მიზნებისათვის აქვს განსაზღვრული. მომავალ ლიდერებს კი ნამდვილად დააინტერესებს ბატონი ბაფეტის აზრი ისეთ საკითხებზე როგორიცაა:

  1. რისკი

„რისკი არ მომდინარეობს იქედან, რისი კეთებაც ვიცით“ – ამბობს უორენ ბაფეტი. რაც იმას ნიშნავს რომ ან თავზეხელაღებულად აზარტული პიროვნება უნდა იყო ან უბრალოდ ისწავლო ის რაც ჯერ არ იცი, მიიღო გამოცდილება და ამ გზით შეამცირო პოტენციური დანაკარგები. უდავოა, რომ ეს უკანასკნელი საუკეთესო გზაა, მაგრამ არ მივყავართ მუდმივი სიამოვნების გზაზე.

  1. რეპუტაცია

„20 წელია საჭირო რეპუტაციის შესაქმნელად და 5 წუთი მის დასანგრევად. ამაზე რომ ფიქრობდეთ სხვაგვარად მოიქცეოდით.“ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, ტექნოლოგიების სამყაროში, როდესაც ყველაფრის ჩაწერა და სააშკარაოზე გამოტანა ბევრად უფრო მარტივია.

  1. სამეგობრო წრე

„უმჯობესია თქვენზე უკეთეს ადამიანებთან თუ გექნებათ ურთიერთობა. ამოარჩიეთ ასეთი მეგობრები და მათთან ერთად განვითარდით“ — ამ შემთხვევაში საშუალება გექნებათ მიღოთ მეტი ინსპირაცია მათგან და ერთგვარი გამოწვევა იქნება თქვენი პიროვნების განვითარებისათვის.

ბაფეტი ამბობს, რომ თავის შვილებს მუდამ ეუბნებოდა: „თუ გსურთ არწივივით იფრინოთ ცხოვრებაში, ინდაურების წრეში ნუ იტრიალებთ.“

  1. წინდაუხედაობის შესახებ

„ბიზნესში სარკე რომელიც „უკანა გზას“ გვანახებს უფრო სუფთაა, ვიდრე საქარე მინა“. დააკვირდით, ეს ასეა ცხოვრებაშიც. შეწყვიტეთ უკან ყურება და კონცენტრირდით რა მოხდება მომავალში, გაიაზრეთ წარსული გამოცდილება და გამოიყენეთ ახალი გამოწვევებისთვის.

  1. მარცხი და შეცდომები

„90-იანებში შევიძინე კომპანია Dexter Shoe 400 მილიონ დოლარად, რომელიც გაკოტრდა. შედეგად მომიწია ამ ოდენობის პირადი აქციებს გაყიდვა ზარალის დასაბალანსებლად. ეს აქციები კი ალბათ 400 მილიარდი ღირს დღეს. უამრავი შეცდომა დამიშვია ცხოვრებაში, მაგრამ ეს თამაშის ნაწილია.“

არ არსებობს უშეცდომო წარმატებული ადამიანი. ყველა „წაბორძიკება“ ახლის სწავლის საშუალებაა და გაფრთხილება, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მომავალში მსგავს სიტუაციაში.

  1. როდის გავიდეთ თამაშიდან

“თუ ისეთ ნავში აღმოჩნდით, რომელიც მუდმივად იძირება, მისი შეკეთებისთვის ენერგიის ხარჯვაზე ეფექტური – ნავის შეცვლა იქნება.” უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ყველა პროექტი ვერ იქნება მომგებიანი.

  1. ხელმომჭირნეობა

უორენ ბაფეტის ხელ მომჭირნეობის შესახებ ყველამ იცის. ის იგივე სახლში ცხოვრობს ომაჰაში, ნებრასკას შტატში, რომელიც 1958 წელს შეიძინა 31500 ამერიკულ დოლარად. უყვარს მაკდონალდსის ჰამბურგერი და  კოკა-კოლა, აბუჩად იგდებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, და ძვირფას სატრანსპორტო საშუალებებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქონება რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარია, მისი ხელფასი წელიწადში მხოლოდ ასი ათასია უკვე 25 წლის განმავლობაში.

დღესდღეობით, უამრავი ლიდერი მაქსიმალურად ექსტრავაგანტულად ცხოვრობს. უმჯობესი იქნება, თუ მეტი ლიდერი გაიზიარებს ბაფეტის მოსაზრებებს.

 მოვუსმინოთ წარმატებულ ადამიანებს

უორენ ბაფეტის რჩევები და სიბრძნე ეფუძნება ათწლეულების გამოცდილებას, წარმატებებს და მარცხს. რატომ უნდა დაუშვათ იგივე შეცდომები რაც სხვამ, როცა არ არსებობს ამის აუცილებლობა? როცა ბაფეტი და მის მსგავსად გამოცდილი ადამიანები გვიზიარებენ რჩევებს, ღირს დაფიქრება სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ — შემდეგ, პოტენციურ შეცდომებზე დაზოგილი დრო მათი წარმატების პრაქტიკულად განხორციელებას მოახმარეთ.

ფაქტია, რომ ამ ყველაფერმა იმუშავა ბატონი ბაფეტისთვის….

 

 

წყარო: Inc.

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , ,

Category: ბიზნესი, ბიოგრაფიები, ლიდერები, მენეჯმენტი, ფინანსები

Comments are closed.