რა არის საჭირო ბედნიერი ცხოვრებისთვის? (ჰარვარდის 75 წლიანი კვლევის შედეგები)

22

არსებობს კარგი ცხოვრების ზუსტი ფორმულა?— სიყვარულის, კარიერის და ფსიქოლოგიური ადაპტაციის კარგად დაბალანსებული ნარევი…

ჰარვარდის მკვლევარები 75 წელი ეძებდნენ ამ კითხვაზე პასუხს და 1930-იანი წლებიდან მოყოლებული 268 მამაკაცის ცხოვრება შეისწავლეს უნივერსიტეტში ჩაბარებიდან ღრმა სიბერემდე (სწავლის, ომის, ქორწინების და განქორწინების, მამობის და ბაბუობის პერიოდების ჩათვლით).

პროექტის ფარგლებში ფართო სპექტრის ფსიქოლოგიური, ანთროპოლოგიური და ფიზიკური მახასიათებლები გამოიკვლიეს — პიროვნების ტიპიდან IQ-მდე, ალკოჰოლთან დამოკიდებულებიდან ოჯახური ურთიერთობების ჩათვლით — რათა განესაზღვრათ რა ფაქტორებს შეაქვთ ყველაზე დიდი წვლილი ადამიანის ბედნიერებაში.

ბოლო 3 ათწლეულის მანძილზე კვლევას ჯორჯ ვაილანტი ხელმძღვანელობდა. მან გამოაქვეყნა წიგნი Triumphs of Experience, სადაც აღწერილია კვლევის მიმდინარეობა და შედეგები.

წიგნში ალკოჰოლიზმი მოხსენიებულია როგორც “დიდი დამანგრეველი ძალის მქონე”. ალკოჰოლიზმი ხშირად გამხდარა კვლევაში მონაწილე მამაკაცების განქორწინების მთავარი მიზეზი; ის მტკიცედ იყო დაკავშირებული ნევროზთან და დეპრესიასთან (რომელიც უფრო ხშირად ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით გამოყენების შემდეგ ჩნდებოდა, და არა პირიქით); და ის ხშირად იყო ასოცირებული სიგარეტის მოწევასთან — ავადმყოფობის და სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მიზეზი.

კონკრეტული დონის მაღლა, ინტელექტს მნიშვნელობა არ აქვს. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ არ იყო დიდი სხვაობა შემოსავლის მაქსიმუმ რაოდენობაში იმ მამაკაცებისა, ვისი IQ 110-115 მერყეობდა, და მათი, რომელთა IQ აჭარბებდა 150-ს.

ასაკიან ლიბერალებს უფრო ხშირად აქვთ სექსი. პოლიტიკურ იდეოლოგიას არ ჰქონდა კავშირი ცხოვრებისეულ კმაყოფილებასთან, მაგრამ ყველაზე კონსერვატორი მამაკაცები სექსუალურ ურთიერთობებს საშუალოდ 68 წლის ასაკში წყვეტდნენ – მაშინ, როდესაც ყველაზე ლიბერალ მამაკაცებს აქტიური სექსუალური ცხოვრება ჰქონდათ 80 წლის ასაკშიც.  “მე უროლოგებთანაც გავიარე ამ საკითხზე კონსულტაცია, და მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ რატომ ხდება ასე” – წერს ვაილანტი.

მაგრამ ფაქტორი, რომელსაც ვაილანტი ყველაზე დაჟინებით უბრუნდებოდა, არის ძლიერი კორელაცია თქვენს ურთიერთობებს, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას შორის მოხუცებულობის ჟამს. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსებმა არ მიიჩნიეს ეს თეორია დამაჯერებლად, ვაილანტს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაინც ურთიერთობები მიაჩნდა და ამის დასამტკიცებლად დამატებითი რამდენიმე წელი დახარჯა კვლევებში.

58 მამაკაცი, რომლებმაც ყველაზე მეტი ქულა მიიღეს “თბილი ურთიერთობების” ასპექტში, საშუალოდ 141 000 დოლარით მეტი შემოსავალი ჰქონდათ ყოველწლიურად (55-60 წლის მამაკაცები), ვიდრე იმ 31 მამაკაცს, რომლებმაც ყველაზე დაბალი ქულები მიიღეს; ასევე, მათი შანსი 3-ჯერ აღემატებოდა პროფესიული წარმატების მიღწევაში, ვიდრე ამ უკანასკნელებისა.

დასკვნა, რომელსაც ნამდვილად დაეთანხმებოდა ფროიდი, გვეუბნება, რომ ბავშვობაში თბილი ურთიერთობის ქონა დედასთან ზრდასრულობის საკმაოდ დიდ პერიოდზე იქონიებს გავლენას:

  • მამაკაცებს, რომელთაც ბავშვობაში თბილი ურთიერთობა ჰქონდათ დედებთან, საშუალოდ 87 000 აშშ დოლარით მეტი შემოსავალი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვისი დედებიც უყურადღებოები იყვნენ.
  • მამაკაცები, რომლებსაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ დედებთან ბავშვობაში, უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილნი დემენციისკენ (ჭკუასუსტობა) სიბერეში.
  • პროფესიულ ცხოვრებაში მამაკაცის დედასთან (და არა მამასთან) ურთიერთობები მოზრდილ ასაკში, ასოცირდებოდა ეფექტიან მუშაობასთან სამსახურში.
  • მეორეს მხრივ, მამებთან თბილი ურთიერთობები ბავშვობისას, მჭიდროდ იყო დაკავშირებული შფოთვის განვითარების დაბალ რისკთან, შვებულებებისგან უფრო დიდი სიამოვნების მიღებასთან და 75 წლის ასაკში გაზრდილ “ცხოვრებით კმაყოფილებასთან”– მაშინ, როცა ამ ყველაფერთან დედასთან თბილ ურთიერთობებს არ ჰქონია კორელაცია.

ვაილანტისთვის მთავარი მიგნება ჩანს მისსავე სიტყვებში: “75 წელი და 20 მილიონი დოლარი დაიხარჯა კვლევებში… რომ მიგვეღო 3 სიტყვიანი დასკვნა: ბედნიერება არის სიყვარული.

 

წყარო: Business InsiderThe Atlantic

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , ,

Category: ეს საინტერესოა, ფსიქოლოგია

Comments are closed.