როგორ მოახდინოთ იმ ადამიანის მოტივირება, რომელიც არ მოგწონთ

2014NOV05-12

შანსი იმისა, რომ მოგწონდეს ყველა ადამიანი ვისთან ერთადაც მუშაობ, ძალიან დაბალია. შესაძლოა, თქვენ ფიქრობთ, რომ გუნდის 1-2 წევრის მიმართ თქვენი ნეგატიური განწყობა ბევრს არაფერს ნიშნავს (ბოლოს და ბოლოს იყო მენეჯერი, ხომ არ ნიშნავს რომ ყველას ემეგობრო), მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლოა ხელის შემშლელი აღმოჩნდეს თქვენი საქმისთვის. თანამშრომლობის აქტიურობასა და ჩართულობაში უპირველესი როლი მენეჯერს აკისრია, ამიტომ თქვენი ნეგატიურ განწყობილება ნებისმიერი დაქვედებარებულის მიმართ, გამოიწვევს მის დემოტივაციას. დემოტივირებული ადამიანი ნაკლებად ჩართულია გუნდის მუშაობაში, ეს განწყობა შესაძლოა გადამდები აღოჩნდეს სხვა კოლეგებზეც და საბოლოოდ ძალიან ცუდად აისახოს თქვენი გუნდის მუშაობაზე, რაც რა თქმა უნდა პირდაპირ აისახება თქვენზე.

სტრატეგიების ექსპერტი ლიან დეივი გვიზიარებს თავის გამოცდილებას რომ, შეუძლებელია იმ ადამიანის მოტივირება, რომელიც არ მოგწონთ (გამონაკლისი შეიძლება იყოს შიშის ფაქტორი, მაგრამ ეს არ არის იდეალური ვარიანტი). ამიტომ, თქვენი და თქვენი გუნდის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, თქვენი ენერგიის ინვესტირება მოახდინოთ იმაში, რომ  თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანშიც აღმოაჩინოთ, თუნდაც ერთი დადებითი მხარე.

სანამ იმ ადამიანის მოტივირებას გადაწყვეტთ რომელიც არ მოგწონთ, მანამდე თქვენი გრძნობების და შეფასებების კონტროლი უნდა ისწავლოთ. თუ თქვენს გონებაში ისევ სიბრაზე ჭარბობს, მაშინ პირველ რიგში თქვენი აზროვნება უნდა შეცვალოთ. გაიაზრეთ, რომ რისხვა, იმედგაცრუება და უნდობლობა – ეს თქვენი რეაქციებია და არავის მისცეთ საშუალება მართოს თქვენი გრძნობები თქვენი ნებართვის გარეშე. გაიაზრეთ, საწყისი თქვენი შეგრძნებების და განვითარება, რატომ და როგორ ვითარდება თქვენი რეაქციები. თქვენ გჭირდებათ თავად მართოთ საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება და არა თქვენმა გუნდმა.  ქვემოთ მოცემულია სტრატეგიები, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი ქცევისა და რეაქციების უკეთ მართვაში.

1. თუ არაკომფორტულად გრძნობთ თავს თქვენს რომელიმე თანამშრომელთან, გაატარეთ უფრო მეტი დრო მასთან. შესაძლოა ეს რჩევა ალოგიკურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ თქვენ მასთან თავს უხერხულად, იმედგაცრუებულად ან გაბრაზებულად გრძნობთ, თქვენ შესაძლოა თავი აარდოთ მისთვის თვალებში შეხედვასაც კი. წარმოიდგინეთ, როგორი დემორალიზებული შეიძლება იყოს ადამიანი, რომელმაც იცის, რომ უფროსი მას თვალებშიც კი არ უყურებს.
სიტუაციის შესაცვლელად აუცილებელია თქვენ იპოვოთ მიზეზი მასთან მეტი დროის გასატარებლად, რაც საშუალებას მოგცემთ უფრო ახლოს გაიცნოთ ადამიანი. ამას აქვს ორი დადებითი მხარე: ერთი, თქვენ შეეჩვევით მის მანერებს და უფრო კომფორტულად იგრძნობთ მასთან თავს და მეორე, აღმოაჩენთ მის ღირებულებებს და უფრო მარტივი გახდება თქვენთვის მისი მოტივირება. საუბარი დაიწყეთ დაახლოებით შემდეგი შინაარსის წინადადებით: „ჩვენ არ გვქონია საშუალება ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდე შენს შესახებ?“

2. თუ თქვენი თანამშრომლის ჩვევები გაღიზიანებთ, გადაერთეთ რაიმე პოზიტიურზე. მცდელობა იმისა რომ ადამიანში შეცვალოთ რაიმე, რაც თქვენ არ მოგწონთ, წამგებიანი იქნება ორივე მხარისთვის. ამის ნაცვლად გადაიტანეთ თქვენი ყურადღება იმაზე რაც მოგწონთ მასში და მისი პატივისცემა ისწავლეთ. იფიქრეთ თუნდაც ერთ ჩვევაზე ან ქცევაზე რომელმაც თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინა – თუნდაც ეს იყოს გადაჭარბებული სიძლიერე. დაგეგმვის დროს ძალიან ფრთხილია? კლიენტებისთვის საყვარელი პერსონაა? დიდი ყურადღებით ზომავს საფრთხეებს თქვენს სტრატეგიებში? ყურადღება გადაიტანეთ მის პოზიტიურ მხარეებზე რომ გაამხნევოთ. ის აუცილებლად გახდება მოტივირებული იმის გაგონებით, თუ როგორ აფასებს გუნდი მის ძლიერ მხარეებს.
წარმოიდგინეთ გაყიდვების დეპარტამენტში თქვენი თანამშრომელი მომაბეზრებელი გახდა კლიენტისთვის. თუ თქვენ შეფუთავთ მის მომაბეზრებლობას, როგორც შეუპოვრობას, მაშინ თქვენ შეგიძლიათ გაესაუბროთ მას დაახლოებით შემდეგი შინაარით: „დღეს თვალყურს გადევნებდი მუშაობის დროს და ნამდვილად ბოლომდე იხარჯები. მე ვაფასებ შენს შეუპოვრობას მაგრამ ამავდროულად შევამჩნიე რომ მუშაობის ეს სტილი მგონი ყველასთან ერთნაირად არ ჭრის, როდის ფიქრობ რომ უკეთესია ზოგიერთ კლიენტს მეორედ აღარ დავეკონტაქტოთ ხოლმე?“

3. თუ ფიქრობთ რომ თქვენი თანამშრომელი უპატივცემულობას გამოხატავს, აღმოაჩინეთ ამ ქცევის საწყისი. თუ თქვენი ნეგატიური დამოკიდებულების მიზეზი თანამშრომლის ცუდი ქცევაა (ძალადობა, ტრაბახი, უპატივცემულობა) თქვენ ვერ მოახერხებთ მის მოტივირებას იმ დრომდე სანამ თქვენ თავად გექნებათ ემპატია მის მიმართ. ცუდი ქცევების უმეტესობა არ არის განზრახ დესტრუქციული, ეს უფრო თავდაცვაა. გაიგეთ რისგან იცავს ის თავს. თვითშეფასების დაბალი მაჩვენებელი აქვს? რამეზე ნერვიულობს?  ჩადით უფრო ღრმად და კითხეთ გახსნილად „რა ხდება მის თავს?“ ან „რამ გამოიწვია ეს საუბრები?“ ან „რამეზე ხომ არ ღელავ?“

როდესაც თქვენ გაერკვევით რა იმალება მისი ქცევის უკან, უფრო მარტივი გახდება თქვენთის მისი მოტივირება. მაგალითად, თუ თქვენ აღმოაჩენთ რომ ადამიანის ცუდად მოქცევის მიზეზი მისი დაბალი თვითშეფასებაა, მაშინ თქვენ უკვე იცით რომ მას სჭირდება მეტი შესაძლებლობა იყოს ყურადღების ცეტრში, ხშირად მიღებული დავალებები, რომელსაც მარტივად გაართმევს თვს და აღიარებასაც მოუტანს.

motivate-workforce-higher-productivity

მიუხედავად იმისა, აღმოაჩენთ თუ არა საწყისს თქვენი ნეგატიური დამოკიდებულებისა, თქვენ ვერ მოახერხებთ მის მოტივირებას მანამდე, სანამ არ შეცვლით თქვენს დამოკიდებულებას მის მიმართ. თუ თქვენ გსურთ რომ იყოთ პირდაპირი, შეგიძლიათ პირდაპირ გამოხატოთ სურვილი გამოასწოროთ ურთიერთობა შემდეგი ფრაზით: „ ვგრძნობ რომ ცუდად დავიწყეთ და ძალიან მინდა რომ ეს შევცვალოთ“. თუ გსურთ რომ უფრო დახვეწილი იყოთ, მაშინ შეგიძლიათ მიანიშნოთ თქვენ სურვილზე მასთან ურთიერთობის შეცვლის შესახებ, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ შემდეგნაირად, უფრო ხშირად ჩართოთ აქტივობებში, ან გუნდთან საუბრის დროს ის მოიყვანოთ პოზიტიურ მაგალითად, ან უბრალოდ გამოიყენოთ თვალის კონტაქტი და სხეულის ენა მეტი ინკლუზიურობისთვის.

თქვენი სამსახური არ არის ის რომ ყველას მეგობარი იყოთ, მაგრამ თუ თქვენი ურთიერთობა ხელს უშლის მის მოტივირებას, რისკი წარუმატებლობისა ძალიან მაღალია ორივე მხარითვის. აიღეთ ურთიერთობები თქვენს თავზე და მცირე ცვლილებებით დაიწყეთ თქვენი დამოკიდებულების შეცვლა მათ მიმართ. თუ თქვენი ურთიეთობა მეგობრობით არ დამთავრდება, მინიმუმ იმდენად ძლიერი მაინც იქნება რომ შეძლებთ მათ მოტივირებას.

წყარო: Harvard Business Review

 

Comments

comments

Tags: , , , , , , , , ,

Category: ადამიანური რესურსების მართვა, სტრატეგია, ფსიქოლოგია

Comments are closed.