10 ყველაზე მოთხოვნადი უნარი 2020 წლისთვის

download

 

იცვლება მსოფლიო, და შესაბამისად იცვლება შრომის ბაზარიც. ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა, ახალი ტექნოლოგიები გაჩნდა, და არასდროს ვყოფილვართ ასე გლობალურად დაკავშირებული ერთმანეთთან. ეს იმას ნიშნავს, რომ შრომითი უნარები, რასაც დღეს ვიყენებთ სამსახურში, შესაძლოა საჭირო აღარ იყოს ახლო მომავალში.

იმისთვის, რომ მომავალს მომზადებული და კონკურენტუნარიანი შეხვდეთ, აუცილებლად უნდა გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკას, და მეტი დრო დაუთმოთ თვითგანვითარებას ახალი უნარების გასავითარებლად და დასახვეწად. შესაძლოა 2020 წელი შორეულ მომავლად მიგაჩნდეთ, მაგრამ თუწამით დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ 5 წელი არც ისე ბევრია.

ცვლილებების გამომწვევ მთავარ მიზეზებში დასახელდა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა (2025 წლისათვის 60 წელს გადაცილებულ ადამიანთა რაოდენობა აშშ-ში 70%-ით გაიზრდება); სმარტ ტექნოლოგიების და სისტემების აღზევება (სამუშაო ადგილების ავტომატიზაცია ბევრ სამუშაო ადგილს გაანადგურებს) და ახალი მედია ეკოლოგია (ინოვაციური საკომუნიკაციო ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობითაც ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ ექსტრემალურად ფართო მასშტაბებით იმუშაონ).

10 ყველაზე მოთხოვნადი უნარი 2020 წლისთვის: 
  1. აზროვნება! (გამოხატული აზრიდან ღრმა შინაარსის და მნიშვნელობის გაგების უნარი, “ხაზებს შორის აზრის ამოკითხვა”).
  2. სოციალური ინტელექტი (ახალი ურთიერთობისას სასურველი ინტერაქციების და რეაქციების სტიმულირების უნარი).
  3. ახლებური და ადაპტირებადი ფიქრი (პრობლემების არატრადიციული გზებით გადაჭრის მიგნების უნარი).
  4. კულტურათაშორისი კომპეტენცია (სხვადასხვა კულტურულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი).
  5. კომპიუტერული ფიქრი (აბსტრაქტულ კონცეფციებად მოცემული დიდი ოდენობის ინფორმაციის აღქმის და მასზე მსჯელობის უნარი).
  6. ახალი მედიის ცოდნა (მედიის ახალი ფორმების მეშვეობით კონტენტის განვითარებისა და კრიტიკული შეფასების უნარი, რომელიც გამოიყენება დამარწმუნებელი კომუნიკაციის დროს).
  7. ტრანსდისციპლინარული უნარი (მრავალდარგობრივი კონცეფციების ცოდნა და აღქმის უნარი).
  8. აზროვნების დიზაინი (საკითხების და დავალებების წარმოდგენის და განვითარების შესაძლებლობა სამუშაო პროცესების სამართავად სასურველი შედეგების მისაღებად).
  9. კოგნიტიური “ტვირთის” მართვა (ინფორმაციის გაფილტვრის და დისკრიმინაციის უნარი უფრო მნიშვნელოვანის გამოსავლენად და კოგნიტიური ფუნქციების გასაზრდელად).
  10. ვირტუალური კოლაბორაცია (პროდუქტიულად მუშაობის უნარი, რომლის მეშვეობითაც ვირტუალური გუნდის წევრების ჩართულობის სტიმულირება).

 

 

სრული ინფორმაციისთვის გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკას.

 

წყარო

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , ,

Category: ბიზნესი, ეს საინტერესოა, თვითგანვითარება, კარიერა

Comments are closed.