ყველა დროის 10 უსაშინლესი უფროსი

joffrey-620x349

ცნობილი ბიზნეს ავტორი და სპიკერი ჯოფრი ჯეიმსი თავის ბოლო წიგნზე მუშაობისას 1000-ზე მეტ წარმატებულ მეწარმეს, აღმასრულებელ დირექტორს და მენეჯერს გაესაუბრა იმის გასარკვევად თუ როგორ მუშაობს რეალურად ბიზნესი. მან ასევე ჩაატარა გამოკითხვა ყველაზე ცუდი უფროსების შესახებ, რომლის დროსაც გამოიკვეთა 10 სხვადასხვა ტიპაჟი, რომელთან მუშაობასაც ნებისმიერი დაქვემდებარებული უფრთხის.

“იმ  უფროსების უმეტესობა, რომელსაც მე ვიცნობ, გონივრულოდ ობიექტურები არიან — რა თქმა უნდა არა სრულყოფილები, მაგრამ უდავოდ ადგილზე აქვთ გული. ზოგი უფროსი კი ერთგვარ სიამოვნებასაც იღებს თანამშრომლების ცხოვრების გამწარებით.”

ქვემოთ მოყვანილია სიტუაციები, რომლებშიც ნათლად ჩანს მათი “ადამიანური” თვისებები:

1.      რა დროს ქორწილია!

მას შემდეგ რაც საყვარელ ადამიანს ცოლობა ვთხოვე, მივედი ჩემს უფროსთან რათა დამეგეგმა შვებულება ჩემი ქორწილისა და თაფლობის თვისთვის, რომელიც ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ უნდა ყოფილიყო. ჩემმა უფროსმა კი თქვა: „მე არვიცი რამდენად შესაფერისი დრო იქნება იმისათვის, რომ თქვენ აიღოთ დასვენების დღეები. ჩვენ უბრალოდ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“.

2. სწორად განსაზღვრე პრიორიტეტები!

ჩემი ვაჟი ნაადრევად დაიბადა, ერთი კვირით ადრე იმ შეხვედრამდე, რომლის მომზადებაშიც მე ჩემს უფროსს ვეხმარებოდი. ორშბათს მივედი სამსახურში რათა დამესრულებინა რამდენიმე მცირე საქმე, და მეთქვა ჩემი ვაჟის შესახებ, რომელიც იმ მომენტისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა.  უფროსმა კი შემომხედა და მითხრა: „არ მისცე შენს პირად ცხოვრებას უფლება, ხელი შეუშალოს შენს სამსახურს. ამას შეუძლია მხოლოდ ზიანი მიაყენოს შენს პროფესიონალიზმს.

3.    აკურატულობა მნიშვნელოვანია.

ახლახანს დავწერე მოხსენება ახალი კომპიუტერის შეძენასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დაემტკიცებინა ჩემს უფროსს. ჩემი წერის მანერით უკმაყოფილო უფროსმა კი, ხელახლა დაწერა ის,  რათა ეჩვენებინა ჩემთვის, თუ როგორ უნდა გაკეთებულიყო სინამდვილეში.  მას შემდეგ კი, რაც საბოლოოდ მოხდა დასაბუთების სწორად შედგენა, მან უარი განაცხადა კომპიუტერის შეძენაზე.

4. მე მიყვარს როკ–ენ–როლი.

ჩემმა უფროსმა უარი განმიცხადა მოემატებინა ხელფასი და მითხრა: „შენ უკვე იმაზე მეტ ფულს აკეთებ, ვიდრე მე გამოვიმუშავებდი შენს ასაკში“. აღმოჩნდა, რომ მან მთელი თავისი ახალგაზრდობა შტატებში მოგზაურობასა და გიტარაზე დაკვრაში გაატარა, რისი საშუალებითაც გამომუშავებული თანხა მხოლოდ საკვებისა და საწვავის შეძენისთვის იყო საკმარისი. ხოლო, როდესაც მე ავღნიშნე, რომ ნაცვლად გიტარაზე დაკვრისა, მე მთელი ახალგაზრდობა უმაღლესი განათლების მიღებასა და მაღალტექნოლოგიური სამუშაოების შესრულებაში გავატარე, მან მიპასუხა: “ამით რისი თქმა გსურთ?”

5. ცოტაოდენი დამატებითი მოტივაცია.

ჩემმა ექიმმა მირჩია ცოტათი წონაში დამეკლო  და უფრო მეტი  მევარჯიშა. მას შემდეგ, რაც ეს ჩემს უფროსს ვუთხარი, მან ფოსტით გამომიგზავნა „სამოტივაციო“ სურათი, რომელზეც გამოსახული იყო ფოტომოდელი ჩემი სახით და თმებით. ერთი თვის შემდეგ, როცა მე გამოვხატე უკმაყოფილება ამ ფაქტის შესახებ, მან გამომიგზავნა სურათი ღორის გამოსახულებით, რომელსაც ასევე ჩემი სახე ქონდა.

6. დამავიწყდა მეთქვა…?

ორშაბათს, საღამოს 4:00 საათზე, ჩემი უფროსი მოვიდა ჩემთან საგანგებო დავალებით. მომდევნო დილით მას ქონდა დანიშნული მნიშვნელოვანი შეხვედრა და ჭირდებოდა 400 გვერდიანი დოკუმენტის ახალი ვერსია. მთელი ღამე ვიმუშავე, განვაახლე დოკუმენტები და შუაღამისას დავუტოვე თავის მაგიდაზე. როდესაც მეორე დილით დავბრუნდი სამსახურში, ჩემი უფროსის მდივანს ვკითხე იმ მნიშვნელოვანი შეხვედრის შესახებ, რომელიც მას ამ დილით უნდა ჰქონოდა. მდივანმა მითხრა, რომ მან გააუქმა შეხვედრა და აიღო დასვენების დღე.

7. ვარჯიში სასარგებლოა თქვენთვის.

ჩვენმა უფროსმა, მე და ჩემს კოლეგებს გვთხოვა ორი კვირის განმავლობაში მოგვემზადებინა დეტალური სამშენებლო და კაპიტალის გაუმჯობესების “სურვილების სია”,  ჩვენი ფონდის ბიუჯეტის დასაგეგმად. როდესაც მე მას ვკითხე თუ  როდის იქნებოდა შესაძლებელი დაგეგმილი გაუმჯობესების ნახვა, მან მიპასუხა  “ოჰ … თქვენი სურვილების სია?  ნუ მოელით მოთხოვნილის რეალურად შესრულებას… ეს მხოლოდ ვარჯიში იყო!

8. არ დასვათ შეკითხვა.

ჩვენმა უფროსმა, თანამშრომლებთან კვარტალური შეხვედრა დაასრულა შეკითხვით, ხომ არ გვქონდა რაიმე შეკითხვები? ყველანი გაჩუმდნენ. უფროსმა თქვა, „მე ვაგძელებ ამ შეხვედრას და არავინ სვამს შეკითხვას. მე მსურს რომელიმე თქვენგანმა დამისვას კითხვა.“ გამოჩნდა ერთი მამაცი, რომელმაც აწია ხელი და დასვა შეკითხვა. უფროსმა კი თქვა, „თუ ყურადღებით უსმენდით ჩემს საუბარს, თქვენ უნდა იცოდეთ პასუხი თქვენსავე კითხვაზე. შემდეგი შეკითხვა?“

9. ააჰ! ახლა გასაგებია

ჩვენს კომპანიას გარკვეული ფინანსური სირთულეების ფონზე უწევდა მუშაობა, ამიტომ ჩემმა უფროსმა მთხოვა მემუშავა განახევრებული ხელფასით. მე ვუთხარი, „რადგან მე მიხდიან კვირაში მხოლოდ 40 საათის მუშაობის შესაბამის ხელფასს, მაშინ როდესაც რეალურად ვმუშაობ 80 საათს, ვფიქრობ მე შევძლებ ვიმუშავო  40 საათი კვირაში და მივიღო მხოლოდ 20 საათის შესაბამისი ანაზღაურება“. მან კი მიპასუხა: „ეს ის არ არის, რაც მე ვიგულისხმე. მსურს იმუშავოთ 80 საათი კვირაში, საიდანაც მე ვაპირებ მხოლოდ 20 საათი აგინაზღაუროთ.

10. დაგეგმეთ სწორად.

მოულოდნელად, გულის უკმარისობით გარდამეცვალა ბაბუა და სამსახურში ავიღე ორ დღიანი შვებულება, რათა დავსწრებოდი დაკრძალვას. მომდევნო დღეს, როდესაც მე დავბრუნდი, დედამ დამირეკა იმის სათქმელად,  რომ ბებია დარდისგან გარდაიცვალა. აშკარად აღელვებულმა ამ ფაქტით,  მივედი ჩემს უფროსთან და ავუხსენი არსებული მდგომარეობა. მან მიპასუხა: „სამწუხაროდ, თქვენ აღარ გაქვთ სამგლოვიარო დრო დარჩენილი, უკეთ უნდა დაგეგემათ.“

 

წყარო: Inc.

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , ,

Category: ბიზნესი, ლიდერები, მენეჯმენტი

Comments are closed.